გრეგორი პეკი
გრეგორი პეკი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ელდრედ გრეგორი პეკი |
დაბადების თარიღი |
5 აპრილი, 1916 ლა-ჯოლა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
12 ივნისი, 2003 ლოს-ანჯელესი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1942-2000 |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი 1962 — ნუ მოკლავ ჯაფარას |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში 1946 — ნუკრი 1962 — ნუ მოკლავ ჯაფარას |
ელდრედ გრეგორი პეკი (ინგლ. Eldred Gregory Peck დ. 5 აპრილი, 1916, ლა-ჯოლა, კალიფორნია – გ. 12 ივნისი, 2003, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინომსახიობი.
სწავლობდა ნიუ-იორკის დრამის სკოლაში, სანფორდ მაისნერთან. კარიერა დაიწყო სცენაზე; მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე სპექტაკლსა და ბროდვეის 3 წარმოდგენაში. კინოში პირველი წარმატება წილად ხვდა ჯონ მალკოლმ სტალის ფილმში „სამეფოს გასაღები“ (1944), რომელმაც ოსკარის პირველი ნომინაცია მოუპოვა. მოგვიანებით ითამაშა სხვა წარმატებულ ფილმებში, როგორებიცაა „გადაწყვეტილების ველი“ (1944), ალფრედ ჰიჩკოკის „მონუსხული“ (1945), საოჯახო ფილმი „ნუკრი“ (1946), „პარადაინის საქმე“ (1947), „დიდი ცოდვილი“ (1947). მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1950-იან და 1960-იან წლებში ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „კაპიტანი ჰორაციო ჰორნბლოუერი“ (1951), ბიბლური დრამა „დავითი და ბერსაბე“ (1951). ავა გარდნერთან ერთად ითამაშა ფილმში „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ (1952), ხოლო ოდრი ჰეპბერნთან ერთად „რომაული არდადეგებში“ (1953).
1962 წელს გადაღებულ ფილმში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ შესრულებული ატიკუს ფინჩის როლისთვის მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელდრედ გრეგორი პეკი დაიბადა 1916 წლის 5 აპრილს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში,[1][2] ქიმიკოსი და ფარმაცევტის, გრეგორი პერლ პეკისა (1886-1962) და მისი მეუღლის, ბერნის მეი პეკის (1894-1992) კათოლიკურ ოჯახში. მამა ინგლისური (მამის მხრიდან) და ირლანდიური (დედის მხრიდან) წარმოშობის,[3][4] ხოლო დედა — ინგლისური და შოტლანდიური წარმოშობის იყო.[5]
5 წლის ასაკში, მისი მშობლები გაიყარნენ, ხოლო მისი აღზრდა ბებიამ (დედის დედა) ითავა. ბებიას პატარა გრეგორი ყოველ კვირა კინოში დაჰყავდა.[6][7] 10 წლის ასაკში გაგზავნეს კათოლიკურ სამხედრო სასწავლებელში ლოს-ანჯელესში. სწავლის დროს გარდაეცვალა ბებია. 14 წლის ასაკში დაბრუნდა სან-დიეგოში და მამასთან დაიწყო ცხხოვრება. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1934 წელს, ჩაირიცხა სან-დიეგოს შტატის კოლეჯში. აქ სწავლის დროს პირველად მიიღო მონაწილეობა თეატრალურ წარმოდგენაში.[8] მას ექიმობა უნდა, ამიტომ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში გადავიდა მედიცინის შესასწავლად.[9] 1.91 მეტრი სიმაღლის გრეგორი ირიცხებოდა უნივერსიტეტის ნიჩბოსანთა გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სწავლის ღირებულება წელიწადში მხოლოდ 26 დოლარს შეადგენდა, გადახდა უჭირდა და ერთ-ერთი ორგანიზაციის სამზარეულში დამხმარედ მუშაობდა საჭმლის სანაცვლოდ.[10]

