თენგიზ გიორგაძე (მოჭადრაკე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

თენგიზ შალვას ძე გიორგაძე (დ. 1 აპრილი, 1925, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო არბიტრი (1972), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტერატორი და ისტორიკოსი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1976), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1981), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (2002). ეროვნული ოსტატი (1994), პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2004), პროფესორი (2005).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა თსუ. თბილისის ჩემპიონი (1953), სსრკ საპატიო მსაჯი (1985), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი (1994, 1996, 1998), 1948 წლიდან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი (1948–2000), სსრკ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი (1972–1975), გაზეთ „ლელოს“ ჭადრაკის განყოფილების გამგე (1950-1984), საჭადრაკო გაზეთ „მერანის“ პირველი რედაქტორი (1984-1987), ყოველთვიური ჟურნალ „ჭადრაკის სამყაროს“ მთ. რედაქტორი (1997–2000), საქტელეჭადრაკის ჟურნალის „სამორინეს“ წამყვანი და ავტორი (1968–1996), საქართველოს ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიაში ჭადრაკის სპეციალიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1977) და პედაგოგი. გამოცემული აქვს 50-მდე წიგნი, მ. შ.: "ქართული ჭადრაკის მატიანე" (სამტომეული, 1995, 1997, 2000), მონოგრაფიები: „თამაშობს ანდრია დადიანი“ (1972), „ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა“ (1985), „ჩვენი ნონა“ (1992), „ჭადრაკის ანბანი“ (1965, 1974, 1983, 1999), 10 წიგნი, მიძღვნილი ქალთა მსოფლიო პირველობის მატჩებისადმი (1963–1989) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა (1999) და სეოკის პრემიებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]