რაჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინარის სამთავროს მაჰარაჯა, 1870წ.

რაჯა (სანსკ.राज, — „მმართველი“) — მემამულის, ბატონის, თავადის ან მეფის ინდური ტიტული. თანამედროვე ინდურ ენებზე და პირველ რიგში, ჰინდიზე, უმეტესად წარმოითქმება ბოლოკიდური „ა“ ასოს გარეშე. ჩანს, ეს მომდინარეობს სანსკრიტული ფესვიდან „rāj“. მნიშვნელობით იგივეა, რაც რაიმეს სათავეში მყოფი. აგრეთვე, ნიშნავს „ნათებას“, „ბრწყინვალებას“.

სიტყვა გავრჩელებულია აზიის ქვეყნების რიგ ხალხებში, რომლებიც განიცდიდნენ ინდული კულტურის ზეგავლენას. მაგ: ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდში და სხ.

კოლონიურ პერიოდში ტიტულ რაჯას ან მაჰარაჯას (ესე იგი „დიდი თავადი“) ატარებდნენ სამთავროების უმრავლესობის მემკვიდრეობითი მმართველები, რომლებიც შედიოდნენ ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში ან უშუალოდ ემორჩილებოდნენ ბრიტანეთის გვირგვინის მმრთველობას. დამოუკიდებლობის მიღებისას ინდოეთის ტერიტორიაზე 600-ზე მეტი სამთავრო იყო. მათ შორის არსებობდა მრალი დიდი, როგორც ტერიტორიით ასევე, მოსახელობის რიცხოვნობით (მაგ: ჰაიდარაბადის, გვალიორის, უდაიპურის და სხ.) სამთავრო, ასევე, ძალიან პატარები.

მდედრობითი სქესის ტიტული ჟღერდა, როგორც რანი, ან მაჰარანი.

ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებში — ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში — რაჯების შთამომავლები მოკლებული არიან ყველა პრივილეგიას, მხოლოდ უმრავლეს შემთხვევაში ინარჩუნებენ საკუთარ ტრადიციულ ტიტულს. 1950-1970 წლებში რაჯების მნიშვნელოვანი ქონება იქნა ნაციონალიზებული.

მალაიზიაში დღეისათვის რაჯას ტიტულს ატარებს 10 მონარქიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიდან ზოგიერთის მმართველი. ეს მონარქიები მალაიზიის ფედერაციის სუბიექტება.

თანამედროვე ინდონეზიის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახელმწიფოების მმართველების მიერ ტიტული უძველესი დროიდან ფართოდ გამოიყენებოდა, თუმცა XIII-XVI სს. ამ მიწებზე ისლამისა და არაბული ლექსიკის გავრცელების სემდეგ რაჯას ტიტული შეიცვალა სულთნის ტიტულით. მიუხედავად ამისა, დღემდე მრავალი გავლენიანი ტომისა თუ ტომთა გაერთიანების ბელადს კვლავ უწოდებენ რაჯას. 9განსაკუთრებით, მცირე ზონდის კუნძულებზე). ამასთან, თანამედროვე ინდონეზიურ ენაში ტერმინი „რაჯა“ სრულად ინარჩუნებს თავის პირვანდელ მნიშვნელობას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Derrett, J.D.M. "Rajadharma." In The Journal of Asian Studies, Vol. 35, No. 4 (Aug., 1976), pp. 597–609
  • Drekmeier, Charles. Kingship and Community in Early India. Stanford: Stanford UP, 1962.
  • Kane, Pandurang Vaman. 1968. History of Dharmaśāstra: (ancient and Mediæval Religious and Civil Law In India). [2d ed.] rev. and enl. Poona: Bhandarkar Oriental Research Institute.
  • Lariviere, Richard W. 1989. "The Naradasmrti." University of Pennsylvania Studies on South Asia.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რაჯა&oldid=3356388“-დან