შინაარსზე გადასვლა

გახუხული პური (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გახუხული პური“

DVD-ის გარეკანი
რეჟისორი ს.ჯ. კლარკსონი
პროდიუსერი
  • ნიკოლ ფინანი
  • ელისონ ოუენი
  • ევგენიო პერესი
  • პოლ ტრიბიტსი
  • ფაიე უორდი
სცენარის ავტორი ლი ჰოლი
როლებში
მუსიკა მეტ ბიფა
ოპერატორი ბალაც ბოლიგო
მონტაჟი ლიანა დელ ჯუდისი
სტუდია
  • K5 International
  • Ruby Film and Television
  • BBC Films
  • Screen WM
დისტრიბუტორი W2 Media
გამოსვლის თარიღი
  • 30 დეკემბერი, 2010 (2010-12-30)
(BBC One/HD)
11 აგვისტო, 2011 (კინოთეატრებში)
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური

გახუხული პური (ინგლ. Toast) — ბრიტანული ბიოგრაფიული კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ს. ჯ. კლარკსონი, ხოლო დაფუძნებულია ნაიჯელ სლეიტერის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ რომანზე. მონაწილეობენ: ფრედი ჰაიმორი, ჰელენა ბონემ კარტერი, კენ სტოტი და ოსკარ კენედი.[1] ფილმმა მოიპოვა გალა 2011 წლის ბერლინის კინოფესტივალზე.[2][3] „გახუხული პური“ BBC One-ის პირველი ტელეფილმია. ის ეთერში 2010 წლის 30 დეკემბერს გავიდა, ხოლო თეატრებში გამოვიდა 2011 წლის 11 აგვისტოს.[4]

მისის სლეიტერის ქრონიკული ასთმა მის, როგორც მზარეულის უნარებს ზღუდავს. მას მხოლოდ კონსერვების მომზადება შეუძლია, რისთვისაც წყლის ადუღებაც საკმარისია. მისტერ ალან სლეიტერი წუხილმა დაღალა, რის გამოც გამუდმებით ცუდ ხასიათზეა. ნაიჯელი მიისწრაფვის ცხოვრებისკენ, რომლის მიღწევა დაკონსერვებული საჭმლის მომზადებაზე მეტს მოითხოვს.

ოჯახში როცა ვახშამი დაეწვებათ, სანაცვლოდ ყოველთვის გახუხულ პურს მიირთმევენ. ნაიჯელს გახუხული პური ხრაშუნა ქერქით და კარაქით დარბილებული გულით უყვარს. დედამისის მცდელობა, რომ ცხობის ტექნიკა გააუმჯობესოს, არაფერს ცვლის არც თავის სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ. დაქვრივებული ალანი საჭმლის იმავე სტილით მომზადებას განაგრძობს და არც გახუხული პურის ტრადიციას ღალატობს. ნაიჯელი მეგობრისგან იგებს, რომ მამამისთან ურთიერთობის გაუმჯობესება მისთვის საჭმლის მომზადებით შეიძლება.

მისი ძალისხმევები წყალში ჩაიყრება ახალი დიასახლისის, მისის ჯოან პოტერის მოსვლის შემდეგ, რომელიც ალანს თავისი ვაშლის ნამცხვრითა და საუცხოო კერძებით მოხიბლავს. ისინი დროს ერთად ატარებენ. მალევე, სლეიტერები მისის პოტერთან ერთად ჰერეფორდშირში გადადიან. ნაიჯელი მას მაინც ვერ ეგუება. მისის პოტერი მზარეულთა შეჯიბრში ჩაერთვება როცა გაიგებს, რომ ნაიჯელი ცხობის ნიჭის განვითარებით დაინტერესდება. მისის პოტერის ლიმონის ნამცხვრის საიდუმლო რეცეპტის გაგება ნაიჯელის მთავარი მისია გახდება.

ალანი მისის პოტერს ცოლად მოიყვანს. ახლა უკვე მისის სლეიტერი ნაიჯელისთვის მიზნების მიღწევის ხელის შეშლას შეეცდება, რის გამოც მას ლუდხანაში მუშაობას შეაწყვეტინებს. სამსახურის მიტოვებას უშედეგოდ არ ჩაუვლია: ლუდხანის მფლობელის ვაჟი ნაიჯელთან ერთად სეირნობს, რა დროსაც მას აკოცებს და ამხნევებს, რომ მარტოდ ყოფნის მიუხედავად სამყაროს შანსი მისცეს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

ნაიჯელი გაიგებს, რომ როცა იგი ლუდხანაში იყო, მამამისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლონდონში წასვლას გადაწყვეტს. იგი მისის პოტერს განუცხადებს, რომ მიზანს მიაღწია და მის ცხოვრებაში მისი ადგილი აღარაა. ნაიჯელი სავოის სასტუმროში გასაუბრებაზე მიდის და მას სამსახურში აიყვანენ. შეფმზარეული მას საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს, რის შემდეგაც მას ჩააცმევს მზარეულის ფორმას, რომელზეც ამოქარგულია „სავოი, ლონდონი“. ნაიჯელი ბედნიერებით გაიღიმებს.

მსახიობი როლი შენიშვნები
ჰელენა ბონემ კარტერი ჯოან პოტერი
ფრედი ჰაიმორი ნაიჯელ სლეიტერი, მოზარდი
კენ სტოტი ნაიჯელის მამა
ოსკარ კენედი ნაიჯელ სლეიტერი, ბავშვი მისი დებიუტი კინოში[5]
ფრეიზერ ჰაკლი უორელი
ვიქტორია ჰამილტონი ნაიჯელის დედა
მეთიუ მაკნალტი ჯოში
კლერ ჰიგინსი მევისი
ბენ ელდრიჯი სტიუარტი
სელინა კედელი რუბი
სარა მიდლტონი ბინი
კია კეგი გოგონა დაწყებითი სკოლიდან
კორინ უიკსი საშუალო სკოლის მასწავლებელი
ემი მარსტონი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი[6]
ნაიჯელ სლეიტერი შეფმზარეული

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ბირმინგემსა და ვუსტერშირში. პენარტში ამინდის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია სცენარის შეცვლა. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2010 წლის 21 ივნისიდან 24 ივლისამდე.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BBC (12 June 2010). „Toast“. BBC One. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 23 June 2010.
  2. 'The King's Speech,' 'Toast,' 'Sacrifice' Get Galas in Berlin. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media (21 January 2011). ციტირების თარიღი: 13 March 2011.
  3. Toast at the Berlin Film Festival. Berlin Film Festival. Berlin Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 13 March 2011.
  4. Toast (2010). ციტირების თარიღი: 19 June 2011.
  5. BBC (12 June 2010). „Toast“. BBC One. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 23 June 2010.
  6. Toast. BBC (2010).
  7. „Helena Bonham Carter to film new movie Toast in Birmingham and Black Country“. Birmingham Post. 23 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 2 January 2011.