შინაარსზე გადასვლა

პიტერ ფინჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტერ ფინჩი

ფინჩი 1955 წელს
დაბადების სახელი ფრედერიკ ჯორჯ პიტერ ინგლ ფინჩი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1916
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1977 (60 წლის)
ბევერლი ჰილზი, აშშ
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1934-1977
ჯილდოები ოსკარი, BAFTA (5), ოქროს გლობუსი

პიტერ ფინჩი (ინგლ. Peter Finch), დაბადების სახელი ფრედერიკ ჯორჯ პიტერ ინგლ ფინჩი (ინგლ. Frederick George Peter Ingle Finch;[1] დ. 28 სექტემბერი, 1916, ლონდონი — გ. 14 იანვარი, 1977, ბევერლი ჰილზი) — ინგლისში დაბადებული ავსტრალიელი კინოსა და თეატრის მსახიობი.[2][3]

დაიბადა 1916 წლის 28 სექტემბერს ლონდონში. 1926 წელს საცხორებლად გადავიდა ავსტრალიაში. სკოლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ გაზეთ „The Sun“-ში დაიწყო მუშაობა. 1933 წელს მიიღო პირველი როლი სპექტაკლში „Caprice“.[4] პარალელურად იგი მუშაობდა რადიოში. მისი დებიუტი კინოში შედგა 1935 წელს, კონკიას ზღაპარზე დაფუძნებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჯადოსნური ფეხსაცმელი“ (ინგლ. The Magic Shoes). 1938 წელს მონაწილეობა მიიღო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „Dad and Dave Come to Town“, ამას მოჰყვა როლები ფილმებში „Mr. Chedworth Steps Out“ (1939) და „The Power and the Glory“ (1941).

1941 წლის 2 ივნისს ავსტრალიის არმიაში ჩაირიცხა.[5] ომის პერიოდში მას ნება დართეს, ემუშავა რადიოში, თეატრსა და კინოში. 1942-1944 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე პროპაგანდისტულ საომარ ფილმში. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ კინოკარიერას მიჰყო ხელი, ხოლო 1948 წელს დატოვა ავსტრალია და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგ ფილმებში.

მისი კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელია ჰაუარდ ბილის როლი 1976 წლის ფილმში „ქსელი“ (1976).[3] იმავე წელს უკანასკნელად განასახიერა ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის იცხაკ რაბინის როლი ტელეფილმში „რეიდი ენტებეზე“. პიტერ ფინჩი 1977 წლის 14 ნოემბერს, ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.[6] დაკრძალულია ჰოლივუდში.[3]

პიტერ ფინჩს მიღებული აქვს რიგი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის — ოსკარის (სიკვდილის შემდგომ),[7][8] ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და BAFTA-ს ხუთი ჯილდო.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1935ჯადოსნური ფეხსაცმელიThe Magic Shoesპრინცი ჩერმინგი
1938მამა და დეივი მოდიან ქალაქშიDad and Dave Come to Townბილ რაიანი
1939Mr. Chedworth Steps Outართურ ჯეიკობსი
1941სანამ დრო არისWhile There is Still Timeჯიმი
1941ძალა და დიდებაThe Power and the Gloryფრენკ მილერი
1942მორიგი ბარიერიAnother Threshold
1943წყნაროკეანური სამხრეთ-დასავლეთიSouth West PacificRAAF-ის პილოტი
1943ეს ვარსკვლავები ჩემიაThese Stars Are Mineრეინოლდსი
1944ტორბრუკის ვირთხებიThe Rats of Tobrukპიტერ ლინტონი
1946შვილი დაიბადაA Son Is Bornპოლ გრეჰემი
1948დილის წითელი მზეRed Sky at Morningმაიკლი
1949Eureka Stockadeჰამფრი
1949Train of Eventsფილიპ მეისონი
1950ხის ცხენიThe Wooden Horseავსტრალიელი ჰოსპიტალში
1950მინივერის ისტორიაThe Miniver Storyპოლონელი ოფიცერი
1952რობინ ჰუდისა და მხიარული მამაკაცების ისტორიაThe Story of Robin Hood and His Merrie Menშერიფი ნოტინგემიდან
1953გილბერტისა და სალივანის ისტორიაThe Story of Gilbert and Sullivanრიჩარდ დ'ოილი კარტი
1953The Heart of the Matterმამა რენკი
1954სპილოების ბილიკიElephant Walkჯონ უილი
1954მამა ბრაუნიFather Brownფლამბო
1954გამიკეთე შემოთავაზებაMake Me an Offerჩარლი
1955ბნელი შურისმაძიებელიThe Dark Avengerგრაფ დევილი
1955ჯოზეფინა და მამაკაციJosephine and Menდევიდ ჰიუერი
1955საიმონი და ლაურაSimon and Lauraსაიმონ ფოსტერი
1955Passage Homeლაკი რაილენდი
1956 ალისას მსგავსი ქალაქი A Town Like Aliceჯო ჰერმანი
1956რივერ-პლეიტის ბრძოლაThe Battle of the River Plateკაპიტანი ლანგსდორფი,
ადმირალი შპეე
1957შირალიThe Shiraleeჯიმ მაკოლეი
1957 უინდომის გზა Windom's Wayალეკ უინდომი
1957Robbery Under Armsკაპიტანი სტარლაიტი
1959ოპერაცია ამსტერდამიOperation Amsterdamიენ სმითი
1959 ისტორია მონაზონზე The Nun's Storyდოქტორი ფორტუნატი
1960მოტაცებულიKidnappedალან ბრეკ სტიუარტი
1960 ოსკარ უაილდის პროცესი The Trials of Oscar Wildeოსკარ უაილდი
1961რეიჩელ კეიდი ცოდვებიThe Sins of Rachel Cadeპოლკოვნიკი ჰენრი დეროუდი
1961 არ არის სიყვარული ჯონისთვის No Love for Johnnieჯონი ბირნი
1962I Thank a Foolსტივენ დეინი
1963დილის სიგრილეშიIn the Cool of the Dayმარი ლოგანი
1964 გოგრის მჭამელი The Pumpkin Eaterჯეიკ ერმიტაჟი
1964გოგონა მწვანე თვალებითGirl with Green Eyesიუჯინ გალარდი
1964პირველი ადამიანები მთვარეზეFirst Men in the Moonდამხმარე
1965ფენიქსის აფრენაThe Flight of the Phoenixკაპიტანი ჰარისი
1966 ჯუდითი Judith აარონ სტელინი
1966ზაფხული, თერთმეტის ნახევარზე10:30 P.M. Summerპოლი
1967Come Spy with Meკამეო გამოჩენა
1967გადარეული ბრბოსაგან შორსFar from the Madding Crowdუილიამ ბოლდვუდი
1968ლეგენდა ლაილა კლერზეThe Legend of Lylah Clareლუის ზარკენი
1969 წითელი კარავი Красная палатка უმბერტო ნობილე
1969The Greatest Mother of Them Allშონ ჰაუარდი
1971 კვირა, დაწყევლილი კვირა Sunday Bloody Sunday დოქტორი დენიელ ჰირში
1972Something to Hideჰარი ფილდი
1973 დაკარგული ჰორიზონტი Lost Horizonრიჩარდ კონვეი
1973Bequest to the Nationჰორაციო ნელსონი
1973ინგლისმა შემქმნა მეEngland Made Meერიკ კრო
1974The Abdicationკარდინალი აცოლინო
1976 ქსელი Networkჰაუარდ ბილი
1976ტფრეიდი ენტებეზეRaid on Entebbeიცხაკ რაბინი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პიტერ ფინჩი

  1. Index entry. FreeBMD. ONS. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2011.
  2. Obituary Variety Obituaries, 19 იანვარი, 1977, p. 94.
  3. 1 2 3 Finch, Frederick George Peter Ingle (1916–1977). Australian Dictionary of Biography Online Edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2008.
  4. „The Repertory Theatre“. The Sydney Morning Herald. 16 დეკემბერი, 1933. p. 8. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2012 წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. World War II Nominal Roll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-28. ციტირების თარიღი: 2020-09-20.
  6. "Actor Peter Finch, 60, Starring in 'Network,' Dies", The Washington Post, 15 იანვარი, 1977
  7. ABC Eyewitness News; 23 თებერვალი, 2009; Midnight broadcast
  8. 'Slumdog Millionaire' fulfills its Oscar destiny. TODAY.com.