რიჩარდ ბარტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩარდ ბარტონი
Richard Burton - The Robe.jpg
დაიბადა ჯონ სტივენ გუდმენი
10 ნოემბერი, 1925
პონტრიდიფენი, უელსი
გარდაიცვალა 5 აგვისტო, 1984
სელიგნი, შვეიცარია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1944-1984
მეუღლე(ები)

სიბილ უილიამსი (1949-1963)
ელიზაბეთ ტეილორი (1964–1974; 1975–1976)
სუზი მილერი (1976-1982)

სალი ჰეი (1983-1984)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

1977 — ეკვუსი
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი
1966 — შპიონი, მოსული სიცივიდან

1966 — ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?

რიჩარდ ბარტონი (ინგლ. Richard Burton დ. 10 ნოემბერი, 19255 აგვისტო, 1984) — ვალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიიჩნეოდა ლორენს ოლივიეს მემკვიდრედ. გამოირჩეოდა თავისი ბარიტონით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1953 კვართი The Robe მარსელიუს გალიო
1959 ზაფხულის ღამის სიზმარი A Midsummer Night's Dream მთხრობელი
1959 მიმოიხედე სიბრაზის დროს Look Back in Anger ჯიმი პორტერი
1963 კლეოპატრა Cleopatra მარკუს ანტონიუსი
1964 ბეკეტი Becket ტომას ბეკეტი
1964 იგუანას ღამე The Night of the Iguana მოძღვარი ლორენს შენონი
1965 რა არის ახალი, ფისუნიავ? What's New Pussycat? კამეო
1965 შპიონი, მოსული სიცივიდან The Spy Who Came in from the Cold ალეკ ლემასი
1966 ვის ეშინია ვირჯინია ვულფის? Who's Afraid of Virginia Woolf? ჯორჯი
1967 დოქტორი ფაუსტუსი Doctor Faustus დოქტორი ფაუსტუსი
1967 ჭირვეულის მორჯულება The Taming of the Shrew პეტრუჩიო
1969 ანას ათასი დღე Anne of the Thousand Days ჰენრი VIII
1977 ეკვუსი Equus მარტინ დისარტი
1983 ალისა საოცრებათა ქვეყანაში Alice in Wonderland ალისას მამა

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ბარტონი ხუთჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა ოთხი შვილი. მისი პირველი მეუღლე იყო უელსელი მსახიობი და პროდიუსერი სიბილ უილიამსი. მასთან ბარტონს შეეძინა ორი ქალიშვილი. ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში ცნობილ მსახიობ ელიზაბეთ ტეილორთან. მასთან პირველმა ქორწინებამ 10 წელი გასტანა, ხოლო მეორემ მხოლოდ ერთი წელი. ბარტონმა იშვილა ტეილორის ქალიშვილი. წყვილმა შვილად აიყვანა კიდევ ერთი ქალიშვილი, გერმანელი გოგონა. ბარტონისა და ტეილორის ქორწინება აისახა ფილმში „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (1966). 1976 წლის აგვისტოში ბარტონი საბოლოოდ დაშორდა ტეილორს და ცოლად მოიყვანა ავტმრბოლელ ჯეიმზ ჰანტის ყოფილი მეუღლე სუზი მილერი. მისი უკანასკნელი მეუღლე იყო გრიმიორი სალი ჰეი, რომელთანაც მსახიობი სიკვდილის ბოლომდე იმყოფებოდა ქორწინებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: