პოლ ნიუმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ ნიუმენი

2007 წელს
დაბადების სახელი პოლ ლეონარდ ნიუმენი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1925
შაკერ ჰაითსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 26 სექტემბერი, 2008 (83 წლის)
ვესტპორტი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1949–2008
მეუღლე(ები) ჯოან ვუდუორდი1958-2008
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1986 — ფულის ფერი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო რეჟისორი

1968 — რეიჩელ, რეიჩელ
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი

1961 — ბილიარდის მოთამაშე

პოლ ლეონარდ ნიუმენი (ინგლ. Paul Leonard Newman; დ. 26 იანვარი, 1925 — გ. 26 სექტემბერი, 2008) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, ქველმოქმედი, ჰუმანიტარი და ავტომრბოლელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარი, ორი ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის პრემია, კანის კინოფესტივალის პრემია, ემი და მრავალი სხვა საპატიო ჯილდო. ის ასევე დამფუძნებელი იყო კომპანიისა "Newman's Own", საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის მთლიან მოგებას ნიუმენი ქველმოქმედებას ახმარდა. 2007 წლის მაისისთვის ამ სახით მას ქველმოქმედებისთვის $200 მილიონი დოლარი ჰქონდა გადარიცხული. 2008 წლის 26 სექტემბერს ნიუმენი გარდაიცვალა საკუთარ სახლში ვესტპორტში, კონექტიკუტი, ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული გართულებების გამო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1956 ვიღაცას იქ ზემოთ ვუყვარვარ Somebody Up There Likes Me როკი გრაზიანო
1958 კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე Cat on a Hot Tin Roof ბრიკი
1961 ბილიარდის მოთამაშე The Hustler ედი ფელსონი
1961 პარიზის ბლუზი Paris Blues რემ ბოუენი
1962 ახალგაზრდობის ტკბილი ჩიტი Sweet Bird of Youth ჩანს უეინი
1963 ჰადი Hud ჰად ბენონი
1965 ლედი ლ Lady L არმანი
1966 ჩამოხეული ფარდა Torn Curtain მაიკლ არმსტრონგი
1967 გულგრილი ლუკი Cool Hand Luke ლუკ ჯეკსონი
1968 რეიჩელ, რეიჩელ Rachel, Rachel რეჟისორი / პროდიუსერი
1970 ბაჩ კესიდი და სანდენს კიდი Butch Cassidy and the Sundance Kid ბაჩ კესიდი
1972 გამა გამოსხივების ეფექტი The Effect of Gamma Rays on Man-in-the-Moon Marigolds რეჟისორი / პროდიუსერი
1981 ღვარძლის გარეშე Absence of Malice მაიკლ კოლინ გალაგერი
1982 ვერდიქტი The Verdict ფრენკ გელვინი
1986 ფულის ფერი The Color of Money ედი ფელსონი
1994 ჰადსაკერის შემცვლელი The Hudsucker Proxy სიდნი მასბურგერი
1994 სულელები არ არიან Nobody's Fool დონალდ სალივანი
2002 დაწყევლილი გზა Road to Perdition ჯონ რუნი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: