შინაარსზე გადასვლა

დასტინ ჰოფმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოფმანი, დასტინ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი.
დასტინ ჰოფმანი
დაბადების სახელი დასტინ ლი ჰოფმანი
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1937 (1937-08-08) (87 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 1967-დღემდე
მეუღლე(ები) ენი ბერნი (1969-1980)
ლიზა გოტზეგენი (1980-დღემდე)
მშობლები მამა: ჰარი ჰოფმანი
დედა: ლილიან ჰოფმანი (გოლდი)
ოსკარი საუკეთესო მსახიობი
1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
1988 წვიმის კაცი
ოქროს გლობუსი წლის მსახიობი
1968 კურსდამთავრებული
საუკეთესო მსახიობი - დრამა
1980 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
1989 წვიმის კაცი
საუკეთესო მსახიობი - მუსიკალური/კომედია
1983 ტუტსი
საუკეთესო მსახიობი - მინისერიალი/TV ფილმი
1986 კომივოიაჟორის სიკვდილი
სესილ ბ. დემილის ჯილდო
1997 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
BAFTA საუკეთესო ახალბედა
1969 კურსდამთავრებული
საუკეთესო მსახიობი
1970 ჯონი და მარი; შუაღამის კოვბოი
1984 ტუტსი
ემი უმნიშვნელო მთავარი როლი - მინისერიალი/ფილმი
1986 კომივოიაჟორის სიკვდილი
სხვა ჯილდოები NYFCC ჯილდო - საუკეთესო მსახიობი
1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი
1989 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
კარიერის ოქროს ლომი
1996 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
AFI ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
1999 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის

დასტინ ჰოფმანი[1] (ინგლ. Dustin Lee Hoffman დ. 8 აგვისტო, 1937) — ორგზის კინოაკადემიის ოსკარისა და ექვსგზის ოქროს გლობუსის მფლობელი, სამგზის BAFTA-სა და ემის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მსახიობი. 1960 წლიდან, ჰოფმანმა გამოიარა სატელევიზიო, კინო და თეატრალური კარიერა. მისი პირველი კრიტიკული ქება მოჰყვა 1966 წლის სპეკტაკლში Eh? თამაშს, რითაც მან მიიღო თეატრის მსოფლიოსა და დრამის საწერი მაგიდის ჯილდოები. მას მალევე მოჰყვა ბენ ბრედოკის როლი 1967 წლის ფილმში კურსდამთავრებული. ამ ფილმის წარმატების შემდეგ, ჰოფმანის კარიერა ძირითადად გაგრძელდა ფილმების სამყაროში, მხოლოდ რამდენიმე არარეგულარული დაბრუნებებით ტელევიზიასა და სცენაზე. მისი მნიშვნელოვანი ფილმებია: შუაღამის კოვბოი (1969), პატარა დიდი კაცი (1970), ლენი (1974), პრეზიდენტის მთელი გარემოცვა (1976), კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979), ტუტსი (1982), წვიმის კაცი (1988), კაუჭა (1991), მძინარენი (1996), ძაღლის კუდის ქიცინი (1997), ფაკერების გაცნობა (2004) და ჰარვის ბოლო შანსი (2008).

ცხოვრების ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასტინ ჰოფმანი დაიბადა 1937 წლის 8 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, აშშ. დედა - ლილიანი, მამა - ჰარი ჰოფმანი, რომელიც მუშაობდა Columbia Pictures-ში, მანამ სანამ გახდებოდა ავეჯის გამყიდველი[2][3]. მისი ძმა, რონალდი არის ადვოკატი და ეკონომისტი. ჰოფმანის ოჯახის წევრები იყვნენ ებრაელები, თუმცა მას არ ჰქონდა რელიგიური აღზრდა[4][5]. 1955 წელს, მან დაამთავრა ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასწავლებელი.

ადრეული ფილმების კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასტინ ჰოფმანმა მსახიობობა თეატრ ”პასადენა ფლეიჰაუისში” დაიწყო ჯინ ჰეკმენთან ერთად. ორი წლის შემდეგ იგი ნიუ-იორკში გადავიდა ჰეკმენთან ერთად. პირველი როლის მიღებამდე ჰოფმანმა მრავალი სამუშაო გამოიცვალა, მათ შორის მუშაობდა: პიჯაკის შემმოწმებლად რესტორანში, ბეჭვდის განყოფილებაში "ყვითელი ფურცლების" გამოცემაში, პროფესიონალ არომატის შემმოწმებლად ”მაქსუელ ჰაუსში” და სხვ.

