ფრედი ჰაიმორი
ფრედი ჰაიმორი | |
---|---|
ჰაიმორი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | ალფრედ ტომას ჰაიმორი |
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1992 ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1999–დღემდე |
მეუღლე(ები) | კლარისა მანცი (იქ. 2021)[1][2] |
მშობლები | მამა: ედვარდ ჰაიმორი |
ხელმოწერა |
ალფრედ ტომას ჰაიმორი[3] (ინგლ. Alfred Thomas Highmore; დ. 14 თებერვალი, 1992) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მსახიობობა ბავშვობაში დაიწყო და ცნობილი გახდა არაერთი მთავარი როლით შემდეგ ფილმებში: „ჯადოსნური ქვეყანა“ (ინგლ. Finding Neverland) (2004 წ.), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (ინგლ. Charlie and the Chocolate Factory) (2005 წ.), „არტური და უჩინმაჩინები“ (ინგლ. Arthur and the Invisibles) (2006 წ.), „ოგუსტ რაში“ (ინგლ. August Rush) (2007 წ.) და „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (ინგლ. The Spiderwick Chronicles) (2008 წ.). მან ზედიზედ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ორი ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა.
ჰაიმორმა შეასრულა ნორმან ბეიტსის როლი 2013-2017 წლის დრამა-თრილერის ჟანრის სერიალში — ბეიტსის მოტელი (ინგლ. Bates Motel), რისთვისაც კრიტიკოსთა არჩევანის სამ ნომინაციაზე წარდგა, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი. 2017-2024 წლებში ჰაიმორმა შეასრულა ექიმი შონ მერფის როლი ABC-ის სამედიცინო დრამატულ ტელესერიალში „კარგი ექიმი“ (ინგლ. The Good Doctor). ამ როლისთვის მან 2018 წელს მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც საუკეთესო მსახიობმა.[4]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედი ჰაიმორი დაიბადა 1992 წლის 14 თებერვალს კემდენ-ტაუნში, ლონდონში.[5] დედამისი, სუ ლატიმერი არის მსახიობების აგენტი, რომლის კლიენტებს შორის არიან დენიელ რედკლიფი და იმელდა სტონტონი. მამამისი არის ყოფილი მსახიობი ედვარდ ჰაიმორი და ჰყავს უმცროსი ძმა, სახელად ბერტი.
ჰაიმორი გაიზარდა ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაიგეიტში.[6] განათლება მიიღო დაწყებით სკოლაში, ჰამსტედის ბაღის გარეუბანში, გოლდერს-გრინთან ახლოს, ლონდონის ბორო ბარნეტში, რის შემდეგაც მოიპოვა ჰაიგეიტის სკოლის (დამოუკიდებელი სკოლა ჰაიგეიტში, ლონდონი) სტიპენდია.
2007 წლის ნოემბერში ჰაიმორი საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ ლონდონში.[6]
2008 წელს ჰაიმორმა საშუალო განათლების ზოგად გამოცდაში (GCSE) მოიპოვა უმაღლესი შეფასება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ესპანურ, ფრანგულ და ლათინურ ენებში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში.[7] 2010 წელს A level-ის გამოცდაში მან კვლავ მოიპოვა მაქსიმალური ქულები მათემატიკაში, უმაღლეს მათემატიკაში და ფრანგულ და ესპანურ ენებში.[8] 2010-2014 წლებში ჰაიმორი სწავლობდა ემანუელის კოლეჯში, კემბრიჯში, სადაც დაეუფლა ესპანურ და არაბულ ენებს და მოიპოვა შესაბამისი ხარისხი.[9]
