კარგი ექიმი (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
„კარგი ექიმი“
The Good Doctor 2017.png
ჟანრი სამედიცინო დრამა
ეფუძნება პარკ ჯეი-ბუმის ტელესერიალი კარგი ექიმი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი დენ რომერი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 4
ეპიზოდი 76 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი
  • რონ ფრენჩი
  • ფრედი ჰაიმორი
  • კონშიკ იუ
  • მინ სო კი
  • შონ უილიამსონი
  • დევიდ რენო
  • რებეკა მოლინი
ადგილ(ებ)ი ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია
კამერა Single-camera
ხანგრძლივობა 41-44 წუთი
კომპანია
  • Shore Z Productions
  • 3AD
  • EnterMedia
  • ABC Studios (სეზონები 1–3)
  • ABC Signature (სეზონი 4)
  • Sony Pictures Television
დისტრიბუტორი Disney–ABC Domestic Television
Sony Pictures
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
ჩვენების ფორმატი 720p (HDTV)
აუდიო ფორმატი 5.1 surround sound
ეთერში სექტემბერი 25, 2017 (2017-09-25) — დღემდე (დღემდე)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

„კარგი ექიმი“ (ინგლ. The Good Doctor) — ამერიკული სამედიცინო დრამა, რომელიც დაფუძნებულია 2013 წლის ამავე სახელწოდების სამხრეთ კორეულ სერიალზე. დანიელ დეი კიმმა თავისი კომპანიისთვის სერიალის წარმოების უფლებები იყიდა. მან დაიწყო სერიალის გადაკეთება და მოგვიანებით, 2015 წელს ის CBS-ს მიჰყიდა. CBS-მა პილოტის შექმნაზე უარი განაცხადა. კიმმა CBS-ისგან უფლებები შეისყიდა, ვინაიდან სერიალზე დიდ იმედებს ამყარებდა. საბოლოოდ, Sony Pictures Television-მა, კიმმა და დევიდ შორმა (Fox-ის ცნობილი სამედიცინო დრამის, „ექიმი ჰაუსის“ შემქმნელი) ერთობლივი მუშაობით სერიალის განვითარება დაიწყეს.[1]

სერიალი წარმოებულია Sony Pictures Television-ისა ABC Studios-ის მიერ, Shore Z Productions-ის, 3AD-ისა და Entermedia-ის თანამშრომლობით. დევიდ შორი სერიალის შოურანერია, ხოლო დანიელ დეი კიმი - აღმასრულებელი პროდიუსერი.

მთავარ როლში მონაწილეობს ფრედი ჰაიმორი, როგორც შონ მერფი, აუტიზმითა და სავანტის სინდრომით დაავადებული ქირურგიის რეზიდენტი. სერიალში ასევე მონაწილეობენ ჰილ ჰარპერი, კრისტინა ჩანგი, რიჩარდ შიფი, უილ იუნ ლი, ფიონა გაბელმანი, პეიჯ სპარა, ტემლინ ტომიტა, ნოა გალვინი, ბრაია სამონე ჰენდერსონი და ოსვალდო ბენავიდესი. ნიკოლას გონსალესის, ჩუკუ მოდუს, ბო გარეტის, ჯესიკა ნიკოლის და ანტონია ტომასის პერსონაჟები სერიალიდან ამოიღეს. სერიალმა CBS-ზე 2015 წლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ABC-ზე პილოტის გამოშვების უფლება მიიღო, რომელმაც „კარგი ექიმი“ 2017 წლის მაისში შეუკვეთა. 2017 წლის 3 ოქტომბერს ABC-იმ 18 ეპიზოდისგან შემდგარი სეზონის ჩვენება დაიწყო. სერიალის გადაღებები მიმდინარეობს ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში.

სერიალის პრემიერა 2017 წლის 25 სექტემბერს შედგა. „კარგმა ექიმმა“ კრიტიკოსებისგან სხვადასხვაგვარი შეფასება მიიღო. ჰაიმორის შესრულებამ დიდი აღიარება და მაღალი რეიტინგები მოიპოვა. 2018 წლის მარტში, ABC-იმ სერიალი მეორე სეზონისთვის განაახლა, რომლის პრემიერაც 2018 წლის 24 სექტემბერს შედგა. 2019 წლის თებერვალში სერიალის მესამე სეზონი დაანონსდა, ხოლო მისი პრემიერა 2019 წლის 23 სექტემბერს გაიმართა. 2020 წლის თებერვალში ABC-იმ სერიალი მეოთხე სეზონისთვის განაახლა, რომლის პრემიერაც 2020 წლის 2 ნოემბერს გაიმართა. 2021 წლის მაისში სერიალი მეხუთე სეზონისთვის განახლდა.

შესავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი ასახავს შონ მერფის ცხოვრებას, რომელიც დაავადებულია აუტიზმითა და სავანტის სინდრომით. ის გაიზარდა კასპერში, ვაიომინგში, საიდანაც წმ. ბონავენტურას საავადმყოფოში სამსახურის დასაწყებად სან-ხოსეში, კალიფორნიაში გადადის.[2]

