სოკოს ფეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შხამასოკო

ფეხი (ლათ. stipa) — სოკოს ნაყოფსხეულის შემადგენელი ნაწილი. სოკო, რომელიც მერქანზე იზრდება შეუძლია წარმოქმნას მჯდომარე ნაყოფსხეული ფეხის გარეშე ან მოკლე გვერდითი ფეხი.

ფეხის ქვედა ნაწილი ემაგრება სუბსტრატზე. სუბსტრატის ტიპი დამოკიდებულია მოცემული სოკოს სახეობის ეკოლოგიურ მახასიათებლებზე. როგორც წესი განარჩევენ სამი ტიპის სუბსტრატს: ნიადაგი, ტყის ჩამონაცვენი, მერქანი.

ნიადაგის სოკოები ხშირად მიკოროზას ქმნიან გარკვეული სახეობის ხეებთან, ან ზოგჯერ ბალახოვან მცენარებთან. არსებობენ ნიადაგის საპროტროფებიც, რომლებიც იზრდებიან მკვდარ მერქანზე. სახეობები, რომელებიც ცოცხალ ხეებზე იზრდებიან, პარაზიტები ეწოდებათ. ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, როგორიცაა Pseudoboletus parasiticus პარაზიტირებს Scleroderma citrinum-ის ნაყოფსხეულზე; Strobilurus esculentusნაძვის გირჩებზე, ზოგიერთი პანაელუსი — ნაკელის გროვებზე, (კოპროფილური სოკოები).

ფეხის ფორმები შეიძლება იყოს; მორგვისებრი, გამობერილი, ძირში გამსხვილებული, ცილინდრული, ფეხფესვიანი, კონუსური, თითისტარისებრი და ცილინდრული, ძირში ბოლქვით.

ზედაპირი შესაძლოა იყოს: გლუვი, მშრალი (ხრაშუნა სოკოები) ან ლორწოვანი (Hygrocybe psittacina), ხავერდოვანი (ზამთრის სოკო), მუარული სურათი (არათანაბარი ნათელი და უფრო მუქი ზონების მონაცვლეობა) (შხამასოკო), ბადისებრი ფაქტურა/სურათი (დათვისსოკო, ნაღველა სოკო), ქერცლოვანი (ვერხვისძირა, არყისძირა), დაღარული (ფეხწიბოიანი მიცენა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006, ISBN 99940-856-1-1.
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — С. 44. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
  • Грюнерт Г. Грибы : пер. с нем. — М. : Астрель ; АСТ, 2001. — С. 12—13. —. — ISBN 5-17-006175-7. Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: *„Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 11. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.