ღრუბლების ზღვა[1] (ლათ.Mare Nubium) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეს, ქარიშხლების ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ითვლება, რომ ზღვის აუზი ჩამოყალიბდა ნექტარიამდელ პერიოდში, ხოლო მიმდებარე წარმონაქმნები - ადრეულ იმბრიულ პერიოდში. გვიან იმბრიულ პერიოდში თავად ზღვა ლავით იყო დაფარული. ზღვის დასავლეთით არის კრატერი ბულიალდი[2], რომელიც ჩამოყალიბდა ერატოსთენეს პერიოდში, სამხრეთით კი — კრატერი პიტატი. კრატერ ტიხოს სხივები ზღვას კვეთს სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ზღვის სამხრეთ ნაწილში, კრატერ ბერტისა და ტაბიტს შორის, არის ტექტონიკური რღვევა, სახელად სწორი კედელი (Rupes Recta), რომლის სიგრძე 125 კმ-ია, სიმაღლე კი 240 მ[3], ადვილადაა შესამჩნევი 60 მმ-იანი ტელესკოპით[4].
ღრუბლების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მატერიკული ტერიტორია პირველი ოლქი იყო, რომელიც Lunar Reconnaissance Orbiter მისიის ფარგლებში გადაიღეს[5].