ყოროლისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
ყოროლისთავი
Korolistavi (G.N. 2012).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი ორთაბათუმი
კოორდინატები 41°38′38″ ჩ. გ. 41°44′33″ ა. გ. / 41.64389° ჩ. გ. 41.74250° ა. გ. / 41.64389; 41.74250
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 1079[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყოროლისთავი — საქართველო
ყოროლისთავი
ყოროლისთავი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ყოროლისთავი
ყოროლისთავი — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ყოროლისთავი

ყოროლისთავისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში[2]. მდებარეობს მდინარე ყოროლისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 120 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1079 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა[3] შემონახულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დარბაზული ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის მიწურულს ბათუმს და მიმდებარე სოფლებს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმის მხარე დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა გონიოს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[4] საბჭოთა პერიოდში სოფელში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1908[5] 90
1911[6] Increase2.svg 709
2002 1209[7][8] Increase2.svg
2014 1079[1] Decrease2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები
  3. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  4. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178-179. 
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. Кавказский календарь на 1912 год
  7. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
  8. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.