გავლაზე აყვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანიმაცია 1

გავლაზე აყვანაჭადრაკში მოწინააღმდეგის იმ პაიკის აყვანა, რომელიც საწყისი პოზიციიდან დაწინაურებულია ორი უჯრით და დგას მეორე მხარის პაიკის გვერდით (ერთ ჰორიზონტალზე). საჭადრაკო პრაქტიკაში ეს წესი შემოღებულია XV საუკუნის ბოლოს. მოქმედებს მხოლოდ საპასუხო სვლისას (სხვა სვლის გაკეთების შემდეგ გავლაზე აყვანა აღარ დაიშვება): ამ დროს მოწინააღმდეგის პაიკი აჰყავთ ისე, რომ თითქოს ის მანამდე წინ გადმოვიდა არა 2 სვლით, არამედ 1-ით. მაგალითად, შავების d7—d5 სვლის დროს, f5 უჯრაზე მდგომ თეთრ პაიკს შეუძლია აიყვანოს იგი გავლაზე (f5xd6) [იხ. ანიმაცია 1]. გავლაზე აყვანა გამოიყენება პოზიციური უპირატესობის მოსაპოვებელი ბრძოლის რიგ შემთხვევებში [იხ. ანიმაცია 2].[1]


ანიმაცია 2

1. d4 Nf6 2.c4 g6 3. g3 Bg7 4. Bg2 d6 5. Nc3 0-0 6. Nf3 c5 7. d5 Na6 8. 0-0 Nc7 9. a4 Rb8 10. e4 a6 {განიზრახავს b7—b5 სვლას} 11. a5! b5 12. a5xb6 {შავების მიერ პაიკების ჯაჭვის ელასტიურობის დაკარგვის გამო თამაში გრძელდება თეთრების უკეთესი პერსპექტივებით}

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Взятие на проходе // Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 60.