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრედი ჰაიმორი — ექიმი შონ მერფი, აუტიზმით დაავადებული ქირურგიის რეზიდენტი.[3] მის სავანტურ შესაძლებლობებში შედის ვიზუალიზაციისა და დეტალების და ცვლილებების დამახსოვრების გასაოცარი უნარი. მისი მცირეწლოვანი ვერსია შეასრულა გრეჰემ ვერჩერმა.[4]
  • ნიკოლას გონსალესი — ექიმი ნილ მელენდესი, ქირურგი, რომელიც რეზიდენტებს ხელმძღვანელობს.[3] (სეზონები 1-3; მეორეხარისხოვანი — სეზონი 4)
  • ანტონია ტომასი — ექიმი კლერ ბრაუნი, ქირურგიის რეზიდენტი, რომელიც შონს უმეგობრდება. კლერი გამოირჩევა მისი თანაგრძნობის უნარითა და ემოციური მოწიფულობით. შონთან კომუნიკაციის დროს ის საკმაოდ მომთმენი და გამგებია. მეოთხე სეზონის ბოლოს იგი გადაწყვეტს, გვატემალაში დარჩეს, რათა სამედიცინო დახმარება იქ მყოფ ხალხს გაუწიოს.[5] (სეზონები 1–4)[6]
  • ჩუკუ მოდუ — ექიმი ჯარედ კალუ, ქირურგიის რეზიდენტი, რომელიც საკმაოდ მდიდარი ოჯახიდანაა. მეორე სეზონის დასაწყისში ის დენერში გადადის, რადგან ექიმ ენდრიუსსთან კონფლიქტი მოუვიდა.[7] (სეზონები 1–2)
  • ბო გარეტი — ჯესიკა პრესტონი, საავადმყოფოს ადვოკატი და რისკების მართვის ვიცე-პრეზიდენტი. ის საავადმყოფოს დამაარსებლის შვილიშვილი და ექიმი გლასმანის მეგობარია.[8] (სეზონი 1)
  • ჰილ ჰარპერი — ექიმი მარკუს ენდრიუსი, ქირურგი, ყოფილი პრეზიდენტი და ქირურგიის ყოფილი უფროსი. პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, საავადმყოფოში ქირურგად დაბრუნებაზე თანხმდება. მისი დიშვილი, ექიმი ოლივია ჯეკსონი, მეოთხე სეზონში ერთ-ერთი ახალი რეზიდენტია.[9]
  • რიჩარდ შიფი — ექიმი აარონ გლასმანი, სან-ხოსეს წმ. ბონავენტურას საავადმყოფოს პრეზიდენტი და ყოფილი ნეიროქირურგი, რომელიც შონის მეგობარი და დამრიგებელი ჯერ კიდევ იმ დროიდანაა, როცა შონი 14 წლის იყო.[10][11]
  • ტემლინ ტომიტა — ალეგრა აოკი, საავადმყოფოს საბჭოს თავმჯდომარე და ფინანსების მარეგულირებელი ფონდის ვიცე-პრეზიდენტი.[12] (სეზონები 1–2; მოწვევით: სეზონი 3)
  • უილ იუნ ლი — ექიმი ალექს პარკი, ქირურგიის რეზიდენტი და პოლიციის ყოფილი ოფიცერი ფენიქსიდან (არიზონა), რომელიც გადაწყვეტს, რომ ექიმი გახდეს.[13] (მეორე სეზონიდან დღემდე; მეორეხარისხოვანი: სეზონი 1)
  • ფიონა გაბელმანი — ექიმი მორგან რეზნიკი, კონკურენტუნარიანი და ეგოისტური ხასიათის მქონე ქირურგიის რეზიდენტი. ის კონკურენციას ხშირად უწევს კლერს, რადგან მათ სრულიად განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები და ეთიკები აქვთ.[14][15] მეოთხე სეზონში ქირურგიიდან შინაგან მედიცინაში გადაინაცვლებს მესამე სეზონის ბოლოს ხელებზე მიღებული დაზიანებების გამო. (მეორე სეზონიდან დღემდე; მეორეხარისხოვანი: სეზონი 1)
  • კრისტინა ჩანგი — ექიმი ოდრი ლიმი, ქირურგი, სასწრაფო დახმარების ოთახის განყოფილებისა და ქირურგიის რეზიდენტების ხელმძღვანელი და მოგვიანებით, ქირურგიის უფროსი. მეოთხე სეზონში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. (მეორე სეზონიდან დღემდე; მეორეხარისხოვანი: სეზონი 1)
  • პეიჯ სპარა — ლეა დილალო, შონის სასიყვარულო ინტერესი, რომელიც ოცნებების ასახდენად სხვა ქალაქში გადადის. მოგვიანებით ის უკან ბრუნდება. შონი და ლეა გადაწყვეტენ, რომ პლატონური მეგობრები იყვნენ და ერთად ცხოვრებას დაიწყებენ, თუმცა მესამე სეზონის ბოლოს წყვილი გახდებიან. ლეა პირველ და მეორე სეზონებში ავტომობილების ინჟინრად მუშაობს, მესამე სეზონში — გლასმანის ასისტენტად, ხოლო მეოთხე სეზონში საავადმყოფოს აიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იღებს. მეოთხე სეზონში ის და შონი თავიანთ პირველ შვილს ელოდებოდნენ, თუმცა სამედიცინო პრობლემების გამო ლეას მუცელი მოეშალა. მეოთხე სეზინის ბოლოს ის და შონი დაინიშნეს. (მეორე სეზონიდან დღემდე; მეორეხარისხოვანი: სეზონი 1)
  • ჯესიკა ნიკოლი — ექიმი კარლი, საავადმყოფოს წამყვანი პათოლოგი, რომელიც სერიალში პირველივე სეზონიდან მონაწილეობს. მეორე სეზონში ის შონის თანამშრომელი, ხოლო მესამე სეზონში მისი შეყვარებული გახდება. მესამე სეზონის ბოლოს ის შონთან ურთიერთობას წყვეტს. (სეზონი 3; მეორეხარისხოვანი: სეზონები 1–2)

მეორეხარისხოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედიცინო პერსონალი
ქირურგები
  • ლიზა ედელშტეინი — ექიმი მარინა ბლეიზი (სეზონი 2), ონკოლოგი.[16]
  • დანიელ დეი კიმი — ექიმი ჯექსონ ჰანი (სეზონი 2), ქირურგიის ყოფილი უფროსი, რომელსაც შონის აუტიზმთან და ქცევებთან პრობლემები ჰქონდა.[17]
რეზიდენტები
  • ბრაიან მარკი — ექიმი ენრიკე „რიკი“ გერინი (სეზონი 4): ერთ-ერთი ახალი რეზიდენტი, რომელიც გამოირჩევა მშვიდი ხასიათით. იგი და ექიმი ჯორდანი კლერის ზედამხედველობის ქვეშ არიან.[18]
  • ბრაია სამონე ჰენდერსონი — ექიმი ჯორდან ალენი (სეზონი 4): ქირურგიის ერთ-ერთი ახალი რეზიდენტი, რომელიც ამავდროულად წარმატებული გამომგონებელია. მას და ენრიკეს შონი ზედამხედველობს.[18]
  • ნოა გალვინი — ექიმი აშერ უოლკი (სეზონი 4): ქირურგიის ერთ-ერთი ახალი რეზიდენტი. ის არის ყოფილი ჰასიდი ებრაელი და რაბინის შვილი, რომელიც 18 წლის ასაკში ჰასიდური საზოგადოების მიტოვების შემდეგ ათეისტი გახდა. ის ასევე არის ჰომოსექსუალი. მან ნევროლოგია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლა. მას და ექიმ ოლივიას კლერი ზედამხედველობს. (სეზონი 5; მეორეხარისხოვანი — სეზონი 4)[18]
  • სამერ ბრაუნი — ექიმი ოლივია ჯეკსონი (სეზონი 4): ქირურგიის ერთ-ერთი ახალი რეზიდენტი, რომელიც განსწავლულია ნეონატალურ და პედიატრიულ ონკოლოგიაში. მისი მშობლებიც ქირურგები არიან. ოლივიას ჰარვარდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორისა და მედიცინის დოქტორის ხარისხები აქვს მიღებული. იგი საიდუმლოდ ექიმი მარკუს ენდრიუსის დიშვილია. მას და აშერს ექიმი შონი ზედამხედველობდა. ბოლოს გადაწყვეტს, სამედიცინო კარიერა მიატოვოს, და საავადმყოფოდან მიდის.[18]
  • ოსვალდო ბენავიდესი — ექიმი მატეო რენდონ ოსმა: მექსიკელ-ამერიკელი ქურურგი, რომელსაც წმ. ბონავენტურას ექიმები გვატემალაში შეხვდებიან. იგი გადაწყვეტს, აშშ-ში დაბრუნდეს. გვატემალაში ყოფნისას, მას და ლიმს შორის რომანტიკული ურთიერთობა განვითარდა. (სეზონი 5;[19] მოწვევით — სეზონი 4)
საავადმყოფოს პერსონალი
  • ელფინა ლუკი — ექთანი ვილანუევა
  • ტერილ როტერი — ექიმი ჯენ ლანკასტერი
  • კარინ კონოვალი - დინა პეტრინგა (სეზონები 2–4), წმ. ბონავენტურას ექთანი, რომელიც ოპერაციების ჩატარებასა და პაციენტების მონიტორინგში იღებს მონაწილეობას. მეოთხე სეზონის ეპიზოდში „Frontline (ნაწილი 2)“ იგი კორონავირუსით იღუპება. იმავე ეპიზოდში ირკვევა, რომ ის ექთანი 40 წლის განმავლობაში იყო და ჰყავს ვაჟი, ჯიმი, და შვილიშვილი, დერსი.
  • შეილა კელი — საავადმყოფოს ბარისტა, დები უექსლერი, რომელიც ექიმ გლასმანზე ქორწინდება. მესამე სეზონში სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ის გლასმანის ოფისის მენეჯერი გახდება. კელი და რიჩარდ შიფი, რომელიც გლასმანის როლს ასრულებს, რეალურ ცხოვრებაშიც არიან დაქორწინებული.
ოჯახის წევრები და მეგობრები
  • დილან კინგუელი — სტივ მერფი (სეზონები 1 და 3): შონის უმცროსი ძმა. სერიალში ჩნდება მოგონებების,[4] მოგვიანებით კი სიზმრებისა და ხილვების სახით. ის ასევე ასრულებს ევან გალიკოს როლს, რომელიც შონის ძმას ძალიან ჰგავს და დაავადებულია მეოთხე სტადიის ოსტეოსარკომით.
  • კრის დ'ელია — კენი (სეზონი 1): შონის ახალი მეზობელი, რომელიც ლეას წასვლის შემდეგ მის ბინაში გადადის. როცა ლეა დაბრუნდა, შონმა ახსენა, რომ ის დააპატიმრეს.
  • შარონ ლილი — ბრიზ ბრაუნი (სეზონი 3; მოწვევით — სეზონები 1–2), ექიმ კლერ ბრაუნის ბიპოლარული აშლილობით დაავადებული დედა.
  • რიკი ჰე — კელან პარკი (სეზონები 2–4), ექიმი პარკის შვილი.[20]

სპეციალური მოწვევით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირენ კენი — ექიმი ელ მაკლინი, ქირურგიის რეზიდენტი (მონაწილეობას იღებს მხოლოდ საპილოტე ეპიზოდში)[9][21]
  • ივ გორდონი — ექთანი ფრაიდეი (სეზონი 1)[22]
  • ერიკ ვინტერი — მეტ კოილი (სეზონი 1), თავაზიანი ექიმი, რომელიც საავადმყოფოს პერსონალზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. კლერთან დაახლოების მცდელობა მისი გათავისუფლებით მთავრდება.[23]
  • მარშა ტომასონი — ექიმი იზაბელ ბარნსი (სეზონი 1), ექიმ მარკუს ენდრიუსის ცოლი. [24]
  • კელი ბლაცი — ეიდან კულტერი, ალეგრას სასიყვარულო ინტერესის დონორი
  • მენი ხასინტო — ბობი ატო; მონაწილეობს პირველი სეზონის მეათე ეპიზოდში „Sacrifice“
  • ნეკარ ზადეგანი — ექიმი კო. (სეზონი 1; მოწვევით — სეზონი 2)
  • ჰოლი ტეილორი — მედი გლასმანი (სეზონი 2), ექიმი გლასმანის გარდაცვლილი ქალიშვილი.
  • ანდრეს ჯოზეფი — ჯეიკ დელენი (სეზონი 2), ლეას შეყვარებული
  • ვერედ ბლონშტეინი — ლანა მური, სერიალის ერთადერთი აუტისტი ქალი პერსონაჟი.[25]
  • ალექს პლანკი — ჯავიერ "ჯავი" მალდონადო [25]
  • ჯენიგერ ბირნინგემი — მია ვულნერი, ექიმ ალექს პარკის ყოფილი ცოლი, რომელთანაც მოგვიანებით ურთიერთობა განაახლა. ბირმინგემი და უილ იუნ ლი რეალურ ცხოვრებაშიც არიან დაქორწინებული და ვაჟი ჰყავთ.
  • რობერტ შონ ლეონარდი — შამუს ო'მელი, პაციენტი, რომელსაც ფეხში მარლინი შეერჭო.
  • მაიკლ ტრუკო — ეთან მერფი (სეზონი 3), შონის მამა, რომელიც კიბოთი კვდება.
  • მოიზეს არიასი — ლუკა (სეზონი 3), ნარკოტიკების კონტრაბანდის გადამტანი, რომელსაც მუცელში ნარკოტიკებით სავსე ბუშტი უსკდება.
  • კაზარ იაკობსონი — ბარმენი (სეზონი 3), რომელსაც ექიმი მერფისთვის შეკვეთილი ტეკილა მოაქვს.
  • ადამ ბიჩი — ბილი კარი (სეზონი 4), პაციენტი, რომელზეც თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ჩაზრდილი თმა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვევა, რომ ეს კანის კიბოა. დიაგნოზის მიუხედავად, მხიარულ განწყობას ინარჩუნებს და დაავადებასაც ამარცხებს.
  • ანეტ ო'ტული — კეროლაინ რეზნიკი (სეზონი 3), მორგანის დედა.
  • მაიკლ ლიუ — ექიმი ჯონ ლანდბერგი (სეზონი 4): რეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გუნდს მოეწონა და ახალ რეზიდენტად აირჩიეს, მან თავად განაცხადა უარი, რადგან ექიმების „არაპროფესიონალობის“ გამო თავი უხერხულად იგრძნო.
  • სემ რობერტ მუიკი — ექიმი უილ ჰუპერი (სეზონი 4): რეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდანტი ორთოპედიის ხარისხით, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და არის აშშ‑ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. მისი მაღალი ინტელექტის მიუხედავად, ქედმაღლობისა და არასასიამოვნო პიროვნული თვისებების გამო სხვა ექიმებმა მის რეზიდენტად აყვანაზე უარი განაცხადეს.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონიეპიზოდი ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
118სექტემბერი 25, 2017 (2017-09-25)მარტი 26, 2018 (2018-03-26)
218სექტემბერი 24, 2018 (2018-09-24)მარტი 11, 2019 (2019-03-11)
320სექტემბერი 23, 2019 (2019-09-23)მარტი 30, 2020 (2020-03-30)
420ნოემბერი 2, 2020 (2020-11-02)[29]ივნისი 7, 2021 (2021-06-07)