ბერკლიში პეკის ღრმა, კარგად მოდულირებული ხმა ყურადღებას იპყრობდა და საჯარო გამოსვლის კურსის გავლის შემდეგ გადაწყვიტა, მსახიობობა ეცადა. ამ მიმართულებით წაახალისა სამსახიობო მასწავლებელმაც, რომელიც მასში უნივერსიტეტის თეატრისთვის იდეალურ მასალას ხედავდა და ის სულ უფრო და უფრო დაინტერესდა მსახიობობით. ის უნივერსიტეტის მცირე თეატრის რეჟისორმა, ედვინ დიურმა აიყვანა და ხუთ სპექტაკლში გამოჩნდა, მათ შორის „მობი დიკში“ სტარბეკის როლში.[11] მოგვიანებით, პეკმა ბერკლიში სწავლის წლების შესახებ თქვა, რომ „ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული გამოცდილება იყო და ჩემი ცხოვრების სამი უდიდესი წელი. ამან გამომაღვიძა და ადამიანად მაქცია“.[12] 1996 წელს პეკმა ბერკლის ნიჩბოსანთა გუნდს 25 000 დოლარი შესწირა თავისი მწვრთნელის, კაი ებრაიტის პატივსაცემად.[10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1939–1943: დასაწყისი და სასცენო როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეკმა უნივერსიტეტი მეგობრებთან ერთად არ დაამთავრა, რადგან ერთ საგანში ჩამორჩებოდა. მეგობრები მასზე ღელავდნენ და ფიქრობდნენ, რომ ხარისხის გარეშე გაუჭირდებოდა. „უნივერსიტეტიდან ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება“, — პასუხობდა მათ პეკი. ის ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა დრამის სკოლაში ესწავლა ლეგენდარულ სამსახიობო მასწავლებელთან, სენფორდ მეისნერთან. ხშირად ფინანსურად უჭირდა და ხანდახან ცენტრალურ პარკში ეძინა.[13] მუშაობდა 1939 წლის მსოფლიო გამოფენაზე გამომცხადებლად, როკფელერის ცენტრში სატელევიზიო არხის „NBC“ გიდად და „რადიო სიტი მიუზიკ-ჰოლში“.[11] 1940 წლამდე რამდენჯერმე სცადა მოდელობა, საკვების სანაცვლოდ მუშაობდა ვირჯინიის შტატის ქალაქ აბინგდონში მდებარე თეატრში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხუთ სპექტაკლში, მათ შორის „ოჯახური პორტრეტი“ და „დედამიწაზე, როგორც არის“.[14]
მისი სასცენო კარიერა 1941 წელს დაიწყო, როდესაც შეასრულა მდივნის როლი კეტრინ კორნელის მიერ დადგმულ ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესაში „ექიმის დილემა“. სპექტაკლის პრემიერა სან-ფრანცისკოში პერლ-ჰარბორზე თავდასხმამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე გაიმართა.[15] ბროდვეიზე მისი დებიუტი შედგა მთავარი როლის შესრულებით ემლინ უილიამსის „დილის ვარსკვლავში“ 1942 წელს.[11] მისი მეორე როლი ბროდვეიზე იყო დადგმაში „ტირიფი და მე“ ედვარდ პოლისთან ერთად. პეკის სამსახიობო ნიჭზე დიდი მოთხოვნა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან ის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა ზურგის ტრავმის გამო, რომელიც მართა გრეჰემთან ცეკვის გაკვეთილებისას მიიღო.[16] მოგვიანებით, 20th Century Fox აცხადებდა, რომ მან ზურგი უნივერსიტეტში ნიჩბოსნობის დროს დაიზიანა, თუმცა პეკის სიტყვებით, „ჰოლივუდში, როგორც ჩანს, ცეკვის გაკვეთილი საკმარისად მაჩოურად არ მიაჩნდათ. მე წლებია ვცდილობ ამ შეხედულების შეცვლას“.[17] პეკმა სულ 50 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სამ მოკლევადიან ბროდვეის დადგმაში, 4-5 საგასტროლო ტურნესა და ზაფხულის თეატრში.[18]
1944–1946: პირველი ნაბიჯები ჰოლივუდში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სცენაზე აღიარების მოპოვების შემდეგ, პეკს კინოკომპანია RKO Radio Pictures-მა პირველი კინოროლი შესთავაზა. ჟაკ ტურნერის მიერ გადაღებულ საომარ რომანში „დიდების დღეები“ (1944) მთავარი როლი შეასრულა ქართული წარმომავლობის ცნობილ ბალერინასთან, თამარა თუმანოვასთან ერთად.[11] პეკმა 1941 წელს გერმანელების წინააღმდეგ მებრძოლი რუსი პარტიზანების ლიდერი განასახიერა, რომელიც შემთხვევით გადააწყდება რუსი ჯარისკაცების გასართობად გაგზავნილ ლამაზ რუს მოცეკვავეს (თუმანოვა). პარტიზანები მას თავიანთ რიგებში შეერთებით იცავენ.[11][19] გადაღების დროს რეჟისორმა ტურნერმა პეკი გადაააჩვია თეატრალურ მეთოდებს, სადაც ის ფორმალურად საუბრობდა იმგვარად, რომ მისი ხმა მთელი დარბაზისთვის მიეწვდინა.[20] პეკმა ფილმში თავისი შესრულება საკმაოდ არაპროფესიონალურად მიიჩნია და გამოსვლის შემდეგ არ ისურვა მისი ნახვა.[20] სურათმა შემოსავალი არ მოიტანა და მალევე გაქრა კინოეკრანებიდან;[21][22] მეტწილად დაიწუნეს კინოკრიტიკოსებმაც.
