რუსთავის შემოერთება
იერსახე
| რუსთავის შემოერთება | |||
|---|---|---|---|
| ქართულ-სელჩუკური ომების ნაწილი | |||
| თარიღი | 1115 | ||
| მდებარეობა | რუსთავი | ||
| შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
რუსთავის შემოერთება — 1115 წელს საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ფეოდალური მონარქიის გაძლიერება-ცენტრალიზაციისათვის გატარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. 1115 წელს, როდესაც დავით IV აღმაშენებელი მუხრანში იმყოფებოდა და სელჩუკები მის თავდასხმას არ ელოდნენ, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა მტერს რუსთავი გამოსტაცა და საქართველოს სამეფოს შემოუერთა. დიდი ფეოდალური ქალაქისა და მოხერხებული სტრატეგიული პუნქტის შემოერთებას მტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს შემდგომი გაძლიერებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტრეველი რ., დიდნი საქმენი (XI საუკუნის მეორე ნახევრისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი), თბ., 1978;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- მეტრეველი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 512, თბ., 1984
| |||||||||||||||||||||
