ბეიტსის მოტელი (მეხუთე სეზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეიტსის მოტელი
სეზონი 5

ოფიციალური პოსტერი
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი A&E
ეთერში 20 თებერვალი, 2017 (2017-02-20) – 24 აპრილი, 2017 (2017-04-24)
სეზონების ქრონოლოგია
ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია

ბეიტსის მოტელის მეხუთე და საფინალო სეზონის[1] პრემიერა გაიმართა 2017 წლის 20 თებერვალს, ხოლო დასრულდა 2017 წლის 24 აპრილს. სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან და გადიოდა ტელეკომპანია A&E-ის ეთერში ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე.[2] სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის, ფსიქოს თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება. მიუხედავად ამისა, საფინალო სეზონი რაღაც კუთხით იმეორებს ფსიქოს სიუჟეტს. მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.

სეზონი Blu-ray-სა და DVD-ზე 2017 წლის 19 სექტემბერს გამოვიდა.[3]

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა ფარმიგა, ფრედი ჰაიმორი და მაქს ტირიოტი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ნორმა ლუის ბეიტსის, ნორმან ბეიტსის და დილან მასეტის როლებს.
ოლივია კუკი, ნესტორ კარბონელი და რიანა (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ემა დეკოდის, შერიფ ალექს რომეროს და მარიონ კრეინის როლებს.

მეორეხარისხოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური მოწვევით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქასთინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ივნისში, კერი ერინმა Deadline Hollywood-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კენი ჯონსონი მეხუთე სეზონში კელებ კალჰუნის როლის შესასრულებლად დაბრუნდებოდა.[4] მომდევნო წელს განაცხადეს, რომ რიანა მარიონ კრეინის სიმბოლურ როლს შეასრულებდა.[5][6] 2016 წლის სექტემბერში იზაბელ მაკნალი პერსონაჟთა სიას შეუერთდა, როგორც მედელინ ლუმისი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნორმას ძალიან ჰგავს.[7] იმავე თვეს, ბრუკ სმითი შერიფ ჯეინ გრინის როლისთვის აირჩიეს.[8] 2017 წლის თებერვალში ოსტინ ნიკოლსი სერიალს სემ ლუმისის, ბეიტსის მოტელის და ფსიქოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟის როლის შესასრულებლად შეუერთდა.[9] იმავე თვეს განაცხადეს, რომ რაიან ჰერსტი ჩიკ ჰოგანის როლის შესასრულებლად ბრუნდებოდა.[10] 2017 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლტონ კუზი პოლიციის ოფიცერს განასახიერებდა, რომელიც მარიონს აედევნება.[11] იმავე თვეს, პერსონაჟთა სიას ნატალია კორდოვა-ბაკლი შეუერთდა ჯულია რამოსის როლის შესასრულებლად.[12]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი გადაღებულია ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. პირველი სეზონის დაწყებისას, ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე.[13][14] ფრედი ჰაიმორმა სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის სცენარი დაწერა, ხოლო მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ეპიზოდით „The Body“.[15] სეზონის სხვა ეპიზოდების რეჟისორობაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მაქს ტირიოტმა და ნესტორ კარბონელმა.[16]