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემუშავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მაისში CBS-მა დანიელ დეი კიმის ხელმძღვანელობით დაიწყო სამხრეთ კორეული სამედიცინო დრამის, „კარგი ექიმის“ ამერიკული ვერსიის განვითარება. კიმმა განაცხადა, რომ სერიალის ადაპტირების მიზანია „ისეთი რამის შექმნა, რაც ყველასათვის ნაცნობ სამყაროს კარგად მოერგება და პერსონაჟები, რომელთა შესწავლა დიდი დროის მანძილზე იქნება შესაძლებელი.“[30] თავდაპირველი სცენარის მიხედვით, სიუჟეტი აუტიზმით დაავადებული ბავშვთა ქირურგის ცხოვრებას ეხებოდა, ხოლო მოქმედება ბოსტონში ვითარდებოდა. აღნიშნული ვერსიის ეთერში გაშვებას 2015 წლის აგვისტოში გეგმავდნენ,[31][32] თუმცა CBS-მა პროექტი არ განახორციელა, რის შემდეგაც სერიალმა Sony Pictures Television-ზე გადაინაცვლა. „კარგი ექიმი“ განავითარა დევიდ შორმა, რომელიც დანიელ დეი კიმთან, სებასტიან ლისა და დევიდ კიმთან ერთად სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია.[33] ABC-იმ სერიალის საპილოტე ეპიზოდი ოფიციალურად 2017 წლის იანვარში შეუკვეთა.[34]

2017 წლის 11 მაისს, ABC-იმ სერიალის წარმოება Sony Pictures Television-სა და ABC Studios-თან თანამშრომლობით დაიწყო,[35] ხოლო სერიალმა 18 ეპიზოდისგან შემდგარი სეზონის სახე ოფიციალურად 2017 წლის 3 ოქტომბერს მიიღო.[36] 2018 წლის 7 მარტს, ABC-იმ სერიალი მეორე სეზონისთვის განაახლა.[37] 2019 წლის 5 თებერვალს ტელეკრიტიკოსთა ასოციაციის პრეს-კონფერენციის დროს სერიალის მესამე სეზონის შესახებ განაცხადეს, რომლის პრემიერაც 2019 წლის 23 სექტემბერს შედგა.[38][39][40] 2020 წლის 10 თებერვალს სერიალის მეოთხე სეზონი დაანონსდა, რომლის პრემიერაც 2020 წლის 2 ნოემბერს გაიმართა.[41][29] 2020 წლის 6 აგვისტოს განაცხადეს, რომ მეოთხე სეზონის საწყისი ეპიზოდები კორონავირუსის პანდემიის შესახებ იქნება.[42] 2021 წლის 3 მაისს ABC-მ სერიალი მეხუთე სეზონისთვის განაახლა.[43]

ქასთინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 17 თებერვალს, ანტონია ტომასი აირჩიეს კლერ ბრაუნის, ნიჭიერი ექიმის როლის შესასრულებლად, რომელიც შონის მეგობარი გახდება.[5] ერთი კვირის შემდეგ სერიალის პერსონაჟთა სიას დაემატნენ ფრედი ჰაიმორი, როგორც შონ მერფი, აუტისტი ქირურგი და ნიკოლას გონსალესი, როგორც ნილ მელენდესი, ქირურგიის რეზიდენტების ზედამხედველი.[3] მომდევნო თვეს აირჩიეს ჩუკუ მოდუ, როგორც რეზიდენტი ჯარედ კალუ (თავდაპირველად ჯარედ უნგერი);[7] ჰილ ჰარპერი, როგორც ქირურგიის უფროსი მარკუს ენდრიუსი (თავდაპირველად ჰორას ენდრიუსი); ირენ კენი, როგორც რეზიდენტი ელ მაკლინი[9] და რიჩარდ შიფი, როგორც აარონ გლასმანი (თავდაპირველად ირა გლასმანი), საავადმყოფოს პრეზიდენტი და შონის დამრიგებელი.[10][35] მოგვიანებით, სერიალს შეუერთდა ბო გარეტი, როგორც ჯესიკა პრესტონი, საავადმყოფოს საბჭოს წევრი და ექიმ გლასმანის მეგობარი.[8] 2017 წლის სექტემბერში, ტემლინ ტომიტა ალეგრა აოკის როლის შესასრულებლად დაინიშნა.[12]

2018 წლის აპრილში განაცხადეს, რომ უილ იუნ ლი, ფიონა გაბელმანი, კრისტინა ჩანგი და პეიჯ სპარა, რომლებიც პირველ სეზონში შესაბამისად, ალექსის, მორგანის, ოდრისა და ლეას მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდნენ, მეორე სეზონისთვის მთავარი პერსონაჟების სიაში გადაინაცვლებდნენ.[44] ამასთან ერთად, დაადასტურეს, რომ ჩუკუ მოდუ მეორე სეზონში არ დაბრუნდებოდა.[44] 2018 წლის 19 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბო გარეტმა სერიალი მეორე სეზონის პრემიერამდე დატოვა.[45]

სურეის (ბრიტანეთის კოლუმბია) ადმინისტრაციული შენობა სან-ხოსეს წმ. ბონავენტურას საავადმყოფოს ექსტერიერისთვის გამოიყენება.[46]