ფილმის გამოსვლისას, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ კრიტიკოსმა ბოსლი კროუტერმა ის შეაფასა, როგორც ნელი და გაწელილი და დასძინა, რომ პეკის თამაში არაბუნებრივი იყო. კინოისტორიკოსი ბარი მონუში წერდა: „პეკის ვარსკვლავური ძალა თავიდანვე შესამჩნევი იყო“.[11] ფილმის გამოსვლის შემდეგ პეკმა პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ სტუდიურ სისტემაში მონაწილეობის ნაცვლად, გადაწყვიტა, როლების არჩევის შესაძლებლობა თავად ჰქონოდა, ხელი მოაწერა არაექსკლუზიურ ხელშეკრულებებს ოთხ სტუდიასთან,[23] მათ შორის უჩვეულო ორმაგ ხელშეკრულებას „20th Century Fox“-თან და ფილმ „ქარწაღებულნის“ პროდიუსერთან, დეივიდ სელზნიკთან.[24]
პეკმა თავის მეორე ფილმში, „სამეფოს გასაღები“ (1944), ითამაშა 80 წლის კათოლიკე მღვდელი, რომელიც იხსენებს ჩინეთში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გაწეულ თავგანწირულ მისიონერულ მოღვაწეობას.[25][19] ფილმში პერსონაჟი 20 წლიდან 80 წლამდე ვითარდება; პეკმა თითქმის ყველა სცენაში მიიღო მონაწილეობა.[26] სურათი ოთხ ოსკარზე იყო ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში, რაც პეკის პირველი ნომინაცია იყო.[27] მიუხედავად იმისა, რომ 1944 წელს ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შემოსავლების მიხედვით მხოლოდ 27-ე ადგილი დაიკავა,[28] „Turner Classic Movies“-ის ჯეი კარი მას პეკის გარღვევად მოიხსენიებს,[29] ხოლო სცენარისტი პატრიკ მაკგილიგანი აღნიშნავდა, რომ ფილმმა „ის ვარსკვლავობამდე მიიყვანა“.[30] სურათის გამოსვლისას, პეკის შესრულება შეაქო „Variety“-მ და The „ნიუ-იორკ ტაიმზმა“, თუმცა საკუთვრივ ფილმმა, შერეული შეფასება მიიღო. „რადიო ტაიმსმა“ მას „გრძელი, ზერელე და საკმაოდ არადრამატული“ უწოდა, თუმცა აღიარა, რომ „მისმა წარმატებამ პეკის კარიერა გადაარჩინა“.[31] „AllMovie“-ის კრეიგ ბატლერი აზრით, პეკის შესრულება იყო „დამაჯერებელი, სავსეა მისთვის ჩვეული მშვიდი ღირსებითა და ინტელექტით, გაჯერებულია სიჯიუტითა და შინაგანი ცეცხლით, რაც პერსონაჟს ნამდვილად აცოცხლებს“.[32]
ფილმში „გადაწყვეტილების ველი“ (1945), რომელიც სოციალური კლასების ურთიერთობას ეხება, პეკი თამაშობს 1870-იანი წლების პიტსბურგში მცხოვრები მდიდარი ფოლადის ქარხნის მფლობელის უფროს ვაჟს, რომელსაც რომანი აქვს ოჯახის ერთ-ერთ მოახლესთან, რომლის როლსაც გირ გარსონი ასრულებს.[33][34] ამ უკანასკნელმა მოიპოვა ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. გამოსვლის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმზისა“ და „Variety“-ის მიმოხილვები დადებითი იყო, პეკის შესრულება კი შეფასდა, როგორც დომინანტური.[33][35] ეს იყო ჩრდილოეთ ამერიკის 1945 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[36]

პეკის შემდეგი ფილმი იყო რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკთან ორი თანამშრომლობიდან პირველი, სასპენს-რომანტიკული ფილმი „მონუსხული“ (1945), რომელშიც პარტნიორობას უწევდა ინგრიდ ბერგმანი. პეკი თამაშობს მამაკაცს, რომელიც, სავარაუდოდ, იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ახალი დირექტორია, სადაც ბერგმანის პერსონაჟი ფსიქოანალიტიკოსად მუშაობს, ხოლო მამაკაცის ამნეზია და შემაშფოთებელი ხილვები მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა მკვლელი იყოს.[37] გრეგორისა და ჰიჩკოკის ურთიერთობას აღწერდნენ, როგორც ერთდროულად გულთბილსა და ცივს.[38] თავდაპირველად ჰიჩკოკს იმედი ჰქონდა, რომ მთავარ როლს კერი გრანტი შეასრულებდა.[39] პეკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჰიჩკოკთან პირველად მუშაობისას ძალიან ახალგაზრდა იყო და რეჟისორის გულგრილობამ გადასაღებ მოედანზე მისი პერსონაჟის მოტივაციის მიმართ, რაც პეკის სამსახიობო სტილისთვის მნიშვნელოვანია, შეარყია მისი თავდაჯერებულობა.[24] მსახიობს იმ დროს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ბერგმანთან.[40]