სეზონის წარმოება 2016 წლის 16 სექტემბერს დაიწყო.[17] სერიალის საფინალო სცენები გადაიღეს ალდერგროვში მდებარე ბეიტსის მოტელის ნაგებობაში 2017 წლის 25 იანვარს, ხოლო წარმოების დასრულების შემდეგ, მომდევნო დღეს სახლის დანგრევა დაიწყეს.[18][19] კარბონელმა შერიფ ალექს რომეროს საბოლოო სცენები 2017 წლის 27 იანვარს გადაიღო.[20][21] სერიალის გადაღება ოფიციალურად დასრულდა 2017 წლის 31 იანვარს.[22] 2017 წლის თებერვალში ალდერგროვში მდებარე ბეიტსის მოტელის ნაგებობა დაანგრიეს.[23]

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიUS მაყურებელი
(მილიონი)
411„Dark Paradise“ტაკერ გეიტსიკერი ერინი20 თებერვალი, 2017 (2017-02-20)1.34[24]
ნორმას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. ნორმანი მარტო ცხოვრობს და მოტელს მართავს. სახლში მას გამუდმებით ეჩვენება „დედა“ და სჯერა, რომ მან სიკვდილი გაითამაშა, რათა ხალხს დაემალოს, რა დროსაც ნორმას ცხედარი სარდაფში საიდუმლოდ აქვს შენახული. დილანი და ემა სიეტლში ცხოვრობენ, სადაც ისინი დაქორწინდნენ და ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა არაფერი იციან ნორმას გარდაცვალების შესახებ. კელები მათთან მიდის, რაც დილანს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რის გამოც ემა მას წასვლას სთხოვს. თეთრი ფიჭვის ყურეში რომერო 5 წლიან სასჯელს იხდის, ხოლო ვადამდელ გათავისუფლებაზე უარყოფით პასუხს იღებს. რომერო ნორმანთან დაქირავებულ მკვლელს გზავნის, რომელსაც „დედა“ კლავს. ნორმანი გაიცნობს მედელინ ლუმისს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის ახალგაზრდა მფლობელს, რომელიც ნორმას ძალიან ჰგავს. როცა „დედა“ და ნორმანი დაქირავებული მკვლელის სხეულს ტბაში აგდებენ, მამაკაცის ტელეფონი რეკავს. ნორმანი ყურმილს იღებს და რომეროს ხმას იგებს.
422„The Convergence of the Twain“სარა ბოიდიელისონ ევანზი და სტივ კორნაკი27 თებერვალი, 2017 (2017-02-27)1.28[25]
ნორმანი რომეროს ციხეში მოინახულებს, სადაც ის დაემუქრება, რომ მალე გამოვა და პასუხს აგებინებს. მოგვიანებით, რომერო და სხვა პატიმარი ჩხუბს იწყებენ, რის შემდეგაც მას ციხის საავადმყოფოში გაგზავნიან. ნორმანი მედელინთან და მის ქმართან, სემთან ერთად სავახშმოდ მიდის. ნორმანი მიხვდება, რომ სემი მედელინს ღალატობს, რადგან მოტელში სხვა ქალთან ერთად იყო მისული. „დედა“ ნორმანს გაჰყვება და ეკითხება, თუ რატომ ვახშმობს გოგოსთან, რომელიც მას ჰგავს. ამასობაში, კელები თეთრი ფიჭვის ყურეში ბრუნდება და ნორმას ეძებს, თუმცა გაიგებს, რომ მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ის ნორმას საფლავზე მივა და ატირდება. მოგვიანებით, ჩიკი კელებს ბარში წააწყდება. ის დარწმუნებულია, რომ ნორმა ნორმანმა მოკლა, რადგან ნორმა თავს არასდროს მოიკლავდა, რის გამოც შურისძიებას აპირებს. კელები ბეიტსების სახლში ბრუნდება და სარდაფში ნორმას გაყინულ ცხედარს აღმოაჩენს. ამ დროს ნორმანი, რომელსაც „დედას“ ტანსაცმელი აცვია და მის პიროვნებადაა გარდასახული, კელებს თავს ესხმის. ჩიკი ამ ყველაფერს შეესწრება და განცვიფრებულია.
