ქავთარ ბარამის ძე
იერსახე
ქავთარ ბარამის ძე — ჰერეთის დიდებული XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. მან თავის დისშვილებთან - არიშიანთან და ბარამთან ერთად XII საუკუნის დასაწყისში შეიპყრო კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან II და მიჰგვარა დავით აღმაშენებელს, რასაც მოჰყვა კახეთ-ჰერეთის შეერთება საქართველოს სამეფოსთან.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 442.
|