2019 წლის იანვარში განაცხადეს, რომ აღმასრულებელი პროდიუსერი, დანიელ დეი კიმი მეორე სეზონში მეორეხარისხოვან პერსონაჟს შეასრულებდა.[17] 2019 წლის ივლისში დადასტურდა, რომ ჯესიკა ნიკოლი მესამე სეზონში მთავარ პერსონაჟს შეასრულებდა.[47] 2020 წლის ოქტომბერში სერიალის მეოთხე სეზონის მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სიას ნოა გალვინი, სამერ ბრაუნი, ბრაია სამონე ჰენდერსონი და ბრაიან მარკი დაემატნენ.[18]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილოტის წარმოება 2017 წლის 21 მარტიდან 6 აპრილამდე მიმდინარეობდა ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში.[48][49] სეზონის დანარჩენი ეპიზოდების გადაღება დაიწყო 2017 წლის 26 ივლისს, ხოლო დასრულდა 2018 წლის 1-ელ მარტს.[50] მეორე სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა 2018 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 12 თებერვლამდე.[51] მესამე სეზონის გადაღებები დაიწყო 2019 წლის 19 ივნისს, ხოლო დასრულდა 2020 წლის 3 მარტს.[52] მეოთხე სეზონის გადაღების დაწყება იგეგმებოდა 2020 წლის 4 აგვისტოს, ხოლო დასრულება — 2021 წლის 13 აპრილს, რაც მოგვიანებით გადაიდო. განახლებული ინფორმაციით, სეზონის გადაღებები 2020 წლის 2 სექტემბერს დაიწყო, ხოლო დასრულდება 2021 წლის 28 მაისს.[53][54]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემის ნომინანტი დენ რომერი სერიალის მთავარი კომპოზიტორია.[55][56] მან სერიალისთვის შექმნილი მუსიკისთვის მოიპოვა ASCAP-ის ჯილდო.[57][58]

სერიალის გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კარგი ექიმი“ აშშ-ში ABC-ის ეთერში 2017 წლის 25 სექტემბრიდან გადის,[59] ხოლო კანადაში CTV-ზე.[60] სერიალს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში Sky Witness,[61] ავსტრალიაში — Seven Network,[62] იაპონიაში 2018 წლის აპრილიდან — Wowow,[63] ნიდერლანდებში 2018 წლის 29 იანვრიდან — RTL 4 და Videoland, ხოლო საქართველოში — პირველი არხი აჩვენებს.[64][65] ინდოეთში Colors Infinity-იმ 2017 წლის ოქტომბერში სერიალის ჩვენების უფლება მოიპოვა და ყოველ ეპიზოდს აშშ-ში გამოსვლიდან 24 საათის შემდეგ აჩვენებს.[66] იტალიაში „კარგი ექიმის“ პრემიერა Rai 1-ზე 2018 წლის 17 ივლისს შედგა და მიაღწია ნახვების რეკორდულ რაოდენობას 5,2 მილიონი მაყურებლით, ხოლო მესამე ეპიზოდმა 31,7%-იანი რეიტინგი მოიპოვა,[67] რითაც ის იტალიაში ყველაზე მეტად ნანახი უცხოური სერიალების ათეულში მეხუთე ადგილზე მოხვდა.[68] ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო, რადგან სიაში ბოლო ცვლილება 2007 წლის 14 ნოემბერს ექიმი ჰაუსის ერთ-ერთი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ მოხდა.[69][68] ბრაზილიაში Globo-მ სერიალის ორი ეპიზოდი აჩვენა, რის შემდეგაც, 27 აგვისტოს განაცხადეს, რომ სერიალის სტრიმინგი თავიანთ სერვერზე, Globoplay-ზე დაიწყებოდა.[70][71] ჩილეში 2020 წლის 20 მარტს ტელეკომპანია Televisión Nacional de Chile-ზე „კარგი ექიმის“ პირველი რეკლამა გავიდა, რომლის მიხედვითაც სერიალი „მალე“ დაიწყება.[72]

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრული ხანგრძლივობის ტრილერი ABC-იმ 2017 წლის მაისში გამოუშვა, რომლის შესახებ /Film-ის ჟურნალისტმა, ეთან ანდერტონმა განაცხადა: „იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ „ექიმი ჰაუსი“ „წვიმის კაცს“ ხვდება, რაც სერიალს ნამდვილად საინტერესოს გახდის". მიუხედავად ამისა, მან დასვა შეკითხვა: "რამდენ ხანს შეძლებს [ჰაიმორის] პერსონაჟის სავანტური უნარები და აუტიზმით გამოწვეული სირთულეები ხალხის შთაბეჭდილების მოხდენას?“[73] The Hollywood Reporter-ის კრიტიკოსმა, დანიელ ფინბერგმა ტრილერი შეაფასა, როგორც „ერთდროულად პროგრესიული და დრომოჭმული“. მისი განცხადებით, „არ იგრძნობოდა ნიუანსი, განსაკუთრებით ჰილ ჰარპერის პერსონაჟის ცილისმწამებლური ხასიათისა და რიჩარდ შიფის პერსონაჟის კეთილშობილებისა და მზრუნველობის გათვალისწინებით“.[74] IndieWire-ის ჟურნალისტებმა, ბენ ტრევერსმა და სტივ გრინმა განაცხადეს, რომ „ტრილერი საკმაოდ სერიოზულია და ძალიან სერიოზულ საგანს ეხება. ჰაიმორის პერსონაჟზე თვალის ერთი გადავლებით გასაგები ხდება, რომ ცდილობენ მის დაავადებასა და უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორც ერთგვარ საიდუმლო იარაღს შორის ხაზის გავლებას.“[75] ტრილერმა 25,4 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა გამოსვლის პირველივე კვირის შემდეგ, რომელთა შორის 22 მილიონი ნახვა მხოლოდ ფეისბუქიდან მიიღო.[76]

საპილოტე ეპიზოდი აჩვენეს ABC-ის პეილიფესტზე, 2017 წლის 9 სექტემბერს.[77] 2018 წლის 22 მარტს, მსახიობები და აღმასრულებელი პროდიუსერები, კიმი და შორი დაესწრნენ პეილიფესტის 35-ე შეკრებას, სადაც აჩვენეს პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი.[78]

სტრიმინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის მაისში, Hulu-მ მოიპოვა გასული ეპიზოდების ჩვენების უფლებები, ხოლო მომავალ ეპიზოდებს ხელმისაწვდომს ABC-ის ეთერში ჩვენების მომდევნო დღეს ხდის.[79] ახალ ზელანდიაში სერიალი ხელმისაწვდომია Lightbox-ის მეშვეობით. საპილოტე ეპიზოდი 2018 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა.[80][81][82]

