შინაარსზე გადასვლა

თინათინ ქაროსანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თინათინ ქაროსანიძე
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1977 (1977-05-05) (47 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
კაიროს უნივერსიტეტი
დამსაქმებელი თავისუფალი უნივერსიტეტი
ცნობილი ნაშრომები ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში: "მუსლიმი ძმების" და რადიკალური ისლამური ორგანიზაციების სტრატეგია
წინამორბედი პროფესორი გიორგი კაციტაძე
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

თინათინ ქაროსანიძე (დ. 5 მაისი, 1977) - ქართველი არაბისტი, ისტორიკოსი, ტერორიზმის მკვლევარი. ღირსების ორდენის მფლობელი. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი. [1]

1991-1992 წლებში სწავლობდა „მსოფლიო ლაბორატორიაში“. 1994-1999 წლებში სწავლა გააგრძელა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის (არაბული დეპარტამენტი) ფაკულტეტზე. 1998-1999 წლებში გაიარა არაბული ენისა და ლიტერატურის კურსი არაბული ენის შემსწავლელი ცენტრის „ვაფიდინის სკოლაში“ კაიროში (ეგვიპტე).[1]

1998-1999 წლებში არაბულის ენის შესწავლა გააგრძელა კაიროს უნივერსიტეტში. 1999-2000 წლებში ფულბრაითის სტიპენდიით აშშ-ში გაიარა კურსი კურსი „ამერიკის საკანონდებლო სისტემა“. 2005 წელს გაიარა IATP-ის დისტანციური სწავლების კურსი „სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი“.[1]

2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მსოფლიო ისტორიაში (არაბული ქვეყნების ისტორია).[1]

  1. „მუსლიმი ძმების ასოციაციის ისტორიიდან“, პერსპექტივა XXI, 3, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2001, გვ.45-47;
  2. „11 სექტემრის ტერაქტები და ისლამისტური ორგანიზაციები“, პერსპექტივა XXI, 4, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2002, გვ.138-141;
  3. „მუსლიმთა ასოციაცია" და შუქრი მუსტაფა“, პერსპექტივა XXI, 5, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2003, გვ.101-106;
  4. „ისლამური მობილიზაცია: სოციალური მოძრაობის თეორია და „მუსლიმი ძმები“ ეგვიპტეში“, აღმოსავლეთმცოდნეთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია, შრომების კრებული, ქუთაისი, 2003, გვ.184-194;
  5. „მუსლიმი ძმები" და ეგვიპტის ორიენტაციის საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროს“, აღმოსავლეთი და კავკასია, #3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2003, გვ.239-244;
  6. "Islamic Fundamentalism in Egyptian politics", Orientalist, 2, Tbilisi Institute of Asia and Africa, G.Tsereteli Institute of Oriental Studies, Tbilisi, 2003-4, pp.153-165;
  7. "უსამა ბინ ლადენი და ეგვიპტური ტერორისტული ორგანიზაციები", პერსპექტივა XXI, VII (2), თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2005, გვ.164-170;
  8. "ეგვიპტური არაბული ნაციონალიზმი", პერსპექტივა XXI, VIII, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2006, გვ.112-122;
  9. "ალ-კაიდა: ორგანიზაცია, მიზნები, ამოცანები", პერსპექტივა XXI, VIII (2), თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2006, გვ.111-120;
  10. "მუსლიმი ძმები" და 1952 წლის ეგვიპტის რევოლუცია", აღმოსავლეთი და კავკასია, #4, თსუ, თბილისი, 2006, გვ.114-123;
  11. "ჰასან ალ-თურაბი და ისლამური რადიკალური მოძრაობა სუდანში", პერსპექტივა XXI, IX, თბილისი, 2007, გვ.102-112;
  12. ნეო-მუსლიმი ძმები" - რადიკალური დაჯგუფება თუ კონსერვატული პარტია?", აღმოსავლეთი და კავკასია, #5, თსუ, თბილისი, 2007;
  13. "ალ-ჯიჰადის ორგანიზაცია ეგვიპტეში: ისტორია და მოღვაწეობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, პერსპექტივა XXI, X, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2008, გვ. 264-272;
  14. "დიპლომატიური საჩუქრების როლი შუა საუკუნეების სახალიფოში", ქართული დიპლომატიის წელიწდეული, (იბეჭდება).
  15. მონოგრაფია: ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში: "მუსლიმი ძმების" და რადიკალური ისლამური ორგანიზაციების სტრატეგია, თბილისი, ნეკერი, 2009.[1]

დამატებითი რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]