433„Bad Blood“სარა ბოიდიტომ სენტდიორდი6 მარტი, 2017 (2017-03-06)1.28[26]
კელები ბეიტსების სახლის სარდაფში ჯაჭვებით დაბმული იღვიძებს. „დედას“ პიროვნებად გარდასახული ნორმანი მასთან მიდის და მათ წარსულს იხსენებს. ამის შედეგად კელები ნელ-ნელა ჭკუიდან გადადის. ჩიკი, რომელმაც არაფერი იცის ნორმანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სახლში დარჩება, რათა ნორმანზე დაფუძნებული კრიმინალური ნოველის დასაწერად დაკვირვებები ჩაატაროს. მედელინი ნორმანს თავისი ქორწინების პრობლემების შესახებ უყვება და ისინი მეგობრდებიან. ამასობაში, რომეროს, ციხეში ჩხუბის შემდეგ სხვაგან გადაიყვანენ. ის გაიქცევა და ფერმიდან მანქანის მოპარვას აპირებს, თუმცა მფლობელი იარაღით დაჭრის. „დედა“ ნორმანს დაჟინებით სთხოვს, რომ კელები მოკლას, რადგან თავად ამას ვერ აკეთებს. ნორმანი კელებს ათავისუფლებს, მაგრამ „დედა“ გამოედევნება. საბოლოოდ, მას გზაზე ჩიკი დაეჯახება, რომელსაც მანქანის ტარებისას მიღებული შეტყობინების გამო ყურადღება გაეფანტა.
444„Hidden“მაქს ტირიოტიტორი სპირი13 მარტი, 2017 (2017-03-13)1.25[27]
კელების სიკვდილის შემდეგ ჩიკი მის ცხედარს დაწვავს. ახალი შერიფი შეიტყობს, რომ ჯიმ ბლეკუელმა ციხეს თავი დააღწია, რის შემდეგაც ნორმანს შეკითხვებს დაუსვამს, რადგან ბლეკუელს ბეიტსების სახლის მისამართი ჰქონდა. ამასობაში, რომერო ჭრილობებს დაიმუშავებს და მეგი სამერსის, კით სამერსის დის სახლში მიდის. ჩიკი ცდილობს ბეიტსების სახლში გადავიდეს, მაგრამ ნორმანი უარზეა, რადგან ფიქრობს, რომ მისი იქ ყოფნა კარგი აზრი არ არის. ნორმანი და „დედა“ ხშირად კამათობენ, რადგან ნორმანს საკუთარი ცხოვრების კონტროლი უნდა. როცა სემი ქალაქიდან მიემგზავრება, მედელინი ნორმანს თავის სახლში სავახშმოდ იწვევს და ისინი ერთმანეთს კოცნიან. ამ დროს „დედა“ იღვიძებს და ნორმანს ეჩვენება ყელგამოჭრილი მედელინი. ამის გამო ნორმანი სახლში გაიქცევა და „დედას“ ეძახის, თუმცა მას ვერ პოულობს.
455„Dreams Die First“ნესტორ კარბონელიერიკა ლიპესი და კერი ერინი20 მარტი, 2017 (2017-03-20)1.36[28]
ნორმანი მომდევნო დილას გაიღვიძებს, მაგრამ „დედა“ ისევ არ დაბრუნებულა. შერიფი გრინი ნორმანთან მიდის და აცნობებს, რომ რომერო ციხიდან გაიქცა და შესაძლოა მასთან მოვიდეს. სიეტლში, დილანი ემას უხსნის, თუ რატომ გაწყვიტა ყველანაირი კონტაქტი ნორმასთან. ის უმხელს, რომ ნორმანის მდგომარეობა გაუარესდა და ოდრი მოტელში მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ემა მოგვიანებით გაარკვევს, რომ ნორმა გარდაიცვალა. თეთრი ფიჭვის ყურეში, სემის საყვარელი, მარიონ კრეინი 400 000 დოლარის მოპარვის შემდეგ გაიქცევა. მედელინი სემს ღალატის გამო უპირისპირდება. ნორმანი თავის თერაპევტს, ექიმ ედვარდსს შეხვდება, რომელიც დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ ნორმა მკვდარია და მისი პიროვნება თავად ხდება. ნორმანი ბარში მიდის, სადაც მას კლიენტები ამოიცნობენ და ამბობენ, რომ გასულ ღამეს შეხვდნენ, რის გამოც ის ძალიან დაიბნევა. ერთ-ერთი მამაკაცი ნორმანის შეცდენას ცდილობს, რა დროსაც მას ახსენდება „დედა“, რომელსაც მამაკაცთან სექსი აქვს. პანიკაში ჩავარდნილი ნორმანი სახლში გაიქცევა, რა დროსაც ბეიტსის მოტელში მარიონი მიდის.
