კორიო
| კორიო 고려국 (高麗國) 고려왕조 (高麗王朝) დამოუკიდებელი სამეფო (918-1270, 1356-1392) მონღოლური იუანის დინასტიიის ვასალი (1270-1356) ჩინეთის იმპერიის ნაწილი | ||||
| ||||
|---|---|---|---|---|
კორიოს სამეფო 1389 წელს | ||||
| დედაქალაქი | კესონი (919-1232) კანხვადო (1232-1270) კესონი (1270-1392) | |||
| ენა | კორეული | |||
| რელიგია | კორეული ბუდიზმი, კორეული კონფუციანიზმი, კორეული ტაოიზმი, კორეული შამანიზმი. | |||
| მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
| მეფე | ||||
| - 918–943 | თეჯო (პირველი) | |||
| მეფე | ||||
| - 1389–1392 | გონგიონი (ბოლო) | |||
| ისტორია | ||||
| - ტახეჯოს კორონაცია | 15 ივნისი 918 | |||
| - იუანის დინასტიის ვასალობა | 1270–1356 | |||
| - გონგიონის ტახტიდან გადადგომა | 17 ივლისი 1392 | |||
კორიო (კორ. 고려; 918–1392) — კორეის სამეფო. აგრეთვე მოიხსენებენ, როგორც გორიო. დაარსდა 918 წელს ვანგ გონის, იგივე თეჯოს მიერ, გვიანი სამი სამეფოს პერიოდში. მან გააერთიანა კორეის ნახევარკუნძული და მართავდა 1392 წლამდე. ამ მოვლენას კორეელი ისტორიკოსები „ჭეშმარიტ ეროვნულ გაერთიანებას“ უწოდებენ, რადგან ვანგ გონის დინასტიამ გააერთიანა როგორც გვიანი სამი სამეფო, ასევე ბალჰეს ჩრდილოეთ სამეფოს მმართველი კლასის დიდი ნაწილიც. სახელი „კორეა“ სწორედ გორიოსგან მომდინარეობს.[1] პირველად ეს სახელი გამოიყენა გოგურიონმა V საუკუნის დასაწყისში.
სილას სამეფომ, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს VII საუკუნის ბოლოდან განაგებდა, IX საუკუნის ბოლოს დაშლა დაიწყო. არეულობამ გამოიწვია ბეკჯესა და გოგურიოს უძველესი სახელმწიფოების აღორძინება. გვიანდელი გოგურიო, იგივე თებონგი, 918 წელს გოგურიოელმა გენერალმა ვანგ გონმა დაამხო და გორიო დააარსა. გორიომ 935 წელს მშვიდობიანად შეიერთა მაშინდელი სილა, 936 წელს დაიპყრო მაშინდელი ბეკჯე და წარმატებით გააერთიანა კორეის ნახევარკუნძული.
993 წლის დასაწყისიდან, გორიოს დინასტიას, ხითანის მეთაურობით ხშირად უწევდა ჩრდილოეთით მდებარე, მომთაბარე ლიაოს დინასტიის შემოსევების გამკლავება. 1019 წელს, საბოლოო სამხედრო გამარჯვებით სამეფოში მშვიდობამ დაისადგურა და გორიოს ოქროს ხანაც დადგა. ამ პერიოდში გორიოს, ლიაოსა და სონგის დინასტიებს შორის ძალაუფლების ბალანსი დაცული იყო.
გორიოს პერიოდი, კორეაში „ბუდიზმის ოქროს ხანად“ ითვლება. XI საუკუნეში ბუდიზმი, როგორც ეროვნული რელიგია, გავლენის უმაღლეს დონეს აღწევს. ყვაოდა ვაჭრობაც, გორიოს დედაქალაქამდე (თანამედროვე კესონი) სავაჭროდ შუა აღმოსავლეთიდანაც ჩამოდიოდნენ. ჩრდილოეთ კორეა ვაჭრობისა და მრეწველობის ცენტრი იყო. მე-11 ან მე-12 საუკუნიდან იყენებდნენ ორმაგ ბუღალტრულ აღრიცხვის სისტემასაც. გარდა ამისა განვითარდა კორეული ხელოვნება და კულტურაც. იოჰან გუტენბერგამდე 200 წლით ადრე, გორიოში განავითარეს ლითონის წიგნების საბეჭდი აპარატი.