2012 წელს ჰაიმორი მუშაობდა სტაჟიორად გალფის ბანკში, ქუვეითში, ხოლო „ბეიტსის მოტელის“ პირველი ორი სეზონის გადაღებისას ― მადრიდის იურიდიულ ფირმაში, რამაც იგი მსახიობობის შეწყვეტასა და სამართლის სწავლაზე დააფიქრა.[10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა (1999–2004)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედი ჰაიმორმა სამსახიობო კარიერა 7 წლის ასაკში მცირე როლებით დაიწყო. მისი დებიუტი შედგა კოკი გიდროიკის 1999 წელს გადაღებულ ფილმში — „Women Talking Dirty“.[5] 2001 წელს ჰაიმორმა შეასრულა მცირეწლოვანი მეფე ართურის როლი TNT-ის მინისერიალში „ავალონის ნისლები“ (The Mists of Avalon).[5]
2001 წელს მან BBC-ის მინისერიალში „Happy Birthday Shakespeare“ განასახიერა მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც ოცნებობს ეივონის სტრატფორდში გადასვლაზე.[5] ჰაიმორმა საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მის ძმასთან, ბერთი ჰაიმორთან 1999 წლის ფილმში „Women Talking Dirty“ და მამამისთან, ედვარდ ჰაიმორთან Hallmark Entertainment-ის 2001 წლის ტელეფილმში „ნამდვილი ამბავი“ (Jack and the Beanstalk: The Real Story).[11]
2004 წელს ჰაიმორი დიდ ეკრანზე დაბრუნდა ჟან-ჟაკ ანაუდის საოჯახო სათავგადასავლო ფილმით „ორი ძმა“ (Two Brothers). მან შეასრულა ფრანგი ადმინისტრატორის ვაჟის როლი, რომელსაც არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი ახალი მეგობარი, ვეფხვის ბოკვერი, სისხლის დაგემოვნების შემდეგ შესაძლოა საშიში გახდეს. ჰაიმორმა მომდევნო მთავარი როლი შეასრულა კენეთ ბრანასთან, ზოი უანამეიკერთან და ედი იზარდთან ერთად 2004 წლის ფანტასტიკურ ფილმში „ხუთი ბავშვი და იგი“ (Five Children and It). იმავე წელს ფრედი ჰაიმორმა შეასრულა პიტერ ლეველინის როლი მარკ ფორსტერის ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში „ჯადოსნური ქვეყანა“ (Finding Neverland). ამ როლისთვის მან არაერთი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის, სატურნის პრემიის ნომინაცია საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის და საეკრანო მსახიობის გილდიის ჯილდო შესანიშნავი შესრულებისთვის.
ზრდასრული როლები (2005–2011)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაიმორმა 2005 წელს ჩარლი ბაკეტის როლი შეასრულა ტიმ ბარტონის მუსიკალურ ფანტასტიკაში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, რომელიც დაფუძნებულია როალდ დალის ამავე სახელწოდების წიგნზე.[12] გავრცელებული ინფორმაციით, მას რეკომენდაცია გაუწია ვარსკვლავმა ჯონი დეპმა, ვისთან ერთადაც მონაწილეობდა „ჯადოსნურ ქვეყანაში“. დეპი იმდენად იყო აღტაცებული ახალგაზრდა მსახიობის შესრულებით, რომ ჰაიმორს როლის მიღებაში დაეხმარა.[5] ჰაიმორმა გადაწყვიტა ფილმის 1971 წლის ვერსია გადაღების დასრულებამდე არ ენახა, რათა მის შესრულებაზე გავლენა არ მოეხდინა. ამ როლისთვის მან კვლავ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა და მიენიჭა სატელიტის ჯილდო, როგორც გამორჩეული ახალბედა მსახიობი. ჰაიმორმა გაახმოვანა ამავე სახელწოდების ვიდეო თამაში.
