ჩოსონის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Nina1009.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2016 წლის 1 დეკემბერი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

ჩოსონი (დინასტია)
ჰანგული ჰანჯა
조선국 朝鮮國
დროშა
სამეფო სიმბოლო

ჩოსონის სამეფო (კორ. 대조선국? სიტყვასიტყვით „დიდი ჩოსონის სახელმწიფო“, ასევე ცნობილი, როგორც ჯოსეონი ან ჩოსუნი) — კორეის სამეფო, რომლის დამაარსებელია ი სონგე, მისი არსებობა დაახლოებით ხუთი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა, 1392 წლის ივლისიდან 1897 წლის ოქტომბრამდდე. მას კორეის იმპერია ოფიცილურად 1897 წელს ეწოდა.[1] იგი დაარსდა კორეს დამხობის შემდეგ, რომელიც დღესდღეობით კესონგის დედაქალაქია. დასაწყისში კორეა გადაკეთდა და დედაქალაქი გადატანილ იქნა დღევანდელ სეულში. სმეფოს ჩრდილოეთი საზღვრები გაფართოვდა ბუნებრივ საზღვრებზე იალუსა და თუემნის მდინარეებზე, რომელიც ჯურჩენის დაქვემდებარების ქვეშ იყო. ჩოსონის დინასტია იყო უკანასკნელი დინასტია კორეაში, ამავე დროს ყველაზე ხანგრძლივი კონფუციანური დინასტია.

მმართველობის პერიოდში ჩოსონის დინასტიამ ხელი შეუწყო ჩინური კონფუციანიზმის იდეალებისა და სწავლების დანერგვასა და განმტკიცებას კორეის საზოგადოებაში. ნეო-კონფუციანიზმი დამტკიცდა, როგორც დინასტიის ახალი სახელმწიფო იდეოლოგია. შესაბამისად ბუდიზმი ზნედაცემული და იშვიათად დამკვიდრებული რელიგია იყო და ხშირად იდევნებოდა დინასტიის მიერ. ჩოსონმა დაამტკიცა მისი ეფექტური მმართველობა, მან შეძლო კორეის ტრადიციული კულტურის, პროფესიული საქმიანობის, მეცნიერების, ლიტრატურისა და ტექნოლოგიის ახალი განვითარებისა და სიმაღლეების ჩვენება. მიუხედავად ამისა დინასტია დასუსტდა გვიან XVI და ადრე XVII საუკუნეებში, კორეაში იაპონიის შემოსევების დროს (1592–1598), ასევე პირველი და მეორე მანჯურიის შემოსევების დროს 1636 წელს, როდესაც თითქმის შეარღვია კორეის ნახევარკუნძულის საზღვრები, რომელიც უფრო და უფრო აახლოებდა იზოლაციონისტურ პოლიტიკასთან, რის გამოც ქვეყანა ცნობილი გახდა, როგორც „განცალკევებული სამეფო“. მანჯურიის შემოსევების შემდეგ, ჩოსონის დინასტიაში დაახლოებით 200 წლიანმა მშვიდობამ დაისადგურა.

მიუხედავად სამეფოს სიძლიერისა, რომელიც იზოლაციის მიუხედავად მაინც შემორჩა, მაან ისევ დაიწყო, XVIII საუკუნეში კი დასასრულს მიუახლოვდა, შიდა დაპირისპირებების, ძალაუფლებისთვის ბრძოლის, საერთაშორისო ზეწოლისა და სამეფოში აჯანყებების გამო. საბოლოოდ კი XIX საუკუნეში ჩოსონის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

ჩოსონის დინასტიამ ძალიან მნიშვნელოვნი მემკვიდრობა დაუტოვა თანამედროვე კორეას. თანამედროვე კორეის კულტურის, ეტიკეტის ნორმების უმეტესობა, ასევე სოციალური დამოკიდებულება საზოგადო პრობლემბზე, თანამედროვე კორეული ენა და დიალექტი სწორედ ჩოსონის კულტურიდან და ტრადიციებიდან მოდის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ჩოსონის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაფუძნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიან XIV საუკუნეში დაახლოებით 500 წლის კორე, რომელიც 918 წელს დაარსდა თანდათან სუსტდებოდა, მისი საფუძვლები იშლებოდა მონღოლეთის იმპერიასთან მრავალწლიანი ომებისა და დე-ფაქტო ოკუპაციის გამო. მინგის დინასტიის გამოჩენის შემდეგ, კორეს სამეფო კარი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაქციებად დაიყო: ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ი (მინგის დინასტიის მხარდამჭერი) და ბანაკი, რომლის ლიდერიც იყო გენერალი ჩო (იუანის მხარდამჭერი).

კორემ განაცხადა, რომ იყო უძველესი სამეფოს კოგურიოს შთამომავალი (რომლსაც შემდდგომში ეწოდა კორე). ისტორიაში კორეის საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო მანჯურიის, როგორც კორეის ნაწილის აღდგენა. მინგის დინასტიის მაცნე ეახლა კორეს 1399 წელს, ამ დროს სამეფოს უკვე 14 წელი მართავდა იმპერტორი უ, მან მოითხოვა, რომ ყოფილი კოგურიოს ჩრდილოეთის ტერიტორია გადაეცათ კორესთვის, გენერალმა ჩომ გამოიყენა მოლაპარაკებების დრო, რათა ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე განეხორციელებინა შეტევა.

ი შეირჩა შეტევის წინამძღოლად. თუმცა, ის აჯანყდა და დაბრუნდა უკან გეგიონგში, მან მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, რათა ტახტიდან ჩამოეგდო მეფე უ, თავისი შვილის ჩანგის სასარგებლოდ (1388). მოგვიანებით მან მოკლა მეფე უ და თავისი შვილი, მისი წარუმატებელი რეფორმების გამო და ძალის გამოყენებით თავად ავიდა სამეფო ტახტზე, სამეფო სახელით ი (ის გახდა კორეს მმართველი გონგიანგი). 1392 წელს, ი-მ თავიდან მოიშორა ჯონგ მონგ-ჯუ, კორეს დინასტიაში ძალზედ პატივცემული ლიდერი და ტახტიდან ჩამოაგდო გონგიანგი და სანამ ის ტახტზე ავიდოდა გააგდო ვონჯუში. საბოლოოდ კორეს დიანსტიამ 500 წლიანი მმართველობის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ebrey, Patricia Buckley; Walthall, Ann; Palais, James B. (2006), East Asia: A Cultural, Social, and Political History, Boston and New York: Houghton Mifflin Press, ISBN 0-618-13384-4.
  • Kennedy, George A. (1943), „Amin“, Arthur W. Hummel (ed.), Eminent Chinese of the Ch'ing Period (1644-1912), Washington: United States Government Printing Office, pp. 8–9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
  1. „조선“. 한국민족문화대백과.