Macrolepiota mastoidea

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Macrolepiota mastoidea

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Macrolepiota mastoidea (Fr.) Singer, 1951

Macrolepiota mastoideaწეროსწვივას გვარის სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოთ და სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ აფრიკას.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება ნიადაგზე, ველობებზე, ტყისპირებში, საძოვრებზე და სხვა ღია ბალახიან ტერიტორიებზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე. იგი მეტად წააგავს მისივე გვარის წარმომადგენლებს — თეთრ წეროსწვივასა და წეროსწვივას.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს როგორც Agaricus mastoideus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1951 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus mastoideus Fr., 1821 basionym
  • Lepiota mastoidea (Fr.) P.Kumm., 1871
  • Lepiota excoriata subsp. mastoidea (Fr.) Quél., 1888
  • Leucocoprinus mastoideus (Fr.) Singer, 1939
  • Lepiotophyllum mastoideum (Fr.) Locq., 1942
  • Lepiota rickenii Velen., 1939
  • Macrolepiota rickenii (Velen.) Bellù & Lanzoni, 1937

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის — დიამეტრი 7-12 სმ, თხელხორციანი, დასაწყისში ზარისებრია, შემდგომში ფართოკონუსისებური, ნახევრადგაშლილი, ქოლგისებრამდე. ცენტრში დიდი ზომის, მკვეთრად გამოხატული ბორცვაკით. კიდეები თხელი, შეკეცილი, მოგვიანებით ხშირად ტალღისებური. ფერი — თეთრი, ცენტრში უფრო მუქია, ასაკთან ერთად ზედაპირი იბზარება და წარმოიქმნება ღია ყავისფერო ქერცლები.

რბილობი — მკვრივი, თეთრი, გაჭრისას ფერს არ იცვლის. სასიამოვნო სუნითა და თხილის რბილი გემოთი.

ფეხის სიგრძე — 7-16 სმ, სისქე — 1,5 სმ-მდე, ძალზედ მოხდენილია, ძირში ოდნავ გასქელებული. ზოგჯერ ოდნავ მოხრილი. ზედაპირი ყავისფერ-თეთრი, დაფარულია წვრილი მოყვითალო ან მოყავისფრო ქერცლებით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, თეთრი, შემდგომში კრემისფერი, ხშირი, მეტად რბილი, თანაბარი კიდეებით.

სოკოს საბურველი: ფეხზე საყელო თავდაპირველად მაღალზეა განლაგებული, ზემოთ მოთეთროა, ქვემოთ — ღია ყავისფერი, ოდნავ ფოჩიანი, განიერი, ფეხის მიმართ მოძრავი, ვოლვის გარეშე.

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — უფერული, გლუვი ელიფსისებრი, 12-16×8-9,5 მკმ, პსევდოამილოიდური, მეტაქრომატული. ფირფიტების ტრამა სწორი. ბაზიდიუმი — გურზისებრი, ოთხსპორიანი, 35-40×8-10 მკმ, სტერიგმების სიგრძე — 3,5-4 მკმ. ჰეილოცისტიდები — ბოთლისებრი ან თითისტარისებრი, თხელკედლიანი, უფერული, 30-40×12-15 მკმ.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. ფასობს ისევე როგორც მისი გვარის წარმომადგენელი წეროსწვივა. იხმარება ახალი, დაკონსერვებული და გამშრალი.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია.[3] იზრდება ნიადაგზე, ველობებზე, ტყისპირებში, საძოვრებზე და სხვა ღია ბალახიან ტერიტორიებზე, ხშირად მუხიან, წიფლიან და ფიჭვიან ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად.

გავრცელებულია ევროპაში ბრიტანეთის კუნძულებიდან რუსეთის ევროპულ ტერიტორიამდე (საფრანგეთისა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის გარდა), აზიაში (სამხრეთი კავკასია, აღმოსავლეთი ციმბირი, პრიმორიეს მხარე), ჩრდილოეთ ამერიკაში, (აშშ, მექსიკა), სამხრეთ ამერიკაში, (ბრაზილია), ავსტრალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირი, მაროკო).

სეზონი: — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вассер С.П. (1980). Флора грибов Украины. Агариковые гриби. К.: „Наукова думка“, გვ. 53, 304. 
  • (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“, გვ. 69. ISBN 5-17-009961-4. 
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 103. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. E.M. Fries (1821) , In: Syst. mycol. (Lundae) 1:20
  2. Singer (1951) , In: Lilloa 22:417
  3. Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.