466„Marion“ფილ აბრაჰამიკარლტონ კუზი და კერი ერინი27 მარტი, 2017 (2017-03-27)1.30[29]
ნორმანი მარიონს ესალმება. ამ დროს სიეტლში, ემა დილანს ეუბნება, რომ დედამისი გარდაიცვალა. ნორმანი და მარიონი ერთად ივახშმებენ, რის შემდეგაც ნორმანი მას შხაპის მიღების დროს უთვალთვალებს. მოგვიანებით ნორმანი მარიონს გაუმხელს, რომ სემი დაქორწინებულია. განრისხებული მარიონი სემის მანქანის ფანჯრებს ჩაამსხვრევს მას შემდეგ, რაც მას და მედელინს ერთად დაინახავს. როცა მარიონი მოტელში ბრუნდება, „დედა“ ცდილობს ნორმანის დარწმუნებას, რომ ის მოკლას, თუმცა ნორმანი დედამისს წინააღმდეგობას უწევს და მარიონს წასვლას აიძულებს, რომ არაფერი დაუშავოს. მარიონი ქალაქიდან მიდის, რა დროსაც მოტელში სემი მოდის. ის შხაპის მიღებას გადაწყვეტს. „დედა“ სემს ნორმანის მამას ადარებს, რის შემდეგაც ნორმანი მას სააბაზანოში კლავს.
477„Inseparable“სტეფ გრინიამბავი: ფრედი ჰაიმორი და ერიკა ლიპესი
ტელედადგმა: ფრედი ჰაიმორი
3 აპრილი, 2017 (2017-04-03)1.26[30]
„დედა“ და ნორმანი სემის სხეულს აგდებენ, თუმცა ნორმანს აღარ უნდა, რომ „დედა“ ეჩვენებოდეს. შერიფი გრინი ბლეკუელის სხეულს იპოვის. ნორმანი ნორმას გაყინულ ცხედარს ტყეში გადამალავს, რადგან პოლიციამ შესაძლოა მისი სახლი გაჩხრიკოს. დილანი ბეიტსების სახლში მიდის და ნორმანს ეუბნება, რომ ნორმას გარდაცვალება არ უნდა დაემალა და მისი დახმარების საშუალება უნდა მიეცა. დილანი გაიგებს, რომ ექიმი ედვარდსი დაიკარგა და გარდაცვლილად გამოაცხადეს, რა დროსაც ნორმანი ამბობს, რომ მას რამდენი დღის წინ შეხვდა. დილანი მედელინს შეხვდება, რომელიც სემის დაკარგვის გამო ღელავს. დილანი ნორმანს სემის შესახებ ეკითხება და წამლების მიღებას სთხოვს, მაგრამ ნორმანის სხეულს „დედა“ დაეპატრონება და დილანის მოკვლას შეეცდება. ნორმანი წინააღმდეგობას უწევს და „დედას“ ებრძვის, რასაც განცვიფრებული დილანი უყურებს. ნორმანი 911-ზე რეკავს და სემის მკვლელობას აღიარებს.
