ელიას მაგნუს ფრისი
ელიას მაგნუს ფრისი (შვედ. Elias Magnus Fries; დ. 15 აგვისტო, 1794 — გ. 8 თებერვალი, 1878) — შვედი ბოტანიკოსი და მიკოლოგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიისა და ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი. ხშირად „მიკოლოგიის მამად“ მოიხსენიებენ.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Fr.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიაბადა 1794 წლის 15 აგვისტოს მღვდლის ოჯახში.[23] განათლება მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში. 1814 წელს მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება.
1834 წელს გახდა უფსალის უნივერსიტეტის პრაქტიკული ეკონომიკის პროფესორი, 1851 წელს იმავე უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი, ამავე დროს დაინიშნა მუზეუმისა და ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1853 წელს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობდა დაიაკავა.[24] 1847 წელს აირჩეულ იქნა შვედეთის აკადემიკოსად,[25] 1849 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრად,[26] 1850 წელს კი — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრ-კორესპონდენტად.[27].
1859 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა უფსალაში.[25] იგი აგრეთვე ცნობილი იყო როგორც კარგი ორატორი და ლათინური ენის სამაგალითო მცოდნე.
ფრისი მოღვაწეობდა ბოტანიკის ყველა დარგში; მისი ნაშრომი „Systema orbis vege tabilis“ (1825) იმ პერიოდის კლასიკური ნამუშევარია.
იგი განსაკუთრებით ცნობილია მიკოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის. (სოკოების სისტემატიკის ერთ-ერთი დამაარსებელია). გამოცემული აქვს რიგი ნაშრომები: „Observationes mycologicae“ (1815—1818, მეორე გამოცემა 1828 წ.), „Systema Mycologicum“ (1821—1830), „Elenchus fungorum“ (1828) „Novae Symbolae Mycologicae“ (1851) და „Icones selectae Hymenomycetum nondum delineatorum“ (1867—1875)
სკანდინავიის ფლორას მიუძღვნა შემდეგი ნაშრომები:„Flora hallandica“ (1817); „Novitiae florae Suecciae“ (1828); „Flora Scanica“ (1836); „Summum vegetabilium Scandinaviae“ (1846—1848) და „Herbarium normale“ (1896).
მისი მრავალი მონოგრაფიიდან აღსანიშნავია „Symbolae ad historiam Hieraciarum“ (1848) „Monographia Hymenomycetarum Suecciae“ (1857—1863) და „Sveriges öltiga ochgiftiga Svanipar“ (1860).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Eriksson G. Elias M Fries — 1917. — გვ. 522.
- 1 2 Nationalencyklopedin — 1999.
- 1 2 Femsjö kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/LLA/13082/C I/2 (1755-1811), bildid: C0021370_00113, sida 208
- 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 Base biographique — BIU Santé.
- 1 2 3 4 Eriksson G. Elias M Fries — გვ. 522.
- 1 2 Uppsala domkyrkoförsamlings kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/ULA/11632/F/7 (1874-1879), bildid: 80002756_00145
- ↑ Fries, Elias Magnus — Svenskagravar.se.
- ↑ Elias Fries 1794–1878. Botaniker, mykolog — Svenska kyrkan.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119225298 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- 1 2 Bionomia — 2018.
- ↑ Elias M Fries // Svenskt biografiskt lexikon — 1917.
- ↑ Femsjö kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/LLA/13082/C I/2 (1755-1811), bildid: C0021370_00113, sida 208
- ↑ August T Almén — 1917.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 130.
- ↑ Dutch Heights — 2010.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 11 (11th ed.). Cambridge University Press. p. 229.
- ↑
რაინსი, ჯორჯ ედვინი, ed. (1920). . ენციკლოპედია ამერიკანა. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=,|HIDE_PARAMETER13=,|HIDE_PARAMETER2=,|HIDE_PARAMETER21=,|HIDE_PARAMETER8=,|HIDE_PARAMETER17=,|HIDE_PARAMETER20=,|HIDE_PARAMETER5=,|HIDE_PARAMETER7=,|HIDE_PARAMETER4=,|HIDE_PARAMETER22=,|HIDE_PARAMETER16=,|HIDE_PARAMETER19=,|HIDE_PARAMETER18=,|HIDE_PARAMETER6=,|HIDE_PARAMETER9=,|HIDE_PARAMETER10=,|HIDE_PARAMETER11=,|HIDE_PARAMETER1=,|HIDE_PARAMETER23=,|HIDE_PARAMETER14=,|HIDE_PARAMETER3=, და|HIDE_PARAMETER12=(დახმარება) - 1 2 Фриз, Элиас // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
- ↑ Book of Members, 1780–2010: Chapter F. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
- ↑ სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან
- დაბადებული 15 აგვისტო
- დაბადებული 1794
- გარდაცვლილი 8 თებერვალი
- გარდაცვლილი 1878
- ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- შვედი ბოტანიკოსები
- შვედი მიკოლოგები
- შვედეთის აკადემიის წევრები
- შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრები
- პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები