აღმოსავლეთის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთის ზღვა
Mare Orientale
მონაცემები
სიგრძე 294.16 კმ.
სახელწოდება
ეპონიმი აღმოსავლეთი
დამტკიცებულია IAU (1964)
მდებარეობა
19.87° ს. გ. 94.67° დ. გ. / 19.87° ს. გ. 94.67° დ. გ. / -19.87; -94.67
ციური სხეული მთვარე
აღმოსავლეთის ზღვა — მთვარე
აღმოსავლეთის ზღვა
აღმოსავლეთის ზღვა ვიკისაწყობში

აღმოსავლეთის ზღვა (ლათ. Mare Orientale) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარის დასავლეთ ნაწილში.

აღმოსავლეთის ზღვა მდებარეობს მრავალრგოლიანი დარტყმის აუზში — გიგანტური კრატერში, რომელიც როგორც წესი წარმოიქმნება ასტეროიდის შეჯახების შედეგად. ამ აუზის მთავარი რგოლის დიამეტრი დაახლოებით 930 კმ-ია[1], ცენტრის სოლენოგრაფიული კოორდინატებია 19°52′S 94°40′W / 19.87° ს. გ. 94.67° დ. გ. / -19.87; -94.67[2]. მისი ზუსტი ასაკი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი ჩამოყალიბდა ცოტა მოგვიანებით, ვიდრე წვიმების ზღვა, ანუ არა უადრეს 3,85 მილიარდი წლის წინ. მისი ფორმირების მომენტის მიხედვით ავლებენ საზღვარ ადრე იმბრიულ და გვიან იმბრიულ ეპოქებს შორის.

მთვარის სხვა ზღვების აუზებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთის ზღვის აუზი ნაკლებადაა დაფარული ბაზალტის ლავით, რაც მისი მორფოლოგიური სტრუქტურის დაკვირვების საშუალებას იძლევა. ზღვის ცენტრალური ნაწილი აგებულია ბაზალტების თხელი ფენებით, სავარაუდოდ 1 კმ-ზე ნაკლები სისქის, ანუ ხილული ნახევარსფეროს სხვა ზღვების სისქეზე ნაკლების. შეჯახებამ, რამაც გამოიწვია ზღვის აუზის წარმოქმნა, გამოიწვია მთვარის ქერქზე სამი კონცენტრული ნაკეცის წარმოქმნა. ამ უზარმაზარი დარტყმის კრატერის შიდა ქედი წარმოდგენილია რუკის მთებით, 930 კმ დიამეტრის გარე ქედი — კორდილიერების მთებით. შეჯახების შედეგად ამოვარდნილ ქანს აქვს უხეში რიყის ქვის სტრუქტურა, იწყება კორდილიერების გარე კალთებზე და ვრცელდება 500 კმ-მდე სხვადასხვა მიმართულებით, ქმნის ხაზისებრ სხივურ წარმონაქმნებს, რომლებიც თავს იყრიან ზღვის ცენტრში.

ზღვის თანამედროვე სახელწოდება შემოთავაზებულია გერმანელი ასტრონომის იულიუს ჰაინრიხ ფრანცის მიერ თავის წიგნში „Der Mond“-ში (1906). თუმცა, ინგლისელი მოყვარული ასტრონომი პატრიკ მური მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ ზღვის სახელწოდება მას 1946 წელს გამოცემელ წიგნში ჰქონდა შეყვანილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Impact Basin Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-07. ციტირების თარიღი: 2012-07-22.
  2. Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2014-09-05.