488„The Body“ფრედი ჰაიმორიერიკა ლიპესი10 აპრილი, 2017 (2017-04-10)1.23[31]
ნორმანი დაკავებისას ღელავს, რადგან დარწმუნებულია, რომ „დედა“ წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება. მას დაკითხავენ და წამლებს მისცემენ, მაგრამ „დედა“ აიძულებს, რომ მედიკამენტები აღებინოს, რის შემდეგაც მასზე სრულ კონტროლს მოიპოვებს. „დედა“ სემის მკვლელობისთვის მედელინს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნორმანმა დანაშაული მის გადასარჩენად გადაიბრალა. დილანი ადვოკატს დაიქირავებს და უხსნის, რომ ნორმანი ბოროტმოქმედი და ცუდი პიროვნება არ არის, არამედ მას ფსიქიკური დაავადება სჭირს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება სჭირდება. ტბაში ემას დედის ცხედარს იპოვნიან, რაც დილანის ეჭვს ადასტურებს, რომ ოდრი ნორმანმა მოკლა. რომერო ბეიტსების სახლში ბრუნდება, სადაც ჩიკს იპოვის, რომელიც ნოველის წერითაა დაკავებული. მან რომერო და არსებული სიტუაცია მასხრად აიგდო, რის გამოც რომერო მას კლავს. სემის სხეულს იპოვიან, რის შემდეგაც ნორმანს, რომელიც ისევ „დედას“ კონტროლის ქვეშაა, ბრალდებას სამმაგი მკვლელობისთვის უყენებენ.
499„Visiting Hours“ოლატუნდე ოსუნსანმისკოტ კოზარი17 აპრილი, 2017 (2017-04-17)1.22[32]
ადვოკატი ცდილობს, რომ ნორმანი შეურაცხადად ცნონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას სასიკვდილო სასჯელი ელის. ემა დილანის სანახავად მიდის, მაგრამ არ არის დარწმუნებული მათი ურთიერთობის შესახებ, რადგან დილანი ნორმანის მხარეს იჭერს. სასამართლო მოსმენაზე წარდგენილი სამხილებისა და ბრალდებების შემდეგ, მედელინი დილანს ეკითხება, თუ როგორ ახერხებს ცხოვრებას იმის ცოდნით, რაც მისმა ძმამ ჩაიდინა. ემა სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს და წასვლამდე ნორმანის სანახავად მიდის. ის მაშინვე ხვდება, რომ ნორმანი „დედას“ პიროვნებადაა გარდასახული და სთხოვს ნორმანს გადასცეს, რომ ძალიან ენატრება. რომერო ნორმანის ადგილსამყოფელს დაადგენს და პოლიციის ოფიცრებს მის გაშვებას აიძულებს. ამის შემდეგ ის ნორმანს მანქანაში ჩასვამს და ნორმას ცხედართან მიყვანას აიძულებს.
5010„The Cord“ტაკერ გეიტსიკერი ერინი და კარლტონ კუზი24 აპრილი, 2017 (2017-04-24)1.41[33]
„დედა“ რომეროს ნორმას სხეულთან მიიყვანს, სადაც ის ტირილს დაიწყებს, რა დროსაც ნორმანი მას თავისივე იარაღით კლავს. სიკვდილის წინ რომერო ნორმანს ეუბნება, რომ ვერასოდეს გაექცევა იმ ფაქტს, რომ საკუთარი დედა მოკლა. „დედა“ ნორმანს ეუბნება, რომ სიმართლე უკვე იცის და მის დასაცავად საჭირო აღარ არის, რის შემდეგაც „დედა“ ნორმანს სამუდამოდ ტოვებს. ნორმანი ამ ინფორმაციასთან გამკლავებას ვერ ახერხებს, რის გამოც მისი გონება იმ დროში ბრუნდება, როცა ის და ნორმა მოტელში პირველად გადავიდნენ. ის ნორმას ცხედარს სახლში წაიღებს, რა დროსაც ჰგონია, რომ ის ისევ ცოცხალია და დილანს სავახშმოდ მიიწვევს. დილანი პოლიციას ამის შესახებ არ ატყობინებს. სავახშმო მაგიდასთან მყოფი ნორმას ცხედრის დანახვის შემდეგ, დილანი ნორმანს ემუდარება, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს, მაგრამ ნორმანს დედამისი გარეშე ცხოვრების გაგრძელება არ უნდა. ის დილანს აიძულებს, რომ იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს. სიკვდილის წინ ნორმანი დილანს მადლობას უხდის, რის შემდეგაც მის ხელებში კვდება. მოტელს და სახლს გაყიდიან, ხოლო დილანი და ემა თავიანთ ქალიშვილთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას განაგრძობენ.