ჰაიმორმა შეასრულა მაქს სკინერის როლი რიდლი სკოტის კომედიურ დრამაში „კარგი წელი“ (A Good Year), რომელიც დიდ ბრიტანეთში 2006 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. იმავე წელს, მან დაიწყო მთავარი პერსონაჟის, ართურ მონტგომერის როლის შესრულება ანიმაციურ სათავგადასავლო ფანტასტიკაში „ართური და უჩინმაჩინები“ (Arthur and the Invisibles), რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს გამოვიდა. ფილმს ორი გაგრძელება მოჰყვა: 2009 წელს „ართური და მალთაზარის შურისძიება“ (Arthur and the Revenge of Maltazard) და 2010 წელს „ართური და ორი სამყაროს ომი“ (Arthur 3: The War of the Two Worlds).[13] მან გაახმოვანა ტრილოგიის ვიდეო თამაში და მესამე ფილმი,[14] „ოქროს კომპასი“ (The Golden Compass) (2007 წ.) და იმავე სახელწოდების ვიდეო თამაში. ამის შემდეგ მან განასახიერა მთავარი პერსონაჟი ფილმში „ოგუსტ რაში“ (August Rush) (2007 წ.), რომელშიც ასევე მონაწილეობენ კერი რასელი, ჯონათან მეიერსი და რობინ უილიამსი. ამბავი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვზეა, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ფილმი მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2007 წლის 21 ნოემბერს.[15]
ჰაიმორმა სარა ბოლგერთან ერთად ამერიკელი ტყუპების, საიმონ და ჯარედ გრეისების ორმაგი როლი შეასრულა დონა დიტერლიზის იმავე სახელწოდების საბავშვო მოთხრობაზე დაფუძნებულ 2008 წლის ფილმში „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (The Spiderwick Chronicles). ჰაიმორმა გაახმოვანა არაერთი პერსონაჟი: საიმონი და ჯარედი ვიდეო თამაშში „სპაიდერვიკის ქრონიკები“,[16] იმავე წელს - პატარა ჯეკი ანიმაციურ ფილმში „პატარა ვუკი“ (A Fox's Tale), 2009 წელს - მთავარი პერსონაჟი ფილმში „ასტრო ბიჭი“ (Astro Boy)[17] და მის შესაბამის ვიდეო თამაშში.[18] ამის შემდეგ მან მთავარი როლი შეასრულა BBC–ს ბიოგრაფიულ ფილმში „გახუხული პური“ (Toast) ნაიჯელ სლატერის შესახებ, რომელიც გამოვიდა 2010 წლის 30 დეკემბერს. ეს იყო მესამე ფილმი, რომელშიც ჰაიმორმა მონაწილეობა ჰელენა ბონემ კარტერთან ერთად მიიღო.[19] იმავე წელს მან შეასრულა ჰალი ბალარდის როლი ფილმში „ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ (Master Harold... And the Boys). მომდევნო წელს ჰაიმორმა ემა რობერტსთან ერთად მიიღო მონაწილეობა რომანტიკულ-კომედიურ დრამაში „საშინაო დავალება“ (The Art of Getting By) (2011 წ.).[20]
ბეიტსის მოტელი და კარგი ექიმი (2012-2017)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს ჰაიმორმა გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ანიმაციურ სათავგადასავლო ფილმში „ჯასტინი და სიმამაცის რაინდები“ (Justin and the Knights of Valour). 2013-2017 წლებში ვერა ფერმიგასთან ერთად მონაწილეობდა A&E-ის ფსიქოლოგიურ დრამაში „ბეიტსის მოტელი“, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ პრიკველში, რომელშიც სცენარი იწყება ახლანდელ დროში.[21] 2016 წელს მან ხალხის არჩევანის ჯილდო მოიპოვა,[22] ხოლო მიღებული აქვს ნომინაციები: სატურნის ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის (2013 წ.),[23] სატელიტის ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო დრამაში (2013 წ.)[24] და კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობისთვის (2014–2015 წწ. და 2017 წ.).[25][26][27] ჰაიმორმა „ბეიტსის მოტელზე“ მუშაობისას მონაწილეობა მიიღო სცენარის წერასა და რეჟისორობაში. მან დაწერა მეოთხე სეზონის ეპიზოდი „Unfaithful“[28] და მეხუთე სეზონის ეპიზოდი "Inseparable", ხოლო რეჟისორი იყო მეხუთე სეზონის ეპიზოდის „The Body“.[29]