1170 წლიდან გორიოს მთავრობას მეომართა კლასის ძლიერი მემკვიდრეები განაგებდნენ, სამხედრო დიქტატურაში მათ შორის გამოირჩეოდა ჩოების ოჯახი. ჩოების სამხედრო მმართველობის პერიოდში, თითქმის 30 წელი, იგერიებდნენ მონღოლთა შემოსევებს. 1258 წელს ოჯახის მმართველი მისმა მოწინააღდეგეებმა მოკელს, რის შემდეგაც აღდგა მონარქია და მონღოლებთან მშვიდობა დამყარდა. მონარქიის აღდგენის მიუხედავად, სასამართლოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა ისევ გრძელდებოდა და სამხედრო მმართველობამ 1270 წლამდე გასტანა. ამ მომენტიდან გორიო მონღოლთა მეთაურობით იუნთა დინასტიის ნახევრად ავტონომიური სამეფო გახდა.
მონღლებისგან დამოუკიდებლობა XIV საუკუნეში, გონგმინის მმართველობის პერიოდში დაიბრუნეს. ჩრდილოეთით წითელ ტურბანთა ჯარებთან და სამხრეთით ვოკუს მარადიონებთან ბრძოლაში, გენერლებმა ჩოე იონგიმ და ი სონგ-გიმ სახელი გაითქვეს. 1388 წელს ი სონგ-გი ლიაგონგთან მინგის დინასტიის დაპყრობის მაგივრად, ჯარი ჩოე იონგის დასამარცხებლად შეკრა და გაიმარჯვა. 1392 წელს გორიო ჯოსონის ახალი სახელმწიფოთი ჩაანაცვლა და დაასრულა გორიოს 474 წლიანი მმართველობა კორეის ნახევარკუნძულზე.[2]
მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორიო კორეის დამოუკიდებელი ცენტრი გახდა, მას ეწოდებოდა „ჰედონგი“, რაც ნიშნავს „ზღვის აღმოსავლეთით“. მოიცავდა „სამჰანის“ ისტორიულ სამფლობელოს (კორეის სამი სამეფოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი). გორიოს მმართველები იყენებდნენ შემდეგ ტიტულებს: იმპერატორი და სამოთხის შილი. საიმპერატორო ტიტულებს გორიოს დაარსებიდანვე იყენებდნენ, ხოლო სამოთხის ძედ იმპერატორი ვანგ გონგი სილას უკანასკნელმა მეფემ კაპიტულაციისას მოიხსენია. ფართოდ იყენებდნენ საიმპერატორო ტერმინოლოგიას, მაგალითად: „იმპერატორი”, „საიმპერატორო გვირგვინი“, „საიმპერატორო ბრძანება“ და „საიმპერატორო სასახლე“.
გორიოს მმართველები საიმპერატორო ყვითელ სამოსს ატარებდნენ, მსხვერპლს წირავდნენ და შვილებს მეფედ სვამდნენ. იყენებდნენ ტანგის დინასტიის სამი დეპარტამენტისა და ექვსი მინისტრის საიმპერატორო სისტემას, აგრეთვე გააჩნდათ საკუთარი „მიკროტრიბუციული სისტემა“. გორიოს სამხედრო 5 არმიად იყო დაყოფილი, იმპერიის მსგავსად. სახელმწიფომ შეინარჩუნა მრავალი დედაქალაქი: ძირითადი დედაქალაქი „გეგიონგი“ თანამედროვე კესონი, „დასავლეთის დედაქალაქი“ თანამედროვე ფხენიანი, „აღმოსავლეთის დედაქალაქი“ თანამედროვე გონგჯუში და „სამხრეთ დედაქალაქი“ თანამედროვე სეულში. მთავარ ერთეულად განიზრახეს საიმპერატორო დედაქალაქისა და სასახლის აშენება, ხოლო საშუალო დედაქალაქები წარმოადგენდნენ კორეის სამი სამეფოს დედაქალაქებს.
