ახალსოფელი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
Jump to navigation
Jump to search
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
ახალსოფელი | ||||
![]() | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | |||
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | ჭარნალი | |||
კოორდინატები | 41°34′49″ ჩ. გ. 41°36′04″ ა. გ. / 41.58028° ჩ. გ. 41.60111° ა. გ. | |||
ადრეული სახელები | ყიზილთოვრაღი, აგვიე | |||
ცენტრის სიმაღლე | 50 მ | |||
მოსახლეობა | 2241[1] კაცი (2014) | |||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % | |||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |||
სატელეფონო კოდი | +995 | |||
|
ახალსოფელი[2] (წინა სახელები: ყიზილთოვრაღი, აგვიე[3] — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4].) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის თემში.[5]. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხნივ, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. შავი ზღვიდან დაშორებულია 3 კმ-ით, ხელვაჩაურიდან 9 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მოჰყავდათ დაფნა და ერთწლიანი კულტურები. სოფელი შედიოდა ხელვაჩაურის რაიონში, გონიოს სასოფლო საბჭოში. 2011 წლიდან სოფლის ნაწილი მოქცეულია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გონიო-კვარიათის უბანი).[6]. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2241 კაცი[1], ხოლო ნაწილი დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის თემში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2944[7][8] |
2014 | 2241[1] ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 286.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 20, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 14, თბ., 1987.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები
- ↑ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო დადგენილება №37 ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე[მკვდარი ბმული]. 2011 წლის 15 ივლისი
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
|