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი 1

  • პირველი სეზონი — 7 აგვისტო, 2018[83]
  • მეორე სეზონი — 6 აგვისტო, 2019[84]
  • მესამე სეზონი — 4 აგვისტო, 2020[85]

რეგიონი 2 (გაერთიანებული სამეფო)

  • პირველი სეზონი — 8 ოქტომბერი, 2018[86]

რეგიონი 4 (ავსტრალია)

  • პირველი სეზონი — აგვისტო 15, 2018[87]
  • მეორე სეზონი — ივლისი 10, 2019[88]
  • პირველი და მეორე სეზონები — 10 ივლისი, 2019[89]
  • მესამე სეზონი — 15 ივლისი, 2020[90]

მიღებული შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Viewership and ratings per season of კარგი ექიმი
სეზონი განრიგი (ET) ეპიზოდი პირველად ეთერში ბოლოს ეთერში სეზონი ტელევიზიაში ადგილი მაყურებელთა
მიხედვით
მაყურებელთა საშუალო რაოდენობა
(მილიონი)
ადგილი 18–49 წლის
მოსახლეობის მიხედვით
საშუალო რეიტინგი 18–49 წლის მოსახლეობაში
თარიღი მაყურებელი
(მილიონი)
თარიღი მაყურებელი
(მილიონი)
1 ორშაბათი 22:00  18 სექტემბერი 25, 2017 (2017-09-25) 11.22[91] მარტი 26, 2018 (2018-03-26) 9.52[92] 2017–18 7 15.61 9 3.4[26]
2 18 სექტემბერი 24, 2018 (2018-09-24) 7.35[93] მარტი 11, 2019 (2019-03-11) 7.78[94] 2018–19 12 12.20 12 2.4[27]
3 20 სექტემბერი 23, 2019 (2019-09-23) 6.26[95] მარტი 30, 2020 (2020-03-30) 7.71[96] 2019–20 11 10.82 13 1.8[28]
4 20 ნოემბერი 2, 2020 (2020-11-02) 4.87[97] ცნობილი გახდება TBD 2020–21 19 8.16 22 TBD

სერიალმა პრემიერის დროს 18-49 წლის მოსახლეობაში მოიპოვა 2.2/9 რეიტინგი, ჯამში 11,12 მილიონი მაყურებლით, რითაც ABC-ის ისტორიაში ბოლო 21 წლის მანძილზე ყველაზე მეტად ნანახ დრამად იქცა სერიალ „სახიფათო ფიქრების“ (Dangerous Minds) შემდეგ, რომელმაც თავისი რეკორდი 1996 წლის სექტემბერში დაამყარა. „კარგი ექიმი“ ასევე ყველაზე მაღალ რეიტინგული დრამად იქცა 18-49 მოსახლეობაში, რითაც მოხსნა სერიალ Castle-ის 2009 წლის მარტში დამყარებული რეკორდი.[98] ეთერში გასვლისა და მომდევნო ერთი კვირის მონაცემების გათვალისწინებით, საპილოტე ეპიზოდს 19,2 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო DVR ნახვების რეკორდი 7,9 მილიონი მაყურებლით მოხსნა (წინა რეკორდი 7,67 მაყურებლით სერიალ Designated Survivor-ის საპილოტე ეპიზოდმა 2016 წელს დაამყარა).[99] TV Guide-ის მიხედვით, 9 ოქტომბრის ეპიზოდმა 18,2 მილიონი მაყურებელი მოიზიდა, რითაც CBS-ის ორი მაღალრეიტინგული სერიალის, NCIS-ისა და დიდი აფეთქების თეორიის რეკორდი მოხსნა.[100]

კრიტიკოსთა გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes-ზე პირველმა სეზონმა 42 კრიტიკოსზე დაყრდნობით 62%-იანი დადებითი შეფასება მიიღო, საშუალოდ 5.65/10 რეიტინგით.[101] Metacritic-ზე პირველმა სეზონმა 15 კრიტიკოსის შეფასებით 100 დან 53 ქულა მიიღო, რაც მეტყველებს „მრავალფეროვან ან მისაღებ შეფასებაზე“.[102]

TVLine-ის რედაქტორმა, მეტ უებ მიტოვიჩმა სერიალის საპილოტე ეპიზოდის შესახებ განაცხადა, რომ „კარგ ექიმს თამამად შეუძლია დიდებული დნმ-ით იამაყოს... [და] გააჩნია იმის პოტენციალი, რომ დამაფიქრებელ სამედიცინო დრამად იქცეს, თუნდაც მხოლოდ პილოტში გამოყენებულ მეთოდებს თუ გავითვალისწინებთ". მას მოეწონა შიფსა და ჰაიმორს შორის არსებული „თბილი დინამიკა“ და აღწერს ტომასის პერსონაჟს, როგორც „შონის განსხვავებულ, შორეულ სამყაროსთან გადებულ ხიდს, რომელიც მასთან გვაკავშირებს.“ ის აღნიშნავს, რომ „[სერიალი] სიჩქარის ასაკრებად საკმაო დროს მოითხოვს“, მაგრამ ბოლოს ასკვნის, რომ „საბოლოო სცენა ემოციურად საკმაოდ ძლიერია, რაც იმით გამოიხატება, რომ ექიმი მერფი თავისდა უნებურად იპყრობს კოლეგის ყურადღებას.“[103]

The New York Times-ის ტელეკრიტიკოსი, ჯეიმს პონივოზიკი აღნიშნავს, რომ უმეტესწილად სერიალი წარმოადგენს „სენსაციური სამედიცინო მეცნიერების შემცველ მელოდრამას, რომელიც გაჯერებულია პერსონალს შორის არსებული რომანსითა და უტიფარი სენტიმენტალობით.“ ექიმი აარონ გლასმანის (რიჩარდ შიფი) და ექიმი შონ მერფის (ფრედი ჰაიმორი) განხილვისას პონივოზიკი წერს, რომ „ბატონი შიფი როლს დამაჯერებლად ასრულებს და ბატონი ჰაიმორიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.“[104]