1960-იან წლებში, ჰოფმანმა დაიწყო გამოჩენა სატელევიზო შოუებსა და ფილმებში, მათ შორის შიშველ ქალაქში, დამცველებსა და ჰომარკის დიდების დარბაზში. ჰოფმანის თეატრალური კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ფილმში The Tiger Makes Out. ამ ფილმის გადაღების შემდეგ, ჰოფმანი ნიუ-იორკიდან ფარგოში გაემგზავრა, სადაც ვილიამ საროიანის ტელეპროექ ”შენი ცხოვრების დროში” მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანი როლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰოფმანი საფრანგეთში (1985)

1966 წელს მაიკ ნიკოლსმა დაიწყო მსახიობების შერჩევა ფილმისთვის „კურსდამთავრებული“. მოლაპარაკებები უორენ ბიტისა და რობერტ რედფორდთან ჩაიშალა, ამიტომ ფილმში მიიწვიეს ჰოფმანი. ჰოფმანს დაგეგმილი ჰქონდა პროდიუსერებში თამაში, მაგრამ თავისი წარმატების შემდეგ ფილმში კურსდამთავრებული, მან არჩია ბენჟამილ ბრედოკის როლის თამაში „კურსდამთავრებულში“. ფილმის ეკრანზე გამოშვება დაიწყო 1967 წელს. ამ ფილმის მეშვეობით ჰოფმანი წარდგენილი იქნა კინოაკადემიის ოსკარის ნომინაციაზე. ფილმი გამოდგა საკმაოდ წარმატებული და ამის შემდეგ, 1968 წელს, ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში „მადიგანის მილიონები“.

1968 წლის დეკემბერში ჰოფმანი დაბრუნდა ბროდვეიში რათა გამოსულიყო ჯონ სებასტიანისა და მურეი შიზგალის მიუზიკლში - ჯიმი შაინი. ამ როლის შესრულებისთვის ჰოფმანმა მიიღო დრამის საწერი მაგიდის ჯილდო. დადგმის დატოვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1969 წლის 25 მაისს შედგა ჰოფმანის შემდეგი მნიშვნელოვანი ფილმის, „შუაღამის კოვბოის“ პრემიერა აშშ-ის თეატრებში. რატსო რიზოს როლისთვის ჰოფმანი მეორეჯერ წარდგა ოსკანის ნომინაციაზე, თუმცა ჯილდო ვერ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო სურათი. შემდეგ წელს ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში „პატარა დიდი კაცი“, სადაც მან ითამაშა ჯეკ კრაბის როლი.

მომდევნო წლებში ჰოფმანი აგრძელებს ბევრ მნიშვნელოვან ფილმში თამაშს: „ვინ არის ჰარი კელერმანი და რატომ თქვა ეს საშინელებები ჩემზე?“, „თივის ძაღლები“, „პაპილონი“ და „ლენი“. ფილმისთვის ლენი ჰოფმანმა მიიღო თავისი მესამე ნომინაცია ოსკარის დაჯილდოებაზე.

1976 წელს ჰოფმანმა და რობერტ რედფორდმა ითამაშეს ფილმში „პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“, კარლ ბერნშტეინის და ბობ ვურდვადის როლებში. ამას მოყვა წარმატებული გამოსვლა წარმატებულ ფილმში „მარათონელი“. ფილმი გადაღებული იქნა უილიამ გოლდმენის ამავე სახელის ნოველის მიხედვით.

ჰოფმანის შემდეგი როლები არ იყო ისეთი წარმატებული, როგორიც წინა წლებში. ამ წლებში, მათ ითამაშა „გამოსაცდელი ვადასა“ და „აგათაში“.

ჰოფმანის შემდეგი ფილმი იყო კრამერი კრამერის წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც მან მიიღო თავისი პირველი ოსკარის პრიზი, ნომინაციისთვის საუკეთესო მსახიობი. ფილმმა ასევე აიღო საუკეთესო ფილმის ჯილდო, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (მერილ სტრიპი) და საუკეთესო რეჟისორი. ფილმში ტუტსი, ჰოფმანი ანსახიერებს მაიკლ დორსს, რომელიც ცდილობს გამოიყურებოდეს ქალივით იმ მიზნით. რომ მიიღოს როლი ოპერაში. ტუტსი წარდგენილი იყო ათ ოსკარის ნომინაციაზე, მათ შორის მეოთხეზე - ჰოფმანი.

