გიორგი გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1964 (1964-10-10) (59 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი

გიორგი გელას ძე გიორგაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1964, თბილისი, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1993). სსრკ სპორტის ოსტატი (1982), საერთაშორისო ოსტატი (1989).

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გიორგაძის პირველი მწვრთნელი იყო დავით ჩირაძე (ქუთაისი). 1982 და 1988 წლებში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. იყო სსრკ ჩემპიონატის ფინალისტი (1989), მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევროპის გუნდური პირველობების (1992, 1997) მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. იყო გარი კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). 2008 წლიდან არჩეულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი (2001), „სპორტის რაინდის” საპატიო წოდება (2014). გიორგაძე ავტორია წიგნისა „ცხოვრება ჭადრაკით” (თბილისი, 2014).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]