კოგურიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოგურიო
高句麗
고구려
სამეფო

ძვ. წ. 37–ახ. წ. 668
 

დედაქალაქი ჩოლბონი (ძვ. წ. 37-ახ. წ. 3),
კუნე (3-427),
ფხენიანი (427-668)
ენები კოგურიო
რელიგია შამანიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ბუდიზმი
მთავრობა მონარქია
პრეზიდენტი
 -  ძვ. წ. 37-19 ჟუმონგი
 -  391-413 კვანგეტხო
 -  413-491 ჯანგსუ
 -  590-618 იუნგიანგი
ისტორია
 -  შეიქმნა ძვ. წ. 37
 -  ბუდიზმის გავრცელება 372
 -  კვანგეტხოს ლაშქრობები 391-413
 -  კოგურიო-სუის ომები 598-614
 -  კოგურიო-ტანის ომები 645-668
 -  გაუქმდა ახ. წ. 668
 -  ფხენიანის დაცემა 668
ფართობი
 -  476 600,768 კმ² (231,958 მლ²)
მოსახლეობა
 -  668 წელი 3,5 მლნ 
დღეს ამ ტერიტორიაზე სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჩინეთის დროშა ჩინეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა

კოგურიო (კორ. 고구려?, 高句麗?) — კორეელების ერთ-ერთი ტომთა გაერთიანების და მოგვიანებით კორეის სამი სამეფოდან ერთ-ერთის სახელწოდება. კოგურიოს ხალხს I საუკუნის დასაწყისში ეჭირა მდინარე იალუს შუა დინება, ამჟამად, აღნიშნულ მდინარეზე გადის ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი.

კოგურიოს შესახებ პირველად მოგვითხრობს III საუკუნის ჩინური ისტორიული წყარო. კოჩოსონის ომის შემდეგ კოგურიოელები შევიდნენ სიუანტუს ოლქის შემადგენლობაში. ტომთა გაერთიანება — კოგურიომ ხანის დინასტიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა ძვ. წ. 37 წელს. III საუკუნეში დაამარცხა ვეის სამეფომ, თუმცა მოგვიანებით განვითარების ზენიტს მიაღწია.

თანამედროვე სახელწოდება „კორეა“ მომდინარეობს შუა საუკუნეების სახელმწიფო კორიოსაგან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს კოგურიოს შემოკლებულ ვარიანტს.

კოგურიოს სამეფოს დედაქალაქი იყო ჩოლბონი, კუნე, ხოლო V საუკუნიდანფხენიანი. სახელმწიფო არსებობდა 668 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: