შინაარსზე გადასვლა

საცავი (2021 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია 2021 წლის ფილმის შესახებაა. 2017 წლის ფილმისთვის, იხილეთ საცავი (2017 წლის ფილმი); 2019 წლის კრიმინალური თრილერისთვის, იხილეთ საცავი (ფილმი); სხვა მნიშვნელობისთვის იხილეთ საცავი (მრავალმნიშვნელოვანი).
„საცავი“

ოფიციალური პოსტერი
ჟანრი მოქმედებითი-სათავგადასავლო
თრილერი
რეჟისორი ჟაუმე ბალაგუერო
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
  • როუენ ეტეილი
  • მიჩელ გასტამბიდე
  • ბორხა გლეს. სანტაოლალია
  • ანდრეს კოპელი
  • რაფა მარტინესი
როლებში
მუსიკა არნაუ ბატალიერი
ოპერატორი დანიელ არანიო
მონტაჟი დავიდ გალიარტი
მწარმოებელი კომპანია
  • Ciudadano Ciskul
  • El Tesoro de Drake AIE
  • Telecinco Cinema
  • Think Studio
დისტრიბუტორი
  • Dutch FilmWorks (ნიდერლანდები, 2021)
  • Kinepolis Film Distribution (ბელგია, 2020)
  • Sony Pictures Releasing (ესპანეთი, 2020)
  • TF1 (მსოფლიოს მასშტაბით)
გამოსვლის თარიღი
  • 2021 (2021) (ესპანეთი)
  • 15 იანვარი, 2021 (2021-01-15) (ტაივანი)
  • 11 მარტი, 2021 (2021-03-11) (რუსეთი)
  • 6 მაისი, 2021 (2021-05-06) (ნიდერლანდები)
ხანგრძლივობა 118 წუთი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ენა ინგლისური

საცავი“ (ინგლ. The Vault; თავდაპირველად — Way Down) — 2021 წლის ესპანური მოქმედებითი-სათავგადასავლო ფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ფრედი ჰაიმორი, ასტრიდ ბერჟე-ფრისბი, სემ რაილი, ლიამ კანინჰემი, ლუის ტოსარი, აქსელ შტაინი, ხოსე კორონადო და ფამკე იანსენი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები გენიოსი ინჟინერი სახელად ტომი, რომელმაც სასწავლებელი ახლახან დაამთავრა, დაინტერესდება ესპანეთის ბანკით, რომლის საცავიც 100 წელზე დიდი ხნის წინ ააშენეს. საცავს არ გააჩნია სტრუქტურული გეგმა და მისი უსაფრთხოების სისტემა მოიცავს მიწისქვეშა მდინარეს, რომელიც მას გატეხვის შემთხვევაში წყლით ავსებს. როცა ტომი გაიგებს, რომ ლეგენდარულ დაკარგულ საგანძურს ბანკის საცავში 10 დღის განმავლობაში შეინახავენ, ის ბანკში შესაჭრელად ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ვოლტერ „კანინჰემთან“ ერთად კარგად გათვლილ გეგმას შეიმუშავებს. ბანკში შესაჭრელად მათ მხოლოდ 90 წუთი აქვთ, როცა ბანკის პერსონალი 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ყურებით იქნება გართული, რასაც ესპანეთის ბანკის წინ მდებარე უზარმაზარ ეკრანზე აჩვენებენ.[1][2]

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ფამკე იანსენი მარგარეტი მარგარეტი
ფრედი ჰაიმორი ტომ ჯონსონი ტომ ჯონსონი
ასტრიდ ბერჟე-ფრისბი ლორენი ლორენი
სემ რაილი ჯეიმზი ჯეიმზი
ლიამ კანინჰემი ვოლტერ მორლენდი ვოლტერ მორლენდი
ხოსე კორონადო გუსტავო გუსტავო
ლუის ტოსარი საიმონი საიმონი
აქსელ შტაინი კლაუსი კლაუსი
ჯეიმზ გიბლინი ტომის მამა ტომის მამა
ფრენკ ფეისი
ერიკ გუდი
ჰანტერ ტრემეინი
ემილიო გუტიერეს კაბა
რეგ უილსონი
ჯულიოს კოტერი
კრეიგ სტივენსონი

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა მადრიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში, ესპანეთის ზღვისპირა რეგიონებსა და ინგლისში.[1] სორაია შემალმა განაცხადა: „დისტრიბუტორებს მოსწონთ ის ფაქტი, რომ ფილმი ძარცვის შესახებ დაფუძნებულია არა ძალადობასა და ბრძოლაზე, არამედ გუნდურ მუშაობაზე, რომელიც შთაგონებულია ქარიზმატული და ვნებიანი განძზე მონადირე პერსონაჟით, რომლის როლს ლიამ კანინჰემი ასრულებს და საოცრად ნიჭიერი, ახალგაზრდა, თავგადასავლების მაძიებელი ფრედი ჰაიმორის პერსონაჟით.“[3] ჰაიმორმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ „მოხარული ვარ ესპანეთში დაბრუნებით და ჟაუმესთან ერთად ამ მშვენიერ პროექტზე მუშაობით.“[1]

გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საცავი“ 2021 წლის 15 იანვარს ბრაზილიისა და ტაივანის თეატრებში გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]