ერგე
სოფელი | |
---|---|
ერგე | |
სოფელი ერგე და ჭოროხის ხეობა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | შარაბიძეები |
კოორდინატები | 41°33′41″ ჩ. გ. 41°41′48″ ა. გ. / 41.56139° ჩ. გ. 41.69667° ა. გ. |
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
მოსახლეობა | 569[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ერგე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული).[2]
მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ბათუმი–ქედის საავტომობილო გზაზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 569 კაცი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერგეს იხსენიებს XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი და მიუთითებს მის მდებარეობას — „ჭოროხის ჩრდილოსავე კიდესა ზედა“. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კოლხური კულტურის ძეგლებით (ერგეს განძი, ეკალაურის განძი) დასტურდება, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია.
შუა საუკუნეებში ერგეზე გადიოდა ზღვისპირეთიდან ისტორიულ ტაო-კლარჯეთთან დამაკავშირებელი გზა. სოფელში შემორჩენილი ძეგლებიდან მნიშვნელოვანია გვიანდელი შუა საუკუნეების ნაციხარი მდინარეების ჯოჭოსწყლისა და ჭოროხის შესართავთან, ქვის თაღოვანი ორი ხიდის ნანგრევები, საეკლესიო და სხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.
2012 წელს ერგესა და მეზობელი ზემო ჯოჭოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად (ხელმძღვანელი შ. მამულაძე) შესწავლილ იქნა შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესიის ნაშთები, რომლებიც XI–XIII საუკუნეებით თარიღდება და გვიანდელი საძვალე, სადაც მიცვალებულები ქრისტიანული წესით არიან დაკრძალულნი. აღმოჩენილია ერთფერად მოჭიქული და ჩალისფერკეციანი ჭურჭლის ფრაგმენტები, პურის საცხობი კეცები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1742[3][4] | ||
2014 | 569[1] | 289 | 280 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამიშვილი ა., სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 34.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 201-203, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-08.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-07-20.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|