ჩხუტუნეთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩხუტუნეთის ციხე, ყალივაკის ციხე — ციხესიმაგრე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, მდებარეობს მაჭახელისწყლისა და დავითეთისღელის შესართავთან არსებულ კლდოვან ბორცვზე. ციხესიმაგრე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალავნის კედლები თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. გალავნის შიგნით აქა-­იქ შეიმჩნევა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. კლდოვანი ბორცვის ჩრდილოეთ მონაკვეთში შემორჩენილია კოშკის (5X4 მ) ნაშთები. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მ-­ია. ციხის შიდა ტერიტორიიდან ორი გვირაბი გადიოდა. ერთი მათგანი დასავლეთით დავითეთისწყლისკენ დაშვებულ ფერდობს მიუყვებოდა (ნაწილი ჩაქცეულია). მეორე გვირაბი ციხის ტერიტორიიდან მაჭახლის წყლისკენ ეშვება. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით მისი ბოლო მონაკვეთი საავტომობილო გზის გაყვანისას დანგრეულა.

ციხე აკონტროლებდა მაჭახლის ხეობაზე გამავალ გზებს. ციხის კომპლექსში შედის ჩრდილოეთ ფერდობზე არსებული მარანი. მარანი ღია ტიპისაა. აქ ფიქსირებულია ათამდე ქვევრი. გვხვდება მთლიანი ნიმუშებიც. ქვევრები ჩაკირულია. საჭიროა მათი შესწავლა, ერთ­-ერთი ქვევრის გაწმენდისაას ყურძნის წიპწებიც აღმოჩნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 92

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 11724