სონგის, ლიაოს და ჯინის დინასტიები ინფორმირებულები იყვნენ საიმპერატორო პრაქტიკებზე და ითმენდნენ მათ პრეტენზიებს. 1270 წელს გორიომ კაპიტულაცია გამოაცხადა და გახდა იუანთა დინასტიის ნახაევრად ავტონომიური „სიძე სახელმწიფო“. იუანთა დინასტიამ ჩამოაქვეითა გორიოს საიმპერატორო ტიტულები და შემოიღო „ჩუნგი“, რაც ერთგულებას ნიშნავს. ამ ტიტულმა XIV საუკუნის შუა ხანებამდე გასტანა, როდესაც გონგმინმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VII საუკუნის ბოლოს სილას სამეფომ გააერთანა კორეის სამი სამეფო. ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც „გვიანდელი სილა“, ან „ერთიანი სილა“. გვიანდელი სილას სამეფო მშვიდობიანი იყო. 200 წლის განმავლობაში გათავისუფლდა უცხოური შემოჭრებისგან, მეტიც, ქვეყანა საერთაშორისოდ ვაჭრობდა. აღმოსავლეთით ფლობდა საზღვაო უპირატესობას და დასავლეთით სამეფოს ქარავნები შუა აღოსავლეთამდე აღწევდნენ. VIII საუკუნის ბოლოდან ქვეყანა არასტაბილურობამ დაასუსტა. ძვლის რიგის სისტემაში კლასობრივი სიმკაცრის გამო, დედაქალაქი პოლიტიკურმა არეულობამ მოიცვა. ცენტრალური მთავრობა დასუსტდა და „ჰოჯოკის“ რეგიონალურმა მმართველობამ ქვეყნის სადავეები ჩაიბარა. ადგილობრივი ლტოლვილთა შთამომავლების დახმარებით სამხედრო ოფიცერმა, გიონ ჰვონმა 892 წელს აღადგინა ბეკჯე. ბუდისტმა ბერმა, გუნგ იემ, კი, 901 წელს აღადგინა გოგურიო. ამ სახელმწიფოებს ისტორიოგრაფიაში „გვიანდელ ბეკჯეს“ და „გვიანდელ გოგურიოს“ უწოდებენ და გვიანდელ სილასთან ერთად ქმნიან „გვიანდელ სამ სამეფოს“.
გვიანი გოგურიო, გვიანი სილას ჩრდილოეთ რეგიონებში წარმოიშა. დედაქალაქთან ერთად სახელმწიფო თანამედროვე კესონის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სამეფო, გოგურიოდან დევნილთა შთამომავლების საყრდენს წარმოადგენდა. ამ უკანასკნელს შორის იყო ვანგ გონიც. 896 წელს, 19 წლის ასაკში იგი სამხედრო სამსახურში ჩადგა და წლების განმავლობაში გვიანი ბეკჯეს წინააღმდეგ მრავალი გამარჯვებით, საზოგადოების ნდობას იპოვებდა. კერძოდ საზღვაო უნარების გამოყენებით დაჟინებით უტევდა გვიანი ბეკჯეს სანაპიროს და ძირითადი პუნქტებიც დაიკავა. გუნგ იე, ბეკჯეს მმართველი არასტაბილური და სასტიკი იყო. მან 905 წელს დედაქალაქი, ჩორვონში გადაიტანა და სამეფოს ახალი სახელი, მაჯინა დაარქვა. შემდეგ თებონგმა 911 წელს მრავალჯერ შეიცვალა თავისი ეპოქის სახელი, საკუთარი თავი გამოაცხადა მაიტრეა ბუდად, დაამტკიცა, რომ ხალხის გონების კითხვა შეეძლო და პარანოიით შეპყრობილმა სიკვდილით დასაჯა მრავალი ხელქვეითი, თუ მათი ოჯახის წევრი. 918 წელს ის გენერლებმა გადააყენეს და ტახტზე ვან გონი დასვეს. მან ტახტზე ასვლის თანავე სამეფოს სახელი „გორიო“ დაუბრუნა და დედაქალაქი კესონში დააბრუნა, რის გამოც წოდებად „სამოთხის მანდატი“ მიენიჭა.