„მონუსხული“ 1946 წლის მესამე ყველაზე წარმატებულ ფილმად იქცა.[36] როგორც ფილმი, ასევე პეკის შესრულება იმ დროის კრიტიკოსებმა დადებითად მიიღეს.[41][42][43] „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბოსლი კროუტერმა შეაქო ფილმი და აღნიშნა, რომ პეკის შესრულება „თავშეკავებული და დახვეწილია, რაც ზუსტად ბერგმანის დახვეწილი როლის საპირწონეა“;[41] „Turner Classic Movies“-ის ფრენკ მილერი წერდა, რომ ფილმმა დააჩქარა პეკის ჰოლივუდის ვარსკვლავად და „მთავარ სექს-სიმბოლოდ“ ქცევაც კი.[44] პროდიუსერი დეივიდ სელზნიკი აღნიშნავდა, რომ ფილმის წინასწარი ჩვენების დროს, მაყურებელ ქალებს აღტაცებული რეაქცია ჰქონდათ პეკის სახელის გამოჩენაზე საწყისი ტიტრების დროს და მისი პირველი რამდენიმე სცენის დროს მაყურებლის გაჩუმება უწევდა.[44] „მონუსხული“ ექვს ოსკარზე იყო ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე.[27][45]
ფილმში „ნუკრი“ (1946), პეკი განასახიერებს კეთილ მამას, რომლის შვილიც 1870-იანი წლების ფლორიდაში სამი დღის შვლის ნუკრს პოულობს და მის გაზრდას გადაწყვეტს.[19] მისი პერსონაჟის მეუღლის როლს ჯეინ უაიმანი ასრულებს.[37] გამოსვლისთანავე შეფასებები ძალიან დადებითი იყო;[46] „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბოსლი კროუტერმა „ნუკრი“ შაფასა, როგორც ფილმი, რომელიც „მოგვცემს კმაყოფილების სიუხვეს, რასაც ცოტა ფილმი თუ აღწევს“.[47] სურათი ფინანსურად მომგებიანიც აღმოჩნდა და 1947 წელი მეცხრე ყველაზე მაღალი შემოსავლით დახურა.[36] ფილმმა ოსკარის ექვსი ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის კარიერაში მეორე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაცია პეკისთვის. მან მოიპოვა კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში.[48] ფილმი ბოლო დრომდე იღებს კრიტიკოსთა შექებას. ბარი მონუშმა დაწერა, რომ ეს იყო „თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გადაღებული და ყველაზე საყვარელი ოჯახური ფილმი“.[49][50][51][11]
პეკმა თავისი ადრინდელი როლებისგან განსხვავებული როლი შეასრულა, როდესაც მან სასტიკი, ამორალური კოვბოი ითამაშა ვესტერნულ საპნის ოპერაში „დუელი მზეში“ (1946). ფილმში ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ჯოუნზი პროვოკაციული მაცდური ქალის, პეკის სიყვარულის, რისხვისა და სურვილის ობიექტის როლს ასრულებდა.[52][53][54] ჯოზეფ კოტენმა ითამაშა პეკის ნახევარძმის როლი, რომელიც მას ჯონსის პერსონაჟის სიყვარულში ეცილება.[55] ფილმი მკაცრად გააკრიტიკეს და ზოგიერთ ქალაქში აკრძალეს კიდეც პროვოკაციული ხასიათის სიუჟეტის გამო.[56][57] ფილმმა „დუელი მზეზე“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კინოსარეკლამო კამპანია აწარმოა, გახსნა რა მისი ჩვენება ერთდროულად ასობით კინოთეატრში აშშ-ის მასშტაბით.[58][59][53][60] კინოდარბაზები გადაჭედილი იყო, რის შედეგადაც ფილმი გახდა როგორც 1947 წლის, ასევე მთელი 1940-იანი წლების მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[61][62] სურათმა, რომელსაც მეტსახელად „ვნება მტვერში“ („Lust in the Dust“) შეარქვეს, გამოსვლის შემდეგ ძირითადად უარყოფითი შეფასებები მიიღო - ბოსლი კროუტერი წერდა, რომ მსახიობების მიერ „შესრულებული როლები უცნაურად არათანაბარია“, თუმცა ჯონსმა მიიღო ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.[52][63][64][65] პეკის შესრულების შესახებ მოსაზრებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.[66][59][65][53]
