სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამება (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
სამება
ქართ. სამება
Tsminda Sameba Monastery, Ajaria, Georgia.jpg
სამების მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი ახალშენი
კოორდინატები 41°37′37″ ჩ. გ. 41°41′21″ ა. გ. / 41.62694° ჩ. გ. 41.68917° ა. გ. / 41.62694; 41.68917
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 1732[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %, რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

სამებასოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის თემში[2]. მდებარეობს მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1732 კაცი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის მიწურულს ბათუმს და მიმდებარე სოფლებს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმის მხარე დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა გონიოს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1993[4][5]
2014 1732[1] Decrease2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]