ოქროს ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორიოს ოქროს ხანა XII საუკუნის დასაწყისში დადგა და 100 წელი გაგრძელდა. ოქროს ხანა კომერციული, ინტელექტური და მხატვრული მიღწევების პერიოდად ითვლება. დედაქალაქი ვაჭრობისა და მრეწველობის ცენტრი გახდა, სადაც ადგილობრივმა ვაჭრება მსოფლიოში ერთ-ერთი ადრეული, ორმაგი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა განავითარეს, სახელწოდებით „საგა ჩიბუბოპ“. იგი გამოიყენებოდა 1920 წლამდე. განვითარდა ბეჭდვა და გამომცემლობა, რამაც ხელი შეუწყო ფილოსოფიური, ლიტერატურული, რელიგიური და სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას. გორიოში ნაყოფიერად ვრცელდებოდა წიგნები, XI საუკუნის მიწურულს წიგნებმა ჩინეთამდეც მიაღწია. სონგის დინასტიამ ათასობით წიგნი გადაწერა. პირველი, ტრიპიტაკა კორეანა, 6000 ტომისგან შემდგარი კრებული, 1087 წელს დასრულდა. 1055 წელს, ჩო ჩანგიმ დაარსა მუნჰონ გონგის კერძო აკადემია, რის შემდეგაც, გორიოში მალევე 12 კერძო აკადემია გაჩნდა. აკადემიები კონკურენციას უწევდნენ გუკჯაგამის ეროვნულ უნივერსიტეტს. ამ კონკურენციის საპასუხოდ, გორიოს რამდენიმე მმართველმა რეფორმებით გააცოცხლა ეროვნული განათლების სისტემა. 1101 წელს გუკჯაგამში სოჯოკპოს სტამბა შეიქმნა. XII საუკუნის დასაწყისში ადგლიობრივი სკოლები - ჰიანღაკები დაარსდა. მუნჯონგის მმართველობას (1046 - 1083 წლები) „მშვიდობის მეფობა“ ეწოდა, და გორიოს ისტორიაში ყველაზე მშვიდობიან პერიოდად ითვლება. მუნჯონგს აქებდნენ და ახასიათებდნენ, როგორც კეთილგანწყობილ და წმინდა მმართველს. მას 13 ვაჟი ჰყავდა. სამი უფროსი ტახტის მმართველი გახდა, მეოთხე - ცნობილი ბუდისტი უიშონი.
გვიანი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1270 წლის შემდეგ გორიო იუანთა დინასტიის ნახევრად ავტონომიური კლიენტ-სახელმწიფო გახდა. მონღოლები და გორიოს სამეფო ერთმანეთს სამეფო ქორწინებით დაუკავშირდნენ, მონარქები კი საიმპერატორო სიძეებად გადაიქცნენ. ორი ერი ერთმანეთს 80 წლით გადაეჯაჭვნენ, რადგან ყოველი მომდევნო კორეელი მეფე მონღოლ პრინცესაზე ქორწინდებოდა. იუანის დინასტიის ბოლო იმპერატრიცაც კორეელი პრინცესა იყო. გორიოს მეფეებს მნიშვნელოვანი სტატუსი ეჭირათ, როგორც მარდინის, უიღურებისა და მონღოლების სხვა ძლიერ ოჯახებს. დამტკიცებულია, რომ გორიოს ერთ-ერთი მონარქი, კუბლაი ხანის ყველაზე საყვარელი შვილიშვილი იყო.
გორიოს დინასტია იუანის გავლენის ქვეშ იყო 1350-იან წლებამდე, როდესაც მეფე გონგმინმა მონღოლი გარნიზონების განდევნა დაიწყო. 1356 წლისთვის გორიომ დაიბრუნა ჩრდილოეთის დაკარგული ტერიტორიები.
ბოლო რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე გონგმინის ტახტზე ასვლისას, გორიო იუანის დინასტიის გავლენის ქვეშ მოექცა. მეფე იძულებული გახდა მრავალი წელი იუანის სამეფო კარზე გაეტარებინა. 1341 წელს სამეფო კარზე, ფაქტობრივად, როგორც პატიმარი, გაგზავნეს. მან მონღოლთა პრინცესა ნოგუკზე იქორწინა. XIV საუკუნის შუა რიცხვებში იუანის დინასტია ნგრევას იწყებს, მალევე 1368 წელს მას მინგის დინასტია ანაცვლებს. ამ პერიოდში მეფე გონგმინი იწყებს გორიოს მთავრობის რეფორმებსა და მონღოლეთის გავლენისგან თავის დაღწევის მცდელობებს.
პირველად მონღოლთა მომხრე არისტოკრატები და სამხედრო ოფიცრები თანამდებობიდან გაათავისუფლა და გორიოს არმიის წყალობით ნაწილობრივ დაიბრუნა მონღოლთა შემოჭრებით წართმეული გორიოს ჩრდილოეთ პროვინციები, რომლებსაც მონღოლებმა სანსგსონისა და დონგნიონის პრეფექტურები უწოდეს. გარდა ამისა, გენერლებმა იი სონგიემ და ჯი იონგსუმ ლიაოიანგში ლაშქრობა დაიწყეს.
