აღსართან II
იერსახე
| აღსართან II | |
|---|---|
| კახეთის ქორეპისკოპოსი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1102 |
| მმართ. დასასრული: | 1104 |
| წინამორბედი: | კვირიკე IV |
აღსართან II — კახეთ-ჰერეთის უკანასკნელი მეფე (1102-1104). უნდა იყოს თოღის (მაჭრის) ციხის ქვის ფილაზე ამოჭრილ წარწერაში მოხსენიებული - "ახსართან ქორეპისკოპოსი (?)... რანთა და კახთა მფლობელი". 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერმა დიდებულებმა — არიშიანებმა — შეიპყრეს და დავით აღმაშენებელს მიჰგვარეს. დავითმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს სამეფოს შეუერთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. პაპუაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 63.
| წინამორბედი: კვირიკე IV |
კახეთის ქორეპისკოპოსი 1102 - 1104 |
შემდეგი: კახეთ-ჰერეთი შეუერთდა საქართველოს |
| |||||