მიღებული შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსთა გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონმა ტელეკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ბეიტსის მოტელის მეხუთე სეზონი Metacritic–მა 8 კრიტიკოსზე დაყრდნობით 100–დან 81 ქულით შეაფასა, რაც მიუთითებს „უნივერსალურ აღიარებაზე“.[34] Rotten Tomatoes-მა განაცხადა, რომ სეზონი 21 კრიტიკოსიდან 21-ივემ დადებითად შეაფასა, 100%-იანი რეიტინგით. საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელის ბოლო სეზონი ფრენჩაიზის სრულ წრეს კრავს ნორმან ბეიტსის განსაცდელისა და მწუხარების სასიამოვნო და შემზარავი დასასრულით.“[35]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოო ჯამში, ბეიტსის მოტელის მეხუთე სეზონს 1,29 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო 18-49 წლის მოსახლეობაში მისმა რეიტინგმა 0,5-ს შეადგინა.[36]

#. სახელწოდება ეთერში გასვლის თარიღი რეიტინგი/წილი
(18–49)
მაყურებელი
(მილიონი)
DVR
(18–49)
DVR მაყურებელი
(მილიონი)
ჯამში
(18–49)
მაყურებელთა ჯამური რაოდენობა
(მილიონი)
1 "Dark Paradise" თებერვალი 20, 2017 0.5 1.34[24] 0.5 1.19 1.0 2.53[37]
2 "The Convergence of the Twain" თებერვალი 27, 2017 0.4 1.28[25] არ არის არ არის არ არის არ არის
3 "Bad Blood" მარტი 6, 2017 0.5 1.28[26] 0.5 1.31 1.0 2.60[38]
4 "Hidden" მარტი 13, 2017 0.4 1.25[27] 0.6 1.38 1.0 2.63[39]
5 "Dreams Die First" მარტი 20, 2017 0.5 1.36[28] 0.5 1.35 1.0 2.71[40]
6 "Marion" მარტი 27, 2017 0.5 1.30[29] 0.6 1.38 1.1 2.68[41]
7 "Inseparable" აპრილი 3, 2017 0.4 1.26[30] 0.6 1.40 1.0 2.65[42]
8 "The Body" აპრილი 10, 2017 0.4 1.23[31] 0.6 1.34 1.0 2.57[43]
9 "Visiting Hours" აპრილი 17, 2017 0.4 1.23[32] 0.5 1.33 0.9 2.56[44]
10 "The Cord" აპრილი 24, 2017 0.5 1.41[33] 0.4 არ არის 0.9[ა][45] არ არის
  • ^  აქ გამოყენებულია Live+3-ის მონაცემები, რადგან Live+7 ხელმისაწვდომი არ არის.

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეიტსის მოტელის მეხუთე და საფინალო სეზონი ერთ ნომინაციაზე წარდგა.

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი სქოლიო
2017 კრიტიკოსთა არჩევანის მე-8 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [46]
სიაში მოხმობილია ტელევიზიაში გასვლის თარიღები, ყოველწლიური ცერემონიები კი, როგორც წესი მომდევნო წელს იმართება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Birnbaum, Debra. (July 22, 2016) Comic-Con: 'Bates Motel' to End After Five Seasons. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  2. Snetiker, Marc. (January 3, 2017) Bates Motel sets final check-in date. ციტირების თარიღი: January 3, 2017.
  3. Bates Motel (TV Series). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 9, 2018.
  4. Grobar, Matt. (June 15, 2016) 'Bates Motel' On Set: Showrunners And Stars On Freddie Highmore's Writing Debut. ციტირების თარიღი: December 28, 2016.
  5. Petski, Denise. (July 22, 2016) Rihanna To Play Iconic 'Psycho' Role In 'Bates Motel' Fifth & Final Season – Comic-Con. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  6. Birnbaum, Debra; Halterman, Jim. Rihanna Joins 'Bates Motel' in Janet Leigh Role (July 22, 2016). ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  7. Ausiello, Michael. (September 21, 2016) Bates Motel Season 5: House of Cards Actress Cast as Norma's Doppelganger. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 16, 2016. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  8. Ausiello, Michael. (September 22, 2016) Bates Motel Elects Grey's Anatomy Alum Brooke Smith (New) Sheriff. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 16, 2016. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  9. Petski, Denise. (January 9, 2017) 'Bates Motel': 'The Walking Dead's Austin Nichols To Recur on Season 5. ციტირების თარიღი: January 9, 2017.
  10. Lesnick, Silas. (January 9, 2017) Go a Little Mad with the Bates Motel Season 5 Trailer. ციტირების თარიღი: January 10, 2017.
  11. Birnbaum, Debra. (March 6, 2017) 'Bates Motel': Carlton Cuse's Surprising Cameo (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: March 6, 2017.
  12. Birnbaum, Debra. (March 21, 2017) 'Agents of Shield' Star Natalia Cordova-Buckley Joins 'Bates Motel' (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: March 21, 2017.
  13. Turnquist, Kristi. (March 26, 2013) 'Bates Motel': What's going on in that bucolic Oregon coastal town. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  14. BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated (November 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: ივლისი 3, 2020.
  15. Pena, Jessica. (November 10, 2016) Bates Motel: Freddie Highmore Talks About the Final Season. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  16. Marie, April. (July 27, 2016) #SDCC16: Bates Motel Cast Bittersweet About Series End; Excited for Rihanna as Marion Crane. ციტირების თარიღი: November 15, 2016.
  17. Gittins, Susan. (September 21, 2016) SHOOT: BATES MOTEL Final Season's First Day at Motel & House Set in Aldergrove. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2020. ციტირების თარიღი: ივლისი 3, 2020.
  18. Gittins, Susan. (January 25, 2017) SERIES FINALE: BATES MOTEL's Last Day at its Aldergrove House & Motel Set.[მკვდარი ბმული]
  19. Gittins, Susan. (January 26, 2017) SERIES FINALE: BATES MOTEL Tears Down Gothic House Set. Motel Stays For Now..[მკვდარი ბმული]
  20. Gittins, Susan. (January 27, 2017) SERIES FINALE: Nestor Carbonell (aka Romero)'s Last Day on BATES MOTEL.[მკვდარი ბმული]
  21. Saclao, Christian. (January 28, 2017) 'Bates Motel' Nestor Carbonell Thanks Vera Farmiga As He Wraps Filming On A&E Series.
  22. Nolfi, Joey. (February 1, 2017) Bates Motel wraps filming, Vera Farmiga smooches Freddie Highmore.
  23. Brown, Scott. (February 4, 2017) Hollywood North: The Bates Motel gets hit by the wrecking ball (gallery). ციტირების თარიღი: February 23, 2017.
  24. 24.0 24.1 Welch, Alex. (February 22, 2017) Monday cable ratings: 'WWE Monday Night Raw' holds steady, 'Bates Motel' premieres low. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2017. ციტირების თარიღი: February 22, 2017.
  25. 25.0 25.1 Welch, Alex. (February 28, 2017) Monday cable ratings: 'Bates Motel' and 'WWE Raw' tick down. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 1, 2017. ციტირების თარიღი: March 1, 2017.
  26. 26.0 26.1 Welch, Alex. (March 7, 2017) Monday cable ratings: 'Bates Motel' ticks up, 'Love & Hip Hop: Atlanta' premieres on top. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2017. ციტირების თარიღი: March 7, 2017.
  27. 27.0 27.1 Welch, Alex. (March 16, 2017) Monday cable ratings: 'Love & Hip Hop: Atlanta' and 'Bates Motel' dip. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 17, 2017. ციტირების თარიღი: March 17, 2017.
  28. 28.0 28.1 Welch, Alex. (March 21, 2017) Monday cable ratings: 'Bates Motel' ticks up, 'WWE Raw' stays strong. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2017. ციტირების თარიღი: March 22, 2017.
  29. 29.0 29.1 Welch, Alex. (March 28, 2017) Monday cable ratings: 'Street Outlaws' ticks up, 'Bates Motel' holds steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2017. ციტირების თარიღი: March 29, 2017.
  30. 30.0 30.1 Welch, Alex. (April 4, 2017) Monday cable ratings: 'WWE Raw' leads, 'Love & Hip Hop' dips. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2017. ციტირების თარიღი: April 4, 2017.
  31. 31.0 31.1 Welch, Alex. (April 11, 2017) Monday cable ratings: 'Better Call Saul' premieres low, 'Love & Hip Hop' ticks up. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 12, 2017. ციტირების თარიღი: April 11, 2017.
  32. 32.0 32.1 Welch, Alex. (April 18, 2017) Monday cable ratings: 'Better Call Saul' hits series low, 'Bates Motel' holds steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 19, 2017. ციტირების თარიღი: April 18, 2017.
  33. 33.0 33.1 Welch, Alex. (April 25, 2017) Monday cable ratings: 'Bates Motel' series finale rises, 'WWE Raw' dips. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2017. ციტირების თარიღი: April 25, 2017.
  34. Bates Motel: Season 5 Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2017. ციტირების თარიღი: February 25, 2017.
  35. Bates Motel: Season 5 (2017). ციტირების თარიღი: April 8, 2020.
  36. Bates Motel: Season Five Ratings (April 25, 2017). ციტირების თარიღი: May 7, 2016.
  37. Porter, Rick. (March 9, 2017) 'The Walking Dead' makes its lead even bigger in cable Live +7 ratings for Feb. 20-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2017. ციტირების თარიღი: March 9, 2017.
  38. Porter, Rick. (March 24, 2017) 'The Americans' premiere triples in cable Live +7 ratings for March 6–12. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 25, 2017. ციტირების თარიღი: March 25, 2017.
  39. Porter, Rick. (March 30, 2017) 'The Walking Dead' makes up for losses in cable Live +7 ratings for March 13–19. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2017. ციტირების თარიღი: March 31, 2017.
  40. Porter, Rick. (April 6, 2017) 'Major Crimes' makes major gains in cable Live +7 ratings for March 20–26. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2017. ციტირების თარიღი: April 7, 2017.
  41. Porter, Rick. (April 13, 2017) 'Underground' makes a big leap in cable Live +7 ratings for March 27-April 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 14, 2017. ციტირების თარიღი: April 19, 2017.
  42. Porter, Rick. (April 20, 2017) 'Archer' premiere doubles in cable Live +7 ratings for April 3–9. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2017. ციტირების თარიღი: April 20, 2017.
  43. Porter, Rick. (April 26, 2017) 'Better Call Saul' makes big gains in cable Live +7 ratings for April 10–16. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2020. ციტირების თარიღი: April 27, 2017.
  44. Porter, Rick. (May 4, 2017) 'Fargo' premiere makes solid gains in cable Live +7 ratings for April 17–23. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 21, 2019. ციტირების თარიღი: May 7, 2017.
  45. Porter, Rick. (May 7, 2017) NFL Draft leads, 'Better Call Saul' jumps: Cable Live +3 ratings for April 24–30. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2020. ციტირების თარიღი: July 16, 2017.
  46. Kilday, Gregg. (December 6, 2017) Critics' Choice Awards: 'The Shape of Water' Leads With 14 Nominations. ციტირების თარიღი: December 6, 2017.