1947–1949: კარიერული წარუმატებლობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947 წელს პეკმა თავის მშობლიურ ქალაქში მელ ფერერთან და დოროთი მაკგუაირთან ერთად დააარსა „ლა ჯოლას თეატრი“.[67] ეს თეატრი ლა ჯოლას საშუალო სკოლის აუდიტორიაში წარმოდგენებს ზაფხულობით, 1947 წლიდან 1964 წლამდე მართავდა. 1983 წელს „ლა ჯოლას თეატრი“ ხელახლა გაიხსნა კალიფორნიის უნივერსიტეტის ახალ შენობაში, სან-დიეგოში, სადაც დღემდე ფუნქციონირებს. დაარსების დღიდან, ის იზიდავს ჰოლივუდის პროფესიონალ ვარსკვლავებს, რომლებიც ამავე დროს, მისი მხარდამჭერებიც არიან.
პეკის შემდეგი ნამუშევარი იყო მოკრძალებული ბიუჯეტის დრამა „მაკომბერის საქმე“ (1947), რომელშიც ის განასახიერებს აფრიკელ მონადირე გიდს, რომელიც ტურისტ წყვილს ეხმარება. მოგზაურობის დროს ცოლს, რომლის როლსაც ჯოან ბენეტი ასრულებს, პეკის პერსონაჟი შეუყვარდება.[68] მსახიობი ძალიან აქტიური იყო ფილმის განვითარებაში, მათ შორის მისი რეკომენდაციით შეირჩა რეჟისორი ზოლტან კორდა.[69] ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო,[70] მაგრამ გამოსვლისთანავე მაყურებლის მიერ ძირითადად უგულებელყოფილ იქნა, რამაც, პეკის თქმით, იმედგაცრუება გამოიწვია.[69]

1947 წლის ნოემბერში გამოვიდა პეკის მორიგი ფილმი, ელია კაზანის რეჟისორობით გადაღებული ისტორიული „ჯენტლმენების შეთანხმება“, რომელიც მაშინვე გამოცხადდა „ჰოლივუდის ანტისემიტიზმზე პირველ მასშტაბურ შეტევად“.[71][72] რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში პეკი ნიუ-იორკელი ჟურნალზე მომუშავე მწერალს განასახიერებს, რომელიც თავს ებრაელად ასაღებს, რათა პირადად განიცადოს ფანატიკოსების მტრობა.[73] ფილმი რვა ოსკარზე იყო ნომინირებული, მათ შორის პეკი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში; სურათმა გაიმარჯვა საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიებში. ეს იყო 1948 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[74] შემდგომში, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში პეკი აღნიშნავდა, რომ ეს სურათი მისი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნამუშევარი იყო.[75] გამოსვლისთანავე, „ჯენტლმენების შეთანხმება“ მოიწონეს როგორც გამბედაობისა და ხარისხის გამო;[76][77] პეკის შესრულება ბევრმა კრიტიკოსმა ძალიან დადებითად შეაფასა, როგორც გამოსვლისთანავე, ასევე ბოლო წლებში.[77][76][72][78][79] ბოლო ხანებში, კრიტიკოსებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს პეკის თამაშზე და ფილმის ხარისხზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო სურათი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.[80][74][81] კინოსცენარისტი მეტ ბეილი წერდა: „ჯენტლმენების შეთანხმება“ შეიძლება ერთ დროს მნიშვნელოვანი ფილმი იყო, მაგრამ არასდროს ყოფილა კარგი ფილმი“.[82][83][84][11][72][85][79][86]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1945 | ფ | ზეციური სამეფოს გასაღები | The Keys of the Kingdom | მამა ფრანსისი |
1945 | ფ | მონუსხული | Spellbound | ჯონ ბალანტაინი |
1946 | ფ | ნუკრი | The Yearling | ეზრა ბაქსტერი |
