ოცნებების ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორთქლის ზღვა
Mare Ingenii
მონაცემები
სიგრძე 282.20 კმ.
სახელწოდება
დამტკიცებულია IAU (1961)
მდებარეობა
33.25° ს. გ. 164.83° ა. გ. / 33.25° ს. გ. 164.83° ა. გ. / -33.25; 164.83
ციური სხეული მთვარე
ოცნებების ზღვა — მთვარე
ოცნებების ზღვა
ოცნებების ზღვა ვიკისაწყობში

ოცნებების ზღვა[1] (ლათ. Mare Ingenii) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის უკანა მხარეს.

ოცნებების ზღვის ქანები და მიმდებარე კრატერები მიეკუთვნება გვიან იმბრიულ ეპოქას (3.8-3.2 მილიარდი წელი), ხოლო ოცნებების აუზის ქანები — დონეტარის პერიოდს (4.5-3.9 მილიარდი წელი).

ობიექტის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 33°15′S 164°50′E / 33.25° ს. გ. 164.83° ა. გ. / -33.25; 164.83[2], დიამეტრი შეადგენს 318 კმ-ს[2].

ოცნებების ზღვაში არის დიდი კრატერი — ტომსონი (დიამეტრის 112 კმ), მისგან სამხრეთით — ობრუჩევი (დიამეტრის 71 კმ)[3].

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ტერიტორია პირველად აღმოაჩინეს მთვარის უკანა მხარის ფოტოებში, რომლებიც მოიპოვა საბჭოთა ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა ლუნა-3-მა. ტერიტორიას ეწოდა ოცნებების ზღვა, შესაბამისი ლათინური სახელწოდებით — Mare Desiderii (პირდაპირი მნიშვნელობით — „სურვილის ზღვა“). თუმცა, მოგვიანებით გადაღებულმა უფრო ნათელმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ეს არის არა ერთი დაბლობი, არამედ რამდენიმე კრატერისა და Mare Ingenii-ად წოდებული მობრტყელებული ადგილის ერთობა. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ზედაპირზე არსებული ობიექტების სიაში შეიტანა მხოლოდ სახელი Mare Ingenii, რომელსაც მიეწერა შესატყვისი „ოცნებების ზღვა“, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ითარგმნებოდა; ლათინური სახელი „Mare Ingenii“ სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „გონების ზღვა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი I, 1991
  2. 2.0 2.1 Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-08-16.
  3. Карта лунной поверхности. ციტირების თარიღი: 2010-08-16.