ძაგან აბულეთისძე (XII საუკუნე)
იერსახე
ძაგან აბულეთისძე — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I მეოთხედში. იბრძოდა დავით აღმაშენებლის ცენტრალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მეფის ლაშქართან ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხებულმა შიომღვიმის მონასტერს შეაფარა თავი. მონასტერმა იგი ხელთ მისცა მეფეს. დავით აღმაშენებელმა აბულეთისძის სახლს ჩამოართვა გიორგი II-ის მიერ ნაწყალობევი ზედაზნის ციხე, მუხრანი და შიომღვიმის მონასტერს გადასცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 45.
|