კუნგ-ფუ პანდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კუნგ-ფუ პანდა“
ჟანრი კომედია
ფილმის ტიპი 3D ანიმაციური ფილმი
რეჟისორი ჯონ სტივენსონი, მარკ ოსბორნი
პროდიუსერი მელისა კობი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ჯონ პაუელი
მონტაჟი კლერ დე შენუ
სტუდია DreamWorks Animation
დისტრიბუტორი Paramount Pictures
პრემიერა 6 ივნისი, 2008 (2008-06-06)
ხანგრძლივობა 92 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 130 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 631.7 მილიონი აშშ დოლარი
წინა ინგლისური

კუნგ-ფუ პანდა (ინგლ. Kung Fu Panda) — სტუდია DreamWorks Animation-ის 2008 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი პანდა პოზე, რომელიც ოცნებობს, კუნგ-ფუს მებრძოლად იქცეს. ფილმის რეჟისორები არიან ჯონ სტივენსონი და მარკ ოსბორნი, ხოლო პროდიუსერი — მელისა გობი. ფილმის პრემიერა მსოფლიო მასშტაბით მოხდა 2008 წლის 6 ივნისს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მსუქანი და მოუხერხებელი პანდა პო მამას ეხმარება ოჯახური წვნიანის მომზადებასა და გაყიდვაში, ამასთან ოცნებობს, რომ დიდი კუნგ-ფუს მებრძოლი გამოვიდეს. კუნგ-ფუს მასწავლებელი, კუ უგვეი, აცხადებს, რომ დადგა დრო დრაკონთან მებრძოლის შესარჩევად, რომელიც დრაკონის გრაგნილის მფლობელი და ამგვარად უდიდესი ძალის მფლობელი და ქვეყნის დამცველი გახდება. ქალაქის მცხოვრებლები, მათ შორის პოც, მიემართებიან შერჩევის ცერემონიაზე დასასწრებად. ეჭვი არავის ეპარება, რომ დრაკონის მერბძოლი ოსტატი შიფუს ხუთ მოსწავლეთაგან ერთ-ერთი გახდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]