ამის შემდეგ ჰოფმანი დაბრუნდა ტელევიზიაში ვილი ლომანის როლით ტელეფილმში კომივოიაჟორის სიკვდილი, რომლითაც მან მიიღო ემის ჯილდო ნომინაციისთვის უმნიშვნელო მთავარი როლი - მინისერიალი/ფილმი და ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციისთვის საუკეთესო მსახიობი - მინისერიალი/სატელევიზიო ფილმი.

ჰოფმანს წარუმატებლომა მოუტანა ელეინ მეის ფილმმა იშთარი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდნენ. ფილმი იყო ნომინირებული სამჯერ ოქროს ჟოლოს ჯილდოზე. ეს დაჯილდოება ავლენს წლის ყველაზე ცუდ ფილმებს.

ბარი ლევინსონის ფილმში წვიმის კაცი, ჰოფმანმა ითამაშა რეიმონდ ბაბიტის როლი ტომ კრუზთან ერთად. ლევინსონი, ჰოფმანი და კრუზი მუშაობდნენ ფილმისთვის ორი წელი. ჰოფმანმა ამ ფილმში გამოსვლით მიიღო თავისი მეორე ოსკარის ჯილდო.

დასტინ ჰოფმანი და ტომ კრუზი ფილმში წვიმის კაცი

წვიმის კაცის შემდეგ, ჰოფმანი გამოვიდა სინ კონერთან ერთად ფილმში ოჯახის ბიზნესი. 1991 წელს, ჰოფმანმა გაახმოვანა სიმფსონების ერთ-ერთი პერსონაჟი - მისტერ ბერგსტორნი, ეპიზოდში ”ლიზას დამხმარე”.

1990-იან წლებში ჰოფმანი გამოჩნდა ბევრ დიდ სტუდიურ ფილმებში, როგორებიცაა უორენ ბიტის დიკ ტრეისი, გმირი, ბილი ბეტგეითი. მან ასევე ითამაშა კაპიტანი კაუჭას როლი სტივენ სპილბერგის ფილმში კაუჭა და წარდგენილი იქნა ოქროს გლობუსის ნომინაციაზე. ჰოფმანმა ითამაშა მთავარი როლი ფილმში აჯანყება. ამას მოყვა როლი ბრედ პიტთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად ფილმში მძინარენი.

ჰოფმანი წარდგენილი იქნა უკვე მეშვიდედ ოსკარის ნომინაციაზე მისი როლისთვის ფილმში ძაღლის კუდის ქიცინი. მისი შემდეგი ფილმი იყო სფერო, სადაც მან ითამაშა შერონ სტოუნსა და სამუელ ლ. ჯექსონთან ერთად.

ჰოფმანი შემდეგ გამოჩნდა ფილმში მთვარის შუქი. 2003 წელს ჰოფმანმა ითამაშა ჯეიმზ ფოულის ფილმში თაღლითობა. ასევე ითამაშა ამავე წელს გადაღებულ ფილმში განაჩენი ფულით, სადაც იგი ასრულებდა როლს თავის ძველ მეგობართან, ჯინ ჰეკმენისთან ერთად.

2004 წელს ჰოფმანმა ითამაშა ხუთ ფილმში, რაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა მისი კარიერისთვის. ეს ფილმებია: Freedom2speak v2.0, ჯადოსნური ქვეყანა, გულების მტეხველნი, ფაკერების გაცნობა, ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა. 2005 წელს, ფაკერების გაცნობით ჰოფმანმა მოიგო MTV-ის ფილმების ჯილდო ნომინაციაზე საუკეთესო კომედიური როლის შემსრულებელი. ამავე 2005 წელს ჰოფმანმა ითამაშა ენდი გარსიას ფილმში დაკარგული ქალაქი.

2006 წელს ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში პერსონაჟში, ამას მოყვა ამავე წლის საკმაოდ წარმატებული ფილმი სუნამო: ერთი მკვლელის ისტორია, რომელიც გადაღებული იყო პატრიკ ზუსკინდის რომანის, სუნამოს მიხედვით. ამ წელს, ჰოფმანმა ითამაშა უმნიშვნელო როლი შვებულებაში.

2007 წელს ჰოფმანი გამოჩნდა 50 Cent-ის კლიპში Follow My Lead და ითმაშა ამავე წლის საკმაოდ წარმატებულ ფილმში მისტერ მაგორიუმის ჯადოსნური მაღაზია.

დასტინ ჰოფმანმა გაახმოვანა 2008 წლის მულტფილმების, კუნგ-ფუ პანდას პერსონაჟი მასტერ შიფუ და დესპეროს თავგადასავლის პერსონაჟი რუსკურო. ამ წელსვე ჰოფმანმა ითამაში ფილმში ჰარვის ბოლო შანსი.

ჰოფმანის გამოჩენა იგეგმება HBO-ის დრამაში იღბალი, სადაც იგი ითამაშებს კაცის როლს, რომელიც ჩართულია ისეთ აქტივობებში, როგორიცაა წიგნების ბეჭდვა და კაზინოს მართვა[6]. იგი ასევე იქნება BBC-ის ფილმის, კვარტეტის რეჟისორი, სადაც მთავარ რულს შეასრულებენ მეგი სმიტი და ალბერტ ფინი.[7] მან ითამაშა 2010 წლის ფილმში პატარა ფაკერები, რომელიც გაგრძელებაა ფილმისა - ფოკერების გაცნობა[8]

დასტინ ჰოფმანი (შუაში), მისი ცოლი - ლიზა გოტზეგენი (მარცხნივ) და შვილი - ჯეკ ჰოფმანი (მარჯვნივ)

1969 წლის მაისში ჰოფმანი დაქორწინდა ანი ბერნიზე[9]. წყვილს ჰყავს ორი შვილი, კარინა (დ. 1966) და ჯენა (დ. 15 ოქტომბერი, 1970). კარინა არის ნაშვილები. წყვილი ერთმანეთს გაშორდნენ 1980 წელს. ამავე წლის ოქტომბერში იგი დაქორწინდა ადვოკატ ლისა გოტსეგენზე. მათ ჰყავთ ოთხი შვილი. ჯეიკ ჰოფმანი (დ. 20 მარტი, 1981), რებეკა (დ. 17 მარტი, 1983), მაქსუელ ჯეფრი (დ. 30 აგვისტო, 1984) და ალექსანდა ლიდია (დ. 27 ოქტომბერი, 1983). ჰოფმანს ასევე ჰყავს ორი შვილიშვილი.

1970 წელს ჰოფმანი და ბერნი ცხოვრობდნენი გრინვიჩის სოფელში, იმ შენობის გვერდით, რომელიც The Weatherman-ის წევრებმა დაანგრიეს საძირკველში დამონტაჟებული ბომბით. შემთხვევის დროს გარდაიცვალა 3 ადამიანი. 2002 წლის დოკუმენტურ ფილმში The Weather Underground, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჰოფმანი, რომელიც დგას ქუჩაზე აფეთქების შემდეგ[10]

პოლიტიკური ლიბერალი, ჰოფმანი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს დემოკრატიულ პარტიასა და რალფ ნადერს[11]. 1997 წელს იგი იყო პირველი ჰოლივუდის ვარსკვლავი და აღმასრულებელი, რომელმაც ხელი მოაწერა გერმანელი კანცლერისადმი, ჰემლუტ კოლისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ International Herald Tribune-ში რეკლამის სახით და აპროტესტებდა გერმანიის მეცნიერების ქმედებას[12].

რობერტ დიუვალი იყო ჰოფმანის ოთახის მეზობელი მსახიობობასთან ბრძოლის წლებში ნიუ-იორკში. დიუვალი და ჰოფმანი ერთმანეთს აჯავრებდნენ მსახიობობაში ვარჯიშისას. როდესაც დიუვალს წვრთნიდა სენდი მეისნერი, ჰოფმანი უბრალოდ შეჩერდა ლი სტრასბერგის მსახიობობის მეთოდზე. ჰოფმანი კვლავ ახლოს მეგობრობს მსახიობ ჯინ ჰეკმენთან, რომელიც ასევე გალხავთ დიუვალის მეგობარიც.

ბევრი მითქმა-მოთქმა და დისკუსია გაიმართა იმაზე, რომ ჰოფმანი გამოეთიშა იერუსალიმის ფილმების ფესტივალს ღაზის სექტორის ნაპირებთან მომხდარი კონფლიქტის გამო. თუმცა მისმა წარმომადგენელმა განაცხადე ნიუ-იორკ ტაიმზში, რომ ამ მოხსენებაში არანაირი სიმართლე არ იყო[13].

  • ძმა: რონ ჰოფმანი. უფროსი
  • მამა: ჰერვი ჰოფმანი.
  • დედა: ლილიან ჰოფმანი.
  • ქალიშვილი: ალექსანდრა ჰოფმანი. დ. 1987; დედა - ლიზა გოტზეგენი
  • ქალიშვილი: ჯენა ჰოფმანი. დ. 15 ოქტომბერი, 1970; დედა - ენი ბეირნი
  • ქალიშვილი: კარინა ჰოფმანი-ბირკიდი. დ. 1966; ნაშვილები; დედა - ენი ბეირნი; მამა - ბეირნის პირველი მეუღლე
  • ქალიშვილი: რებეკა ჰოფმანი. დ. 17 მარტი, 1983; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა ჯეინის როლი ფილმში ”ჰუკი” (1991)
  • ვაჟი: იაკობ ჰოფმანი. დ. 20 მარტი, 1981; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა ფილმ ”ჰუკის” ერთ-ერთ სცენეაში (1991)
  • ვაჟი: მაქს ჰოფმანი. დ. 30 აგვისტო, 1984; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა პიტერ პენის როლი ფილმში ”ჰუკი” (1991)

დასტინ ჰოფმანის ფილმოგრაფია ითვლის 80-მდე ფილმს. ამათგან უდიდეს ნაწილში მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლი აქვს ნათამაშები, რამდენიმე ფილმი კი საკუთარი რეჟისურითაა გადაღებული. ჰოფმანი ასევე რამდენიმე ფილმის პროდიუსერიცაა.

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოს-ანჯელესის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ იორკის ფილმების კრიტიკოსების წრე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MTV-ის ფილმების დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

* ლაურეატი: საუკეთესო გახმოვანება ანიმაციურ ფილმში - კუნგ-ფუ პანდა (2009)

შენიშვნა: ფრჩზილებში ნაჩვენებია დაჯილდოების წლები. სია არასრულია[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. კალიფორნიაში დაბადებულების არქივი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2008-05-02.
  2. Yahoo! Movies - დასტინ ჰოფმანის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 2008-05-02.
  3. Film Reference.com - დასტინ ჰოფმანის ბიოგრაფია
  4. დასტინ ჰოფმანის ებრაული დაბრუნება
  5. The Tortoise and the Whoopee Cushion
  6. „Casting Call“. TV Guide. March 15–21, 2010.
  7. „Hoffman to take director's chair for British comedy“. BBC News. May 18, 2010. ციტირების თარიღი: May 18, 2010.
  8. O'Neal, Sean. Dustin Hoffman hears the cry of the multitudes, realizes there is no Little Fockers without him. The A.V. Club. ციტირების თარიღი: December 22, 2010.
  9. Dustin Hoffman at Tribute.ca. Retrieved 2008-01-23.
  10. Paglia, Camille (November 12, 2008). „Obama surfs through“. Salon. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 1, 2009. ციტატა: „..the 2002 documentary "The Weather Underground"... the news footage of the Greenwich Village townhouse destroyed in 1970 by bomb-making gone wrong in the basement still has enormous impact. Standing in the chaotic street, actor Dustin Hoffman, who lived next door, seems like Everyman at the apocalypse.“
  11. Dustin Hoffman's Federal Campaign Contribution Report. Newsmeat. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 15, 2008. ციტირების თარიღი: January 23, 2008.
  12. ბონფანტე, ჯორდან; ვან ვურსტი, ბრიუსი (1997-02-10). "აქვს გერმანიას რაიმე საწინააღმდეგო ამ ყმაწვილებთან? დაარქივებული 2013-05-20 საიტზე Wayback Machine. ", Time
  13. იტზკოფი, დეიფ (12 ივლისი, 2010). „Dustin Hoffman Question at Jerusalem Film Fest“. nytimes. ციტირების თარიღი: September 14, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. დასტინ ჰოფმანის ჯილდოების სრული სია