ქვემო ჯოჭო
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო ჯოჭო | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| თემი | შარაბიძეები |
| კოორდინატები | 41°34′41″ ჩ. გ. 41°41′38″ ა. გ. / 41.57806° ჩ. გ. 41.69389° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
| მოსახლეობა | 821[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვემო ჯოჭო — სოფელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში.[2]
მდებარეობს მდინარე ჯოჭოსწყლის (ჭოროხის მარჯვენა შენაკადი) ქვემო დინებაში, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე, ხელვაჩაურიდან 15 კმ-ში.
სოფლები ქვემო ჯოჭო და ზემო ჯოჭო ერგეს ისტორიული თემის ნაწილია. სახელწოდება „ჯოჭო“ წერილობით წყაროებში პირველად ასახულია „ტბეთის სულთა მატიანეში“ (ძირითადი ნაწილი შედგენილია XII-XIII საუკუნეებში), რომელშიც მოხსენიებულია ჯოჭოელი ჭანისძე გრიგოლი და მისი მეუღლე ნათელი. ქვემო ჯოჭოს ტერიტორიაზე, მდინარე წყალგველას მარცხენა მხარეს, შემორჩენილია ნაეკლესიარი (მხოლოდ საძირკველია). 1960 წელს აქ აღმოჩნდა საფლავის ქვა წარწერით: „შეიწყალე ღმერთო გ(რიგ)ოლ (კო)ჭლაძე“.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002 | 876[4][5] | ||
| 2014 | 876 | 436 | 440 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 518.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-08.
- ↑ ქამადაძე კ., სოფელ ჯოჭოს ქრისტიანული წარსულიდან, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, ტ. XV-XVI, 2013/2014. — გვ. 202-206.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-07.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| |||||||