1365 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გონგმინი დეპრესიაში ჩავარდა, პოლიტიკა მიივიწყა და ეს საქმე ბუდისტ ბერს შინ დონს გადააბარა. ექვსი წლის შემდეგ შინ დონმა თავისი პოზიცია დაკარგა. 1374 წელს ჰონგ რიუნმა, ჩოე მანსაენგმა და სხვებმა გონგმინი მოკლეს.
მეფის გარდაცვალების შემდეგ, თერთმეტი წლის მემკვიდრე, მეფე უ, ი ინ-იმიმ ტახტიდან ჩამოაგდო და თავრობის სათავეში ჩადგა.
ამ მღელვარების პერიოდში, 1356 წელს გორიომ მომენტალურად ლიაოიანი დაიპყრო. მოიგერია წითელი ტურბანების ორი დიდი შემოჭრა 1359 და 1360 წლებში და 1364 წელს მონღოლების შემოჭრის მოგერიებით, საბოლოოდ აღმოფხვრა იუანის ბატონობის საბოლოო მცდელობა. 1380-იან წლებში ვოკუს მუქარას გორიომ საზღვაო არტილერიით უპასუხა და ასობით მეკორე გემი გაანადგურა.
დაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე უმ და გენერალმა ჩოი იონგმა 1388 წელს ლიაონინგში შეჭრა დაგეგმეს, თანამედროვე ჩინეთი. მეფემ პასუხისმგებლობა გენერალ იი სონგს გადააბარა, თუმცა გენერალი მას აუჯანყდა. იი სონგ-გის შვილმა, იი ჯა-ჩუნიმ სიკვდილით დასაჯა გორიოს სამი უკანასკნელი მეფე, მიითვისა ტახტი, დაამხო გორიო და 1392 წელს დაარსა ჯოსონის დინასტია.[3]
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონფუციანელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორიოს დინასტიის დროს ჩინური ლიტერატურისადმი ინტერესმა ხელი შეუწყო ნეო-კონფუციანიზმის გავრცელებას, რომელშიც კონფუცის ძველი სწავლებები ერწყმოდა დაოსიზსა და ბუდიზმს. კორეული კონფუციანიზმის ფორმა გაჩნდა და განვითარდა კორეაში. კორეის ინტელექტუალურ ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვენლოვანი გავლენა იყო კონფუციანური აზროვნების დანერგვა, როგორც ჩინეთის კულტურული გავლენის ნაწილი. მეფე სონჯონგი კონფუციანობის დამკვიდრებაში მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. მან დაარსა გუკჯაგამი, გორიოს დინაასტიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამან ხელი შეუწყო 1398 წელს სონგიუნგვანის აკადემიის დაარსებას, კონფუციის სასწავლო გეგმით, და სასახლის საკურთხევლის აშენებით,სადაც მეფე თაყვანს სცემდა წინაპრებს.
ისლამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორიოსას თანახმად, მაჰმადიანები ნახევარკუნძულზე 1024 წელს გამოჩდნენ. დაახლოებით 100 მუსლიმანი ჯგუფი. გორიოს წარმატებების მიღწევასთან ერთად, სავაჭრო ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან მე-15 საუკუნემდე გაგრძელდა. ამის შედეგად, მაჰმადიანი ვაჭრები ახლო აღმოსავლეთიდან და შუა აზიიდან კორეაში გადასახლდნენ და ოჯახები შექმნეს. როგორც ცანს, ჩნელი მაჰმადიანი ჰუიების ნაწილიც გორეოს სამეფოში ცხოვრობდა. გორიოს არსებობის განმავლობაში, დედაქალაქ გესონგში არსებობდა მეჩეთები, მათ „იე-კუნგის“ ეძახდნენ, რაც ითარგმნება როგორც „საზეიმო დარბაზი“.
მონღოლურ ჯარებს სამეფოში სენგმოკინები, იგივე „ფერადი თვალის ხალხი“ მოჰყვნენ. შუა აზიის ამ მუსლიმურ ჯგუფს, მონღოლთა საზოგადოებრივ წესრიგში მონღოლებზე ერთით დაბალი რანგი ეკავათ, თუმცა იუანის დინასთიაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ. რანგით მათ ქვემოთ კორეელები, ჩრდილოელი ჩინელები, ხითანები და იურჩენები იყვნენ. იუანის დინასტიის მართველობისას კორეელი ქალები ინდოელ, უიღურ და თურქ სემუ მამაკაცებზე ქორწინდებოდნენ.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორიოს კერამიკა კორეის კერამიკის საუკეთესო, მცირე ზომის ნამუშევრებადაა მიჩნეული. სწორედ ამ დროს დაიწყეს ფოლიტების დიზაინის, გეომეტრიული საყვავილე ზოლების, ელიფსური პანელების, თევზის მოყვანილობისა და სხვა დახვეწილი ფორმებით ნაკეთობების შექმნა. მოყავისფრო მინანქრები, შავ მინანქრებთან ერთად გამოიყენებოდა სათავსო ნაკეთობების შესაქმნელად. ცელადონის მინანქრები შესაძლოა თითქმის გამჭვირვალედ გამოეყვანათ, შიგთავსის ადვილად დასანახად.
მინანქრით ძირითადად იქმნებოდა ფართო მხრიანი ბოთლები, დიდი ზომის დაბალი თასები, მორთული ცელადონის კოსმეტიკური ყუთები და მცრიე ზომის თასები. ბუდისტი მეთუნუქეები აგრეთვე აწარმოებდნენ ნესვის ფორმის ვაზებს, ქრიზანთემის ჭიქებს - ლოტოსის მოტივებით და ლოტოსის ყვავილის თავებით.[4]
ტექნოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიოში პირველი ლითონის მოძრავი მექანიზმი გამოიგონა ჩოი იუნ-იუმ XIII საუკუნეში. ეს მექანიზმი იყო წიგნი, სახელად სანჯონგ გოგემ იემუნი, დაიბეჭდა 1234 წელს. კორეაში ამ დროისთვის დიდი ტექნოლოგიური მიღწევები ჰქონდათ, რასაც ხელი შეუწყო სონგის დინასტიასთან ძლიერმა ურთიერთობამ. დინასტიაში კორეული კერამიკა და ქაღთალდის წარმოებაც ამ პერიოდში დაიწყო.
გვიანი გორიოს დინასტია განთქმული იყო გემთმშენებლობით, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით. გემის ქვემეხითა და დენთის სხვა იარაღებით აღჭურვის პრაქტიკა ჯოსონთა დინასტიამაც განაგრძო და 1410 წლისთვის საზღვაო არმიის 160-ზე მეტი სამხედრო გემი ქვემეხით იყო აღჭურვილი. ჩოი მუ-სონი შუასაუკუნეების კორეელი გამომგონებელი, სამხედრო მეთაური და მეცნიერი იყო, ვინც კორეაში მასობრივად დაიწყო დენთის გამოყენება და მისგან სხვადასხვა იარაღის შექმნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bowman, John Stewart (2013), Columbia Chronologies of Asian History and Culture, ISBN 0231500041
- Clark, Donald N. (1998), „Sino-Korean tributary relations under the Ming“, Twitchett, Denis; Mote, Frederick W. (eds.), The Cambridge History of China, Volume 8: The Ming Dynasty, 1368−1644, Part 2, Cambridge: Cambridge University Press, pp. 272–300, ISBN 0-521-24333-5.
- Ebrey, Patricia Buckley; Walthall, Anne (2014), Pre-Modern East Asia: To 1800: A Cultural, Social, and Political History, Third Edition, Boston, MA: Wadsworth, Cengage Learning, ISBN 978-1-133-60651-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Establishing a Pluralist Society in Medieval Korea, 918-1170: History, Ideology and Identity in the Koryŏ Dynasty
- Hyun, Jeongwon (2013), Gift Exchange among States in East Asia during the Eleventh Century Handbook of Korea; Korean Overseas Information Service, 2003; pgs
- Nationalism, Confucianism, work ethic and industrialization in South Korea
- Women Reconciling Paid and Unpaid Work in a Confucian Welfare State: The Case of South Korea
- Arts of Korea
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kyu Chull Kim (8 March 2012). Rootless: A Chronicle of My Life Journey. AuthorHouse, გვ. 128. ISBN 978-1-4685-5891-3. ციტირების თარიღი: 19 September 2013.
- ↑ Arts of Korea 28/10/2020.
- ↑ 9/11/2020 Goryeo.
- ↑ Hyun, Jeongwon (2013), Gift Exchange among States in East Asia during the Eleventh Century 12/11/2020.