ნექტარის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნექტარის ზღვა
Mare Nectaris
მონაცემები
სიგრძე 339.39 კმ.
სახელწოდება
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
15.19° ს. გ. 34.60° ა. გ. / 15.19° ს. გ. 34.60° ა. გ. / -15.19; 34.60
ციური სხეული მთვარე
ნექტარის ზღვა — მთვარე
ნექტარის ზღვა
ნექტარის ზღვა ვიკისაწყობში

ნექტარის ზღვა[1] (ლათ. Mare Nectaris) — მთვარის ზღვა, მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეზე, ნაყოფიერებისა და სიწყნარის ზღვებთან ახლოს, რომელთაც უკავშირდება სიმკაცრის ყურით. ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე არის პირენეს მთები, ხოლო მისი ცენტრალური ოლქის სამხრეთით — კრატერი როსი. ზღვის დიამეტრი დაახლოებით 340 კმ-ია[2], ხოლო ფართობი — 101 000 კვადრატული კილომეტრი.

ზღვის აუზი გაჩნდა 3.8–4.2 მილიარდი წლის წინ და ამ მოვლენით დაიწყო მთვარის გეოლოგიური ისტორიის ნექტარული პერიოდი. შემდგომში ამ აუზის ცენტრალური ნაწილი ლავით დაიტბორა. ნექტარის ზღვის თანამედროვე ლავის საფარი (როგორც მთვარის სხვა ზღვების უმეტესობისა) ჩამოყალიბდა გვიანიმბრიულ ეპოქაში. ლავის ფენის სისქე დაახლოებით 1000 მეტრია. თეოფილეს კრატერი, რომელიც მდებარეობს ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო ახალგაზრდაა: ის თარიღდება ერატოსთენეს პერიოდით. ზღვის დასავლეთ კიდეზე რამდენიმე გრაბენია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
  2. Mare Nectaris. Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2022-01-07.