2014 წლის აგვისტოში განაცხადეს, რომ NBC-მ შეიძინა კომედიური საპილოტე სცენარი, რომლის ავტორები და აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ ჰაიმორი და „ბეიტსის მოტელის“ შოურანერი, კერი ერინი.[30] 2015 წელს მან მარამა კორლეტთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ვიდეოში „You're My Waterloo“.[31] ჰაიმორმა 2016 წელს ვიქტორ ფერგუსონის როლი შეასრულა BBC Two-ს შვიდ ნაწილიან მინისერიალში „მტერთან ახლოს“ (Close to the Enemy)[32] და მონაწილეობა მიიღო ნიკ ჰემის პოლიტიკურ კომედიურ დრამაში „მოგზაურობა“ (The Journey).[33] მომდევნო წლიდან მოყოლებული 2024 წლამდე შეასრულა ექიმი შონ მერფის როლი ABC-ის სამედიცინო დრამაში „კარგი ექიმი“ (The Good Doctor) და არის სერიალის პროდიუსერი.[34][35] 2017 წელს მან მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობმა.[36]
ჰაიმორმა მონაწილეობა მიიღო „კანტერვილის მოჩვენების“ (The Canterville Ghost) ანიმაციური ეკრანიზაციის ქასთინგში მთავარი პერსონაჟის გახმოვანებისთვის.[37] ის შეასრულებს ბეიბი ფეის ნელსონის როლს A&E-ს დრამაში „Baby Face“, რომლის სცენარიც მან და კერი ერინმა დაწერეს და მომავალში ერთად აწარმოებენ.[38] ჰაიმორი ასევე იქნება კერი ერინის დრამის, „Long Distance“-ის აღმასრულებელი პროდიუსერი.[39]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედი ჰაიმორი ცხოვრობს ლონდონში და თავს არიდებს სოციალურ მედიას.[40] ის და მსახიობი ვერა ფარმიგა არიან ახლო მეგობრები. მათ შეასრულეს ნორმან და ნორმა ბეიტსების როლი ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“. ჰაიმორი ფარმიგას ერთ-ერთი შვილის ნათლიაა.[41]
ინგლისურის გარდა, ჰაიმორი საუბრობს ესპანურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე.[42]
2021 წლის სექტემბერში გადაცემაში „ჯიმი კიმელი პირდაპირ ეთერში!“ ჩაწერილ ინტერვიუში ჰაიმორმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდა.[43] მისი მეუღლე არის ვებ-დიზაინერი კლარისა მანცი, რომელიც ჰაიმორთან ერთად კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა.[1][2]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართული სახელწოდება | მშობლიური სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
1999 | — | Women Talking Dirty | სემი | |
2000 | — | Happy Birthday Shakespeare | სტივენ გრინი | ტელეფილმი |
2002 | — | I Saw You | ოსკარ ბინგლი | ტელეფილმი |
2004 | „ორი ძმა“ | Two Brothers | რაულ ნორმანდინი | |
„ჯადოსნური ქვეყანა“ | Finding Neverland | პიტერ ლეველინ დეივისი | ||
„ხუთი ბავშვი და იგი“ | Five Children and It | რობერტი | ||
2005 | „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ | Charlie and the Chocolate Factory | ჩარლი ბაკეტი | |
2006 | „კარგი წელი“ | A Good Year | მცირეწლოვანი მაქს სკინერი | |
„ართური და უჩინმაჩინები“ | Arthur and the Invisibles | ართურ მონტგომერი | ||
2007 | „ოგუსტ რაში“ | August Rush | ევან ტეილორი/ოგუსტ რაში | |
„ოქროს კომპასი“ | The Golden Compass | პანტალაიმონი | გახმოვანება | |
2008 | „სპაიდერვიკის ქრონიკები“ | The Spiderwick Chronicles | ჯარედ და საიმონ გრეისები | |
„პატარა ვუკი“ | A Fox's Tale | პატარა ჯეკი | გახმოვანება | |
2009 | „ასტრო ბიჭი“ | Astro Boy | ტობი ტენმა/ასტრო ბიჭი | გახმოვანება |
„ართური და მალთაზარის შურისძიება“ | Arthur and the Revenge of Maltazard | ართურ მონტგომერი | ||
2010 | „ართური და ორი სამყაროს ომი“ | Arthur 3: The War of the Two Worlds | ართურ მონტგომერი | |
„ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ | Master Harold...and the Boys | ჰალი ბალარდი | ||
„გახუხული პური“ | Toast | ნაიჯელ სლეიტერი | ტელეფილმი | |
2011 | „საშინაო დავალება“ | The Art of Getting By | ჯორჯ ზინავოი | |
2013 | „ჯასტინი და სიმამაცის რაინდები“ | Justin and the Knights of Valour | ჯასტინი | გახმოვანება |
2016 | „მოგზაურობა“ | The Journey | მძღოლი ჯეკი | |
„თითქმის მეგობრები“ | Almost Friends | ჩარლი ბრენერი | ||
2017 | „ტურ დე ფრანსი“ | Tour de Pharmacy | ადრიან ბატონი | ტელეფილმი |
2020 | „დრაკონის მხედარი“ | Drachenreiter | ბენი | გახმოვანება/გადაღება |
2021 | „საცავი“ | The Vault | ტომ ჯონსონი | |
2023 | „კანტერვილის მოჩვენება“ | The Canterville Ghost | ჩეშირის ჰერცოგი | გახმოვანება, შემუშავების პროცესი |
ტელესერიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართული სახელწოდება | მშობლიური სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
2001 | „ავალონის ნისლები“ | The Mists of Avalon | მცირეწლოვანი ართური | 2 ეპიზოდი |
„ნამდვილი ამბავი“ | Jack and the Beanstalk: The Real Story | ბავშვი სათამაშო მოედანზე | 2 ეპიზოდი | |
2013–2017 | „ბეიტსის მოტელი“ | Bates Motel | ნორმან ბეიტსი | მთავარი როლი, სცენარის ავტორი, რეჟისორი |
2016 | „მტერთან ახლოს“ | Close to the Enemy | ვიქტორ ფერგუსონი | 7 ეპიზოდი |
2017–2024 | „კარგი ექიმი“ | The Good Doctor | ექიმი შონ მერფი | მთავარი როლი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, რეჟისორი |
2018 | — | Taskmaster | საკუთარი თავი | მონაწილე |
2021 | „ლეონარდო“ | Leonardo | სტეფანო ჯირალდი | აღმასრულებელი პროდიუსერი |
ვიდეო თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელწოდება | როლი |
---|---|---|
2005 | „Charlie and the Chocolate Factory“ | ჩარლი ბაკეტი |
2007 | „Arthur and the Invisibles“ | ართურ მონტგომერი |
„The Golden Compass“ | პანტალაიმონი | |
2008 | „The Spiderwick Chronicles“ | ჯარედ და საიმონ გრეისები |
2009 | „Astro Boy: The Video Game“ | ტობი ტენმა/ასტრო ბიჭი |
მუსიკალური ვიდეოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სიმღერის სახელწოდება | შემსრულებელი |
---|---|---|
2004 | „Girls“ | The Prodigy |
2015 | „You're My Waterloo“ | The Libertines |
ჯილდოები და ნომინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრედი ჰაიმორი“ ვიკისაწყობში.
- ფრედი ჰაიმორი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Morris, Nicky (28 November 2022). „Who is The Good Doctor star Freddie Highmore's wife?“. Hello!. ციტირების თარიღი: 19 April 2023.
- ↑ 2.0 2.1 Wallace, Debra (12 September 2022). „We Finally Know Who 'The Good Doctor' Star Freddie Highmore Married! Find Out What His New Bride Does for a Living and More“. Parade. ციტირების თარიღი: 19 April 2023.
- ↑ ინგლისისა და უელსის დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების სია, 1984–2004 წწ.; დაბადების სახელი რეგისტრირებულია, როგორც „Alfred Thomas Highmore“.
- ↑ აუსიელო, მაიკლ. (11 მაისი, 2017 წ.) ABC-იმ დაუკვეთა კარგი ექიმი, რომელშიც „ბეიტსის მოტელის“ მსახიობი, ფრედი ჰაიმორი მონაწილეობს. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-12. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2017 წ.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ფრედი ჰაიმორი - ბიოგრაფია. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2013 წ.