1947 | ფ | პარადაინის საქმე | The Paradine Case | ენტონი კინი |
1947 | ფ | დიდი ცოდვილი | The Great Sinner | ფედია |
1947 | ფ | ჯენტლმენების შეთანხმება | Gentleman's Agreement | ფილიპ გრინი |
1949 | ფ | ვერტიკალური აფრენა | Twelve O'Clock High | გენერალი სავაჯი |
1953 | ფ | რომაული არდადეგები | Roman Holiday | ჯო ბრედლი |
1956 | ფ | მობი დიკი | Moby Dick | კაპიტანი აჰაბი |
1958 | ფ | დიდი ქვეყანა | The Big Country | ჯეიმზ მაკ-კი |
1962 | ფ | შიში კონცხი | Cape Fear | სემ ბოუდენი |
1962 | ფ | ნუ მოკლავ ჯაფარას | To Kill a Mockingbird | ატიკუს ფინჩი |
1963 | ფ | კაპიტანი ნიუმენი | Captain Newman, M.D | კაპიტანი ნიუმენი |
1966 | ფ | არაბესკა | Arabesque | პროფესორი დევიდ პოლოკი |
1969 | ფ | მაკენას ოქრო | Mackenna's Gold | მაკენა |
1977 | ფ | მაკართური | MacArthur | დაგლას მაკართური |
1978 | ფ | ბიჭები ბრაზილიიდან | The Boys from Brazil | ჯოზეფ მენგელე |
1991 | ფ | შიში კონცხი | Cape Fear | ლი ჰილერი |
1998 | ფ | მობი დიკი | Moby Dick | მამა მაპლი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გრეგორი პეკი ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- გრეგორი პეკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fishgall, Gary (2002), Gregory Peck: A Biography, New York: Simon & Schuster, ISBN 0-684-85290-X, https://books.google.com/books?id=NJId3XPaeR0C
- Freedland, Michael (1980), Gregory Peck: A Biography, New York: W. Morrow, ISBN 0-688-03619-8, https://books.google.com/books?id=TnxZAAAAMAAJ
- Haney, Lynn (2005), Gregory Peck: A Charmed Life, New York: Da Capo Press, ISBN 1-861-05824-1, https://books.google.com/books?id=9MbEOmfg4PcC
- McGilligan, Patrick (2004), Alfred Hitchcock: A Life in Darkness and Light, New York: HarperCollins Publishers Inc.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ How to Get to La Jolla Cove | La Jolla Cove Directions (September 14, 2017).
- ↑ Gregory Peck obituary en (June 14, 2003).
- ↑ Freedland 1980, p. 10.
- ↑ United States Census records for La Jolla, California 1910
- ↑ United States Census records for St. Louis, Missouri – 1860, 1870, 1880, 1900, 1910
- ↑ Bergan, Ronald (June 13, 2003). „Gregory Peck obituary“. The Guardian.
- ↑ Freedland 1980, pp. 12–18.
- ↑ Fishgall 2002, pp. 36–37.
- ↑ Thomas, Tony. Gregory Peck. Pyramid Publications, 1977, p. 16
- ↑ 10.0 10.1 02.21.96 - >'Just One of the Guys'.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 Monush, Barry (2003). The Encyclopedia of Hollywood Film Actors. New York: Applause Theatre and Cinema Books, გვ. 589. ISBN 1-557-83551-9.
- ↑ "Gregory Peck comes home", Berkeley Magazine, Summer 1996. Berkeley.edu (July 4, 2000).
- ↑ Freedland 1980, p. 35.
- ↑ "Gregory Peck Returns to Theatre Roots in Virginia Mountains", Playbill, June 29, 1998
- ↑ Tad Mosel, Leading Lady: The World and Theatre of Katharine Cornell, Boston: Little, Brown & Co. 1978
- ↑ The Valley of Decision (1945).
- ↑ Welton Jones. "Gregory Peck", The San Diego Union-Tribune, April 5, 1998.
- ↑ Vintage Magazine: Gregory Peck interview + Badlands.
- ↑ 19.0 19.1 19.2 Thomson, David (London, 1994) "A Biographical Dictionary of Film", Martin Secker and Warburg Ltd., pg. 576.
