ქვედა ჩხუტუნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ქვედა ჩხუტუნეთი
GEO-ARA-KH.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი მაჭახელა
კოორდინატები 41°30′49″ ჩ. გ. 41°49′15″ ა. გ. / 41.51361° ჩ. გ. 41.82083° ა. გ. / 41.51361; 41.82083
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 212[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვედა ჩხუტუნეთი — საქართველო
ქვედა ჩხუტუნეთი
ქვედა ჩხუტუნეთი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქვედა ჩხუტუნეთი
ქვედა ჩხუტუნეთი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ქვედა ჩხუტუნეთი

ქვედა ჩხუტუნეთი სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელის თემში.[2] მდებარეობს მდინარე მაჭახლისაწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 212 კაცი[1].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 264[3][4]
2014 212[1] Decrease2.svg

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის თავში მთების წინწამოწეულ კლდოვან ბორცვზე შემორჩენილია კლდეშია ნაკვეთი საწნახელი. ის განთავსებულია ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ამჟამად დაცულია დასავლეთი კედელი. დანარჩენი მონგრეულია. ჩანს, რომ საწნახელი ორ განყოფილებიანი ყოფილა. მისი საერთო სიგრძე 4,80 მ-ია. სიმაღლე 1,45-1,40 მ. მარანს აქვს თაღოვანი გადახურვა. შიგა სიმაღლე 2,30 მ-ია. მთავარ ნაგებობას ერთვის მარანი. მარანის სამხრეთ კედელს გარედან 1,60 სიმაღლეზე მთელს სიგრძეზე დატანებული აქვს სამი თახჩა, რომელთა სიმაღლე-50 სმ-ია. სიფართე-35 სმ. სიღრმე-60 სმ. კედლების წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული ქვები.[5]

ქვედა ჩხუტუნეთში ასევე მდებარეობს ჩხუტუნეთის ციხე და ჩხუტუნეთის ჩანჩქერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]