აბულეთი
იერსახე
აბულეთი — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I ნახევარში, აბულეთისძეთა საგვარეულოს ფუძემდებელი, დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის სარდალი. 1110 გიორგი ჭყონდიდელის დისწულ თევდორესა და ივანე ორბელთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს, რომელმაც თურქთაგან გაათავისუფლა სამშვილდე. 1124 დავით აღმაშენებელმა აბულეთი და მისი ძე ივანე ანისის გამგებლად დანიშნა. უკანასკნელად იხსენიება 1130 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 45.
|