შინაარსზე გადასვლა

წეროსწვივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წეროსწვივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  წეროსწვივა
სახეობა:  წეროსწვივა
ლათინური სახელი
Macrolepiota procera (Scop.) Singer, 1948

წეროსწვივა, წერეწო (ლათ. Macrolepiota procera) — სოკოს სახეობა წეროსწვივას გვარისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. როგორც წესი საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ქუდი, ფეხი უხეშია, რომელსაც ახმობენ და ხმარობენ სანელებელად. იზრდება ერთეულებად ან არამჭიდრო ჯგუფებად ქვიშიან ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მდელოებზე და ა.შ., ივნისიდან ნოემბრამდე.

სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს როგორც Agaricus procerus,[1] ხოლო მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1948 წელს.[2]

  • Agaricus procerus Scop., 1772 basionym
  • Agaricus antiquatus Batsch, 1783
  • Lepiota procera (Scop.) Gray, 1821
  • Amanita procera (Scop.) Fr., 1836
  • Mastocephalus procerus (Scop.) Pat., 1900
  • Leucocoprinus procerus (Scop.) Pat. (1900)
  • Lepiotophyllum procerum (Scop.) Locq. (1942)
ახალგაზრდა წეროსწვივები

ქუდის დიამეტრი — 20-35 სმ, თავდაპირველად სფეროსებრი, შემდგომში ფართოკონუსური, გაშლილი და ქოლგისებრი. ცენტრში ხშირად ახასიათებს მუქი მომრგვალო ბორცვაკი. კანი რადიალურ-ბიჭკოვანია, მოყავისფრო-ნაცრისფერი, დაფარულია მუქი ყავისფერი კუთხოვანი ქერცლებით, რომლებიც ადვილად სძვრება.

ქუდის რბილობი ფხვიერ-ხორციანია, მოგვიანებით შედარებით მყარი, თეთრი. გაჭრისას ფერს არ იცვლის. სოკოსთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნითა და თხილის გემოთი.

სოკოს ფეხის სიგრძე — 10-30 (40 სმ-მდე) სმ, სისქე — 1-2 (4 სმ-მდე) სმ, ცილინდრული, ფუყე, უხეშბოჭკოვანი, ძირისკენ სფეროსებრი გამსხვილებით, ადვილად სცილდება ქუდს. ნორჩი სოკოების ფეხის ზედაპირი ერთტონში ყავისფერია, მოგვიანებით ღია მურა, დაფარულია კონცენტრულად განწყობილი მურა ბოჭკოვანი ქერცლებით.[3] ხშირად განთავსებული რგოლებით, რის შედეგადაც სოკოს ფეხი გრძივზოლიანი ან გველის ტყავისმაგვარი ჩანს.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, სისქე — 2 სმ-მდე, ფეხთან ვიწროვდება, ადვილად სცილდება ქუდს, თავისუფალი, თეთრი, ხშირი, ასაკთან ერთად იღებს ჩალისფერ ან კრემისფერ შეფერილობას. ფეხთან ახლოს ქმნის თხელ ხრტილისმაგვარ კოლარიუმს.

საბურველის ნარჩენები: საყელო აპკისებრი, ფართო, ზემოდან თეთრი, ქვემოდან მომურო, გაორებული კიდით, საყელო მოძრავია ფეხის მიმართ.[3] ვოლვის გარეშე.

სპორების მტვერი თეთრი ან კრემისფერი. სპორები — (15—20)×(10—13) მკმ,[4] ელიფსისებრი, გლუვი, ფსევდოამილოიდური, მეტაქრომატული. გააჩნია გაღვივების დრო, შემცველობა ფლუორესცირებს.

ფირფიტების ტრამა სწორი, 7-15 მკმ-ის ცილინდრული თხელკანიანი ჰიფებით, უფერო, დამჭერებით.

ქუდის ქერცლების ჰიფების ზომა 150-400×8-10 მკმ, გლუვი, სხვადასხვა ფორმის: ძაფისმაგვარი, რგოლისმაგვარი ან ლანცეტისმაგვარი, ჩვეულებრივ გადაგრეხილი და იშვიათად შორდებიან ქუდს ვერტიკალურად. ფეხის ქერცლის ჰიფები აგებულებით მსგავსია, მაგრამ ძირითადად შეგროვებულია კონებად.

ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, თხელკდელიანი, ქინძისთავისმაგვარი, 35-45×14-16 მკმ, სტერიგმების სიგრძე — 4,5-6 მკმ.

ჰეილოცისტიდები — თხელკდელიანი, უფერული, სხვადასხვა ფორმის, 30-55×12-20 მკმ, გააჩნია კაულოცისტიდები.

კვებითი ღირებულება და გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. როგორც წესი საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ქუდი. გამოიყენება უმი სახითაც სალათებსა და ბუტერბროდებში. ასევე შესაძლებელია სოკოს გაყინვა დანაწევრებული და შემდგომში ბლანშირებული სახით. სოკოს ფეხი უხეშია, რომელსაც ახმობენ და ფხვნილის სახით ხმარობენ წვნიანებში.

როგორც ცნობილია, წეროსწვივა შეიცავს გლიცერინს, მანიტს, გლუკოზას, ტრეგალოზასა და 20-მდე ამინომჟავებს. აგრეთვე შეიცავს რამდენიმე ანტიოქსიდანტს. გარდა ამისა, მას გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება და ავლენს ანტიბიოტიკურ აქტივობას გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ.[5] სოკო აგრეთვე შეიცავს სხვადასხვა ანტიოქსიდანტებს.[6]

საკვები სოკოები
  • Macrolepiota gracilenta და მისი მსგავსი სახეობები მცირე ზომისაა.
  • Chlorophyllum rhacodes — მცირე ზომისაა, რბილობი წითლდება.
შხამიანი სოკოები
  • Chlorophyllum molybdites — გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზომით პატარაა, ხელის დაჭერისას რბილობი იღებს წითელ-ყავისფერ შეფერილობას, სპორების ფხვნილი ზეთისხილისფერ-მწვანე.
  • Chlorophyllum brunneum — მცირე ზომისაა, რბილობი უწითლდება.
საკვები
შხამიანი

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია,[7] იზრდება ერთეულებად ან არამჭიდრო ჯგუფებად ქვიშიან ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მდელოებზე, გაჩეხილ, გაკაფულ და განაპირა ადგილებზე; გვხვდება ღია ბალახოვან ადგილებში, მინდვრებში, ბოსტნებსა და სკვერებში. ზოგჯერ ქმნის რიგებს ან „ქაჯის წრეებს“.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებშიევროპა, აზია (თურქეთი, ირანი, სამხრეთი კავკასია, ინდოეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, მონღოლეთი, ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი, იაპონია), ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა (ჩილე), ავსტრალია, აფრიკა (ალჟირი, მაროკო, კენია, ზაირი), აგრეთვე — კუბის კუნძულები სოლომონის კუნძულები, მადაგასკარი და შრი-ლანკა.

სეზონი — ივნისიდან ნოემბრამდე.

ადგილობრივი სახელწოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წეროსწვივას სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:[8]

  • Вассер С. П., Флора грибов Украины. Агариковые грибы, К.: „Наукова думка“, 1980. — 293—295, 52 გვ.
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин, М., 2001. — 66 გვ, ISBN 5-17-009961-4.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 165. — ISBN 5-17-020333-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 260. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Scopoli JA. (1772). Flora carniolica, 2 (la), Vienna: K.P. Krause, გვ. 441. 
  2. Singer R. (1948). „New and interesting species of Basidiomycetes. II“. Papers of the Michigan Academy of Sciences. 32: 103–150 (see p. 141).
  3. 3.0 3.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 150, ISBN 99940-856-1-1.
  4. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda (1985). Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL. ISBN 83-09-00714-0. 
  5. (en) M. A. B. Coletto et B. Striano, Antibiotic activity in Basidiomycetes. XIII. Antibiotic activity of mycelia and cultural filtrates : Journal Allionia, vol. 37, Science and Health Taylor & Francis, mars 2005 (ISSN 0065-6429, présentation en ligne [archive]), p. 253-255
  6. (en) Isabel Ferreira, Antioxidants in Wild Mushrooms, vol. 16, t. 12, Current Medicinal Chemistry, Bentham Science Publishers, 2009, 18 p. (présentation en ligne [archive]), p. 1543-1560
  7. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków. ISBN 83-89648-09-1. 
  8. Macrolepiota procera (Scop.) Singer. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2021.