სოკოს ქუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცადამაყვანას ქუდი
ქამასოკოს ქუდი

სოკოს ქუდი (ლათ. pileus) — ქუდიანი სოკოს ნაყოფსხეულის ნაწილი. სოკოს განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ქუდის ფორმა, ზომა, ფერი და ზედაპირი.

ქუდის შიდა ნაწილს რბილობი ეწოდება: მისი ზედაპირი დაცულია თხელი კანით, ხოლო ქვედა ზედაპირზე აქვს ჰიმენოფორი სპორებიანი შრით (ჰიმენიუმი).[1] ჰიმენოფორის ტიპი (გლუვი, მილისებრი, ფირფიტებიანი და ა.შ.) აგრეთვე მნიშვნელოვანია როგორც სოკოების უმეტესი ჯგუფის, ასევე ცალკეული სახეობების დადგენისთვის.

ქუდის ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განასხვავებენ შემდეგ ძირითად ფორმებს:

გარდა ამისა, სამეცნიერო ლიტერატურაში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ქუდის ფორმების უფრო ზუსტი განსაზღვრება, თუმცა სხვადასხვა ავტორებთან ტერმინები შესაძლოა რამდენადმე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

ქუდის ზედაპირის ტიპებია: მშრალი, ლორწოვანი, ჟელატინისებრი, ბოჭკოვანი, ქეჩისებრი, ჯაგრიანი, ქერცლიანი, ფსევდოქერცლიანი, დახეთქილი და სხვა.

კიდეების ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკოს ცენტრალური ნაწილის გაგრძელებაა ქუდის კიდეები, რომლის ფორმაც, ხშირ შემთხვევაში სოკოს იმდენტიფიცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. აგრეთვე კიდეები ატარებენ ინფორმაციას ნაყოფსხეულის აგებულებისა და განვითარების შესახებ. კიდეების ფორმა ასაკთან ერთად იცვლება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф., Грибы в лесу и на столе, "Урожай", 1993. — გვ. 208, ISBN 5-337-00728-9.
  • Кутафьева Н. П., Морфология грибов, Красноярск: Изд. центр Красноярского гос. ун-та, 1999. — გვ. 106—110, 122—123, ISBN 5-7638-0161-X.
  • Дудка И. А., Вассер С. П., Справочник миколога и грибника, Киев: „Наукова думка“, 1987. — გვ. 136—137.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Moore-Landecker, E: "Fundamentals of the Fungi", page 560. Prentice Hall, 1972.