- ↑ 20.0 20.1 Days of Glory (1944) - Articles - TCM.com.
- ↑ Days Of Glory.
- ↑ Days of Glory (1944) - Jacques Tourneur | Synopsis, Characteristics, Moods, Themes and Related.
- ↑ Gregory Peck Dead At 87 (June 12, 2003).
- ↑ 24.0 24.1 Adrian Turner (June 14, 2003). „News > Obituaries | Gregory Peck“. The Independent. ციტირების თარიღი: November 29, 2019.
- ↑ The Keys of the Kingdom. Variety (December 31, 1944).
- ↑ Greg Orypeck. (May 31, 2018) The Keys of the Kingdom (1947) starring Gregory Peck and Thomas Mitchell. Classic Film Freak. ციტირების თარიღი: October 8, 2019
- ↑ 27.0 27.1 Kinn, Gail, and Jim Plazza (New York, 2000) "The Academy Awards: The Complete History of Oscar", Black Dog and Leventhal Publishers, pg. 92.
- ↑ says, Cogerson. (April 9, 2017) 1944 Top Grossing Movies | Ultimate Movie Rankings.
- ↑ The Keys of the Kingdom (1945) - Articles - TCM.com.
- ↑ McGilligan 2004, p. 357.
- ↑ The Keys of the Kingdom – review | cast and crew, movie star rating and where to watch film on TV and online. ციტირების თარიღი: November 22, 2019
- ↑ The Keys of the Kingdom (1944) - John M. Stahl | Review | AllMovie.
- ↑ 33.0 33.1 Crowther, Bosley (May 4, 1945). „The Screen in Review; 'The Valley of Decision,' With Greer Carson and Gregory Peck, Makes Its Appearance at the Radio City Music Hall Judy Garland Seen in 'The Clock' at Capitol--Other New Films Are Offered at the Palace and at Loew's State Theatre At the Capitol At the Palace At Loew's State“. The New York Times.
- ↑ The Valley of Decision (1945) - Tay Garnett | Synopsis, Characteristics, Moods, Themes and Related.
- ↑ The Valley of Decision. Variety (January 1, 1945).
- ↑ 36.0 36.1 36.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისauto19
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 37.0 37.1 Fox, Ken, Ed Grant, Jo Imeson, Andrew Joseph and Maitland McDonaugh, Eds. (New York, 1998) "The Movie Guide", Berkley Publishing Group, pg. 645.
- ↑ The Paradine Case (1948).
- ↑ McGilligan 2004, p. 360.
- ↑ Haney 2005, p. 23.
- ↑ 41.0 41.1 Crowther, Bosley (November 2, 1945). „Tide Screen In Review; 'Spellbound,' a Psychological Hit Starring Ingrid Bergman and Gregory Peck, Opens at Astor--Hitchcock Director Dangerous Partners,' a Surprise Package Featuring Craig and Hasso, Is Intriguing Film by M-G-M Now at Loew's State“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 29, 2021.
- ↑ Spellbound. Variety (January 1, 1945).
- ↑ McGilligan 2004, p. 379quoting Newsweek
- ↑ 44.0 44.1 Spellbound (1945).
- ↑ Gebert, Michael (New York, 1996) "The Encyclopedia of Movie Awards", St. Martin's Press, pg. 143.
- ↑ Tookey, Christopher (London, 1994), "The Film Critics' Film Guide", Boxtree Limited. pg. 950. quoting A.E. Wilson, The Star, England.
- ↑ Crowther, Bosley (January 24, 1947). „'The Yearling', Based on Novel by Marjorie Rawlings, Opens at Radio City, with Claude Jarman Jr. in Role of Jody“. The New York Times.
- ↑ Gebert, Michael (New York, 1996), "The Encyclopedia of Movie Awards", St. Martin's Press, pg. 143.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისMaltin, Leonard 2005
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Jardine, Dan. The Yearling (1946). ციტირების თარიღი: July 29, 2021
- ↑ The Yearling – review | cast and crew, movie star rating and where to watch film on TV and online. ციტირების თარიღი: November 22, 2019
- ↑ 52.0 52.1 Duel in the Sun (1947) – Articles – TCM.com.
- ↑ 53.0 53.1 53.2 Duel In The Sun.
- ↑ Thomson, David (London, 1994) "A Biographical Dictionary of Film", Martin Secker and Warburg Ltd., pg. 577.
- ↑ Duel in the Sun (September 10, 2012).
- ↑ Bergen, Ronald (London: 2004) in "501 Must-See Movies", Bounty Books.
- ↑ Grimes, William. (June 13, 2003) Gregory Peck Is Dead at 87; Film Roles Had Moral Fiber. The New York Times. ციტირების თარიღი: July 29, 2021
- ↑ Fox, Ken, Ed Grant, Jo Imeson, Andrew Joseph and Maitland McDonaugh, Eds. (New York, 1998) "The Movie Guide", Berkley Publishing Group, pg. 183.
- ↑ 59.0 59.1 Tookey, Christopher (London, 1994), "The Film Critics' Film Guide", Boxtree Limited. pg. 214.
- ↑ Duel in the Sun (1947) - Articles - TCM.com.
- ↑ Duel in the Sun (1947) - Notes - TCM.com.
- ↑ Kay, Eddie Dorman (New York, 1990). "Box Office Champs: The Most Popular Movies from the Last 50 Years", M & M Books, pg. 39.
- ↑ Tookey, Christopher (London, 1994), "The Film Critics' Film Guide", Boxtree Limited. pg. 215. quoting Stephen Watts, Sunday Times.
- ↑ Duel in the Sun. Variety (January 1, 1946).
- ↑ 65.0 65.1 Crowther, Bosley (May 8, 1947). „'Duel in the Sun,' Selznick's Lavish Western That Stars Jennifer Jones, Gregory Peck, Opens at Loew's Theatres“. The New York Times.
- ↑ Gregory Peck: 10 essential films (April 5, 2016).
- ↑ Playhouse Highlights. La Jolla Playhouse. ციტირების თარიღი: March 19, 2013
- ↑ The Macomber Affair (January 1, 1947).
- ↑ 69.0 69.1 The Macomber Affair (1947) – Articles – TCM.com.
- ↑ Crowther, Bosley (April 21, 1947). „' The Macomber Affair,' a Film With Joan Bennett, Gregory Peck and Robert Preston, Has Premiere at Globe Theatre“. The New York Times.
- ↑ Fox, Ken, Ed Grant, Jo Imeson, Andrew Joseph and Maitland McDonaugh, Eds. (New York, 1998) "The Movie Guide", Berkley Publishing Group. pg. 241.
- ↑ 72.0 72.1 72.2 Gentleman's Agreement.
- ↑ Fox, Ken, Ed Grant, Jo Imeson, Andrew Joseph and Maitland McDonaugh, Eds. (New York, 1998) "The Movie Guide", Berkley Publishing Group.
- ↑ 74.0 74.1 Gebert, Michael (New York, 1996), "The Encyclopedia of Movie Awards", St. Martin's Press.
- ↑ Ebert, Roger. (December 14, 2012) Gregory Peck conveyed courage of his convictions as he bravely tackled challenging roles | Interviews | Roger Ebert.
- ↑ 76.0 76.1 Morrison, Hobe. Gentleman's Agreement (November 12, 1947).
- ↑ 77.0 77.1 Crowther, Bosley (November 12, 1947). „' Gentleman's Agreement,' Study of Anti-Semitism, Is Feature at Mayfair -- Gregory Peck Plays Writer Acting as Jew“. The New York Times.
- ↑ Gentleman's Agreement (1947) - Elia Kazan | Review.
- ↑ 79.0 79.1 Gentleman's Agreement – review | cast and crew, movie star rating and where to watch film on TV and online. ციტირების თარიღი: November 22, 2019
- ↑ Tookey, Christopher (London, 1994), "The Film Critics' Film Guide", Boxtree Limited.
- ↑ Gentleman's Agreement (September 10, 2012).
- ↑ Walsh, Matt. (July 11, 2004) Gentlemen's Agreement. ციტატა: „Peck 'is a little too earnest ...' and '... this film is interesting as a historical curiosity ... but holds little appeal for most.'“ ციტირების თარიღი: July 29, 2021
- ↑ Tookey, Christopher (London, 1994), "The Film Critics' Film Guide", Boxtree Limited. pg. 294. quoting George Aachen and John Howard Reid.
- ↑ Gilliam, Richard. Gentleman's Agreement (1947). ციტატა: „most likely because it was breaking new ground with small and deliberate steps, Gentleman's Agreement does not play well today. The characters are one-dimensional and do the sorts of thing you could easily predict they would do.“ ციტირების თარიღი: July 29, 2021
- ↑ Gentleman's Agreement (1948) - Articles - TCM.com.
- ↑ Bradshaw, Peter. (February 15, 2017) My favorite best picture Oscar winner: Gentleman's Agreement. The Guardian.
|