- ↑ 6.0 6.1 სალისბერი, მარკ. ფრედი ჰაიმორი გულწრფელობას ინარჩუნებს მუსიკით გაჯერებულ „ოგუსტ რაშში“. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2017 წ.
- ↑ უმაღლესი ქულები "ჩარლის" ვარსკვლავისთვის en (2008-08-21). ციტირების თარიღი: 2022-01-30
- ↑ უმაღლესი ქულები ჰაიმორისთვის en. ციტირების თარიღი: 2022-01-30
- ↑ მსახიობი ჰაიმორი ორმაგ პირველ ხარისხს იღებს (3 ივლისი 2014). ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2015
- ↑ შია, ჯონათანი. (2018-01-10) ფრედი ჰაიმორი ნორმან ბეიტსიდან შონ მერფი სამ დღეში გახდა en. ციტირების თარიღი: 2022-01-30
- ↑ ფრედი ჰაიმორის ქრონიკები (17 თებერვალი, 2008 წ.). ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2017 წ..
- ↑ ფრედი ჰაიმორის როლი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანაში“ (23 მაისი, 2004 წ.). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2013 წ.
- ↑ ფილმები: „ართური და მალთაზარის შურისძიების“ დეტალები.
- ↑ ფილმები: „ართური და ორი სამყაროს ომის“ დეტალები.
- ↑ ფრედი ჰაიმორი საუბრობს „ოგუსტ რაშის“ შესახებ YouTube-ზე
- ↑ ჰაიმორი უერთდება „სპაიდერვიკის ქრონიკებს“ (24 ივლისი, 2006 წ.).
- ↑ ფრედი ჰაიმორი Imagi Studios-ის „ასტრო ბიჭს“ უერთდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2020.
- ↑ ფრედი ჰაიმორი და კრისტენ ბელი უერთდებიან „ასტრო ბიჭი: ვიდეო თამაშს“ (5 ივლისი, 2009 წ.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-27. ციტირების თარიღი: 2020-06-02.
- ↑ „BBC One-ის ახალი დრამა, ჰელენა ბონემ კარტერი და ფრედი ჰაიმორი მონაწილეობას იღებენ „გახუხულ პურში““. BBC News. 21 მაისი, 2010 წ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ კოქსი, გორდონ. (21 აპრილი, 2010 წ.) რობერტსსა და ჰაიმორს „საშინაო დავალება“ დაუნიშნეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-15. ციტირების თარიღი: 2020-06-02.
- ↑ გოლდბერგი, ლესლი. (14 სექტემები, 2012 წ.) A&E-ის „ფსიქოს“ პრიკველი, „ბეიტსის მოტელი“ ახალგაზრდა ნორმანს პოულობს.
- ↑ ხალხის არჩევანის 2017 წლის გამარჯვებულთა სია (18 იანვარი, 2017 წ.).
- ↑ მაკეიბი, ჯოზეფ. (28 ივნისი, 2014 წ.) „გრავიტაცია“, „მოსიარულე მკვდრები“ და „მძიმე დანაშაული“ იგებენ სატურნის მე-40 ყოველწლიურ ჯილდოს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2020.
- ↑ პონდი, სტივ. (2 დეკემბერი, 2013 წ.) “მონობის 12 წელი“ სატელიტის ჯილდოს ნომინაციების პირველ ადგილს იკავებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-08. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2015 წ.
- ↑ სენდბერგი, ბრინ ელისი. (19 ივნისი, 2014 წ.) 2014 წლის კრიტიკოსთა არჩევანის დაჯილდოება: გამარჯვებულთა სრული სია. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2015 წ.
- ↑ პედერსენი, ერიკი. (6 მაისი, 2015 წ.) კრიტიკოსთა არჩევანის დაჯილდოება: „სამართლიანობა“, „ოლივია კიტერეჯი“, HBO ლიდერობს. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2015 წ.
- ↑ კილდეი, გრეგი. (6 დეკემბერი, 2017 წ.) კრიტიკოსთა არჩევანის დაჯილდოება: „წყლის ფორმა“ 14 ნომინაციით ლიდერობს. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2017 წ.
- ↑ საკლაო, კრისტიანი. (4 აპრილი, 2016 წ.) „ბეიტსის მოტელის“ ვარსკვლავი, ფრედი ჰაიმორი A&E-ის „ფსიქოს“ პრიკველის მეოთხე სეზონის მერვე ეპიზოდის სცენარის წერაზე საუბრობს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-25. ციტირების თარიღი: 2020-06-02.
- ↑ ბეტლერი, ელენა. (23 ივლისი, 2016 წ.) „ბეიტსის მოტელი“: 8 ფაქტი მეხუთე სეზონის შესახებ, რიანას როლი და კიდევ მეტი.
- ↑ გოლდბერგი, ლესლი. (22 აგვისტო, 2014 წ.) ფრედი ჰაიმორმა და კერი ერინმა („ბეიტსის მოტელიდან“) NBC-ს კომედიური სცენარი მიჰყიდეს.
- ↑ მონრო, ჯაზ. (2 დეკემბერი, 2015 წ,) ლიბერტინების ახალი რომანტიკულ მუსიკალურ კლიპში „You're My Waterloo“ მონაწილეობს ფრედი ჰაიმორი.
- ↑ BBC Two-მ დააანონსა სტივენ პოლიაკოფის ახალი დრამა და მასში მონაწილე მსახიობები. BBC News (30 მარტი, 2015 წ.).
- ↑ მაკნერი, დეივ. (10 სექტემბერი, 2015 წ.) Toronto: ჯონ ჰარტი, ტობი სტივენსი და ფრედი ჰაიმორი უერთდებიან „მოგზაურობას“.
- ↑ გოლდბერგი, ლესლი. (24 თებერვალი, 2017 წ.) „ბეიტსის მოტელის“ ვარსკვლავი, ფრედი ჰაიმორი დევიდ შორის დრამაში.
- ↑ ფრედი ჰაიმორი მკვლელი „ბეიტსიდან“ სიცოცხლის გადამრჩენელ „კარგ ექიმად“ გარდაისახა (6 აგვისტო, 2017 წ.). ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2017 წ.
- ↑ ოქროს გლობუსი: „წყლის ფორმა“ და „დიდი პატარა ტყუილები“, როგორც მთავარი ნომინანტები (11 დეკემბერი, 2017 წ.). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2017 წ.
- ↑ კემპი, სტიუარტი. (9 მაისი, 2014 წ.) Cannes: ფრედი ჰაიმორი ოსკარ უაილდის „კანტერვილის მოჩვენების“ ანიმაციას ახმოვანებს.
- ↑ ბირნბაუმი, დებრა. (16 დეკემბერი, 2016 წ.) ფრედი ჰაიმორმა და კერი ერინმა („ბეიტსის მოტელიდან“) დრამის საპილოტე სცენარი A&E-ს მიჰყიდეს (ექსკლუზივი). ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2016 წ.
- ↑ ანდრეევა, ნელი. (15 მარტი, 2017 წ.) NBC-იმ იყიდა ფრედი ჰაიმორის, კერი ერინის („ბეიტსის მოტელიდან“) და პროდიუსერ დანიელ გელბერის დრამა. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2017 წ.
- ↑ რუბი, ჯენიფერ. (3 მაისი, 2017 წ.) ფრედი ჰაიმორი: „ცხოვრებაში არსებული ბალანსი ლონდონში ცხოვრებამ და სოციალური მედიიდან თავის შორს დაჭერამ შემინარჩუნა.“. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2017 წ.
- ↑ ლაური ნეფი. (26 თებერვალი, 2014 წ.) ვერა ფარმიგა ამბობს, რომ „ბეიტსის მოტელის“ დრამა მხოლოდ ეკრანზეა. Associated Press. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2020 წ..
- ↑ W, Ncuthu. (2020-11-05) „კარგი ექიმის“ ვარსკვლავი მისი და ჯონი დეპის ურთიერთობაზე საუბრობს: 25 ფაქტი ფრედი ჰაიმორის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-23. ციტირების თარიღი: 2020-12-15
- ↑ Atad, Corey. (28 September 2021) Freddie Highmore Reveals He Is Married On Jimmy Kimmel Live!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 28 September 2021