2017 წლის 11 დეკემბერს ფრედი ჰაიმორის ოქროს გლობუსის ნომინაციაზე წარდგენის შესახებ საუბრისას Vanity Fair-ის ჟურნალისტი, ლაურა ბრედლი ამბობს: „...ფრედი ჰაიმორმა ამ ჯილდოს მეშვეობით მოიპოვა ის აღიარება, რომელიც მას ამდენ ხანს უსამართლოდ გაურბოდა." ბრედლი ამბობს, რომ ჰაიმორის შესრულება „ცენტრალური გასაღები“ აღმოჩნდა [„კარგი ექიმის“] უზარმაზარი წარმატებისთვის; როცა სერიალი გულგრილ შეფასებებს იღებდა, კრიტიკოსები სწორედ ჰიამორის მიერ გაღებულ შრომას აქებდნენ.“[105]

კრისტი დუანმა, ვასილის კ. პოზიოსმა და პრავინ რ. კამბამმა ჟურნალ The Hollywood Reporter-ის შეფასებაში დაწერეს, რომ „კარგი ექიმი“ ახდენს იმ მოსაზრების წარმოჩენას, რომ აუტისტი ადამიანები საზოგადოებისთვის სარგებელს მხოლოდ მაშინ წარმოადგენენ, როცა სავანტურ შესაძლებლობებს ფლობენ.[106] მსგავსი აზრი გამოთქვა დოუი დრააისმამ, რომელიც ამბობს, რომ რეჟისორები ცდილობენ აუტიზმის აუთენტურად წარმოჩენას და სავანტური უნარების მქონე პერსონაჟის შექმნას.[107]

დაჯილდოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი სქოლიო
2018 ოქროს გლობუსის 75-ე დაჯილდოება დრამატული ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [108][109]
Humanitas-ის პრემია 60 წუთანი კატეგორია დევიდ შორი (ეპიზოდისთვის "Burnt Food") მოგებული [110]
ASCAP-ის დაჯილდოება საუკეთესო ტელესერიალი დენ რომერი მოგებული [111]
Banff Rockie-ის პრემია ორინალი სცენრით შექმნილი მელოდრამატული სერიალი კარგი ექიმი მოგებული [112]
The Hollywood Reporter-ის ჯილდო კარგი ექიმი მოგებული
2018 წლის თინეიჯერთა არჩევანის დაჯილდოება დრამატული სერიალის რჩეული მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [113]
სეულის საერთაშორისო დრამის დაჯილდოება საუკეთესო დრამატული სერიალი კარგი ექიმი ნომინირებული [114][115]
საუკეთესო მსახიობი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული
საუკეთესო სცენარის ავტორი დევიდ შორი ნომინირებული
ხალხის არჩევანის 44-ე დაჯილდოება 2018 წლის სატელევიზიო ვარსკვლავი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [116]
2019 კრიტიკოსთა არჩევანის მე-9 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [117]
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი რიჩარდ შიფი ნომინირებული
Humanitas-ის პრემია 60 წუთიანი კატეგორია დევიდ შორი და ლოიდ გილიარდ უმცროსი. (ეპიზოდისთვის "More") ნომინირებული [118]
GLAAD-ის 30-ე დაჯილდოება გამორჩეული ინდივიდუალური ეპიზოდი (სერიალში, რომელშიც რეგულარული ლგბტ პერსონაჟი არ არის) "She" ნომინირებული [119]
Leo-ს პრემია საუკეთესო დრამატული სერიალი შონ უილიამსონი, მაიკ ლისტო, დევიდ შორი, ფრედი ჰაიმორი, ერინ განი, ლიზ ფრიდმანი, დანიელ დეი კიმი, ტომას მორანი და დევიდ ჰოზელტონი ნომინირებული [120]
დრამატული სერიალში მოწვეული მსახიობის საუკეთესო შესრულება რიკი ჰე (ეპიზოდისთვის "Quarantine") ნომინირებული
მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალი საერთაშორისო აუდიტორია – საუკეთესო დრამატული სერიალი კარგი ექიმი მოგებული [121][122]
სეულის საერთაშორისო დრამის დაჯილდოება წლის ყველაზე პოპულარული უცხოური დრამა კარგი ექიმი მოგებული [123]
2020 კრიტიკოსთა არჩევანის მე-10 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [124]
Leo-ს პრემია დრამატულ სერიალში მოწვეული მსახიობის საუკეთესო შესრულება პიტერ ბენსონი (ეპიზოდისთვის "Risk and Reward") ნომინირებული [125]
კიფერ ო'რეილი (ეპიზოდისთვის "SFAD") ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Koblin, John (November 19, 2017). „How ABC Found a surprise Hit in 'The Good Doctor'. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 14, 2017. ციტირების თარიღი: December 12, 2017.
  2. Ausiello, Michael. (May 11, 2017) Good Doctor Medical Drama Starring Bates Motel's Freddie Highmore Ordered to Series at ABC. ციტირების თარიღი: May 11, 2017
  3. 3.0 3.1 3.2 Andreeva, Nellie. (February 24, 2017) 'The Good Doctor': Freddie Highmore & 'HTGAWM's Nicholas Gonzalez Cast. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  4. 4.0 4.1 The Good Doctor [GoodDoctorABC]. (August 17, 2017) #TheGoodDoctor cast at their first table read! #TBT. ციტირების თარიღი: August 23, 2017
  5. 5.0 5.1 Andreeva, Nellie. (February 17, 2017) Antonia Thomas Cast In ABC Pilot 'Good Doctor'; Bojana Novakovic In CBS 'Instinct'. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  6. Andreeva, Nellie. (June 7, 2021) 'The Good Doctor' Star Antonia Thomas Leaving ABC Drama After 4 Seasons: "It's Deeply Sad To Say Goodbye". Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: June 7, 2021
  7. 7.0 7.1 Petski, Denise. (March 3, 2017) 'The Good Doctor' ABC Pilot Casts Chuku Modu. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  8. 8.0 8.1 Petski, Denise. (March 22, 2017) Beau Garrett Joins 'The Good Doctor' ABC Pilot; Sawyer Barth In Fox's 'Amy's Brother'. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  9. 9.0 9.1 9.2 Petski, Denise. (March 8, 2017) 'The Good Doctor': Hill Harper & Irene Keng Join ABC Drama Pilot. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  10. 10.0 10.1 Petski, Denise. (March 13, 2017) 'The Good Doctor': Richard Schiff Cast In ABC Medical Drama Pilot. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  11. „The Good Doctor: Season 1 Lead Sheet“ (პრეს-რელიზი). ABC Press. July 24, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2017. ციტირების თარიღი: August 2, 2017.
  12. 12.0 12.1 Petski, Denise. (September 22, 2017) 'The Good Doctor': Tamlyn Tomita Upped To Series Regular On ABC Drama. ციტირების თარიღი: September 22, 2017
  13. Barnes, Hannah (January 19, 2018). 'The Good Doctor' Recruits Actor From 'Hawaii Five-0'. PopCulture.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 24, 2018. ციტირების თარიღი: January 19, 2018.
  14. Andreeva, Nellie (January 11, 2018). 'The Good Doctor': Fiona Gubelmann Joins ABC Medical Drama As New Resident“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2018. ციტირების თარიღი: January 11, 2018.
  15. „The Good Doctor Adds a New Rival for Shaun“. TV Guide. January 11, 2018. ციტირების თარიღი: January 11, 2018.
  16. Andreeva, Nellie. (June 21, 2018) 'The Good Doctor': Lisa Edelstein To Recur On Season 2, Sets 'House' Reunion. ციტირების თარიღი: June 28, 2018
  17. 17.0 17.1 Schwartz, Ryan. (January 8, 2019) Good Doctor EP Daniel Dae Kim Scrubs In for Major Season 2 Arc — First Look. TVLine. ციტირების თარიღი: January 9, 2019
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 Andreeva, Nellie. (October 1, 2020) 'The Good Doctor': Noah Galvin, Summer Brown, Bria Samoné Henderson & Brian Marc To Recur In Major Season 4 Plotlin. ციტირების თარიღი: October 1, 2020.
  19. Andreeva, Nellie. (June 7, 2021) 'The Good Doctor': Osvaldo Benavides Joins ABC Medical Drama As Series Regular For Season 5. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: June 7, 2021
  20. Schwartz, Ryan. (December 3, 2018) Good Doctor Casts Park's Estranged Son — Watch Fall Finale Sneak Peek. ციტირების თარიღი: December 4, 2018
  21. Andreeva, Nellie. (May 16, 2017) ABC Schedule: Primetime Fall 2017-2018. ციტირების თარიღი: June 17, 2017
  22. Shore, David (October 6, 2017). „Mount Rushmore“. The Good Doctor. Event occurs at 42:49. ABC.
  23. Petski, Denise. (November 9, 2017) 'The Good Doctor': Eric Winter Set To Recur On ABC Drama Series. ციტირების თარიღი: November 9, 2017
  24. Hipes, Patrick. (October 18, 2017) Marsha Thomason Scrubs In For 'The Good Doctor'; Bahram Khosraviani Joins 'The Brave'. ციტირების თარიღი: October 18, 2017
  25. 25.0 25.1 Nguyen, Hanh (January 28, 2019). 'The Good Doctor' Upends Misconceptions About Sex and Relationships on the Spectrum“. IndieWire.
  26. 26.0 26.1 de Moraes, Lisa; Hipes, Patrick. (May 22, 2018) 2017-18 TV Series Ratings Rankings: NFL Football, 'Big Bang' Top Charts. ციტირების თარიღი: May 22, 2018
  27. 27.0 27.1 de Moraes, Lisa. (May 21, 2019) 2018–19 TV Season Ratings: CBS Wraps 11th Season At No. 1 In Total Viewers, NBC Tops Demo; 'Big Bang Theory' Most Watched Series. ციტირების თარიღი: June 5, 2019
  28. 28.0 28.1 Porter, Rick. (June 4, 2020) TV Ratings: 7-Day Season Averages for Every 2019-20 Broadcast Series. ციტირების თარიღი: June 6, 2020
  29. 29.0 29.1 Andreeva, Nellie. (September 17, 2020) ABC Sets Fall Drama Premiere Dates; 'For Life' Replaces Canceled 'Stumptown' On Schedule, 'The Rookie' Pushed. ციტირების თარიღი: September 17, 2020.
  30. Hyo-won, Lee. (May 22, 2014) Daniel Dae Kim Wants to Bring North Korean Defector Story to Screen (Exclusive). ციტირების თარიღი: August 31, 2014
  31. Daniel Dae Kim to remake 'Good Doctor' for CBS (August 31, 2014). ციტირების თარიღი: August 31, 2014
  32. Lee, Sun-min. (September 1, 2014) 'Good Doctor' to be adapted. ციტირების თარიღი: September 1, 2014
  33. Andreeva, Nellie. (October 6, 2016) ABC Lands 'The Good Doctor' Medical Drama From David Shore & Daniel Dae Kim. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  34. Andreeva, Nellie. (January 23, 2017) ABC Orders Drama Pilots 'The Good Doctor' & 'Doomsday' From David Shore, Daniel Dae Kim & Carol Mendesohn. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  35. 35.0 35.1 Andreeva, Nellie. (May 11, 2017) 'The Good Doctor' Drama Starring Freddie Highmore Picked Up To Series By ABC. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  36. Andreeva, Nellie. (October 3, 2017) 'The Good Doctor' Gets Full-Season Order From ABC After 2 Airings. ციტირების თარიღი: October 4, 2017
  37. Andreeva, Nellie; Hipes, Patrick. (March 7, 2018) 'The Good Doctor' Renewed For Season 2 At ABC. ციტირების თარიღი: March 7, 2018
  38. Otterson, Joe. (February 5, 2019) 'Good Doctor,' 'A Million Little Things,' 'Shark Tank' Renewed at ABC. ციტირების თარიღი: February 5, 2019
  39. lannucci, Rebecca. (February 5, 2019) The Good Doctor Renewed for Season 3. ციტირების თარიღი: February 5, 2019
  40. Pedersen, Erik. (July 2, 2019) ABC Fall Premiere Dates: 'The Conners', 'Black-ish' & Spinoff, Cobie Smulders' 'Stumptown', Final 'Modern Family' Season & More. ციტირების თარიღი: July 2, 2019
  41. Andreeva, Nellie. (February 10, 2020) 'The Good Doctor' Renewed For Season 4 By ABC. ციტირების თარიღი: February 10, 2020.
  42. Schwartz, Ryan. (August 6, 2020) The Good Doctor to Kick Off Season 4 With Coronavirus-Themed Storyline. ციტირების თარიღი: August 6, 2020
  43. White, Peter. (May 3, 2021) 'The Good Doctor' Renewed For Season 5 At ABC. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: May 4, 2021
  44. 44.0 44.1 Andreeva, Nellie. (April 2, 2018) 'The Good Doctor': Will Yun Lee, Fiona Gubelmann, Christina Chang & Paige Spara Promoted To Series Regulars, Chuku Modu Not Returning For Season 2. ციტირების თარიღი: April 2, 2018
  45. Ramos, Dino-Ray. (September 19, 2018) 'The Good Doctor': Beau Garrett Not Returning For Season 2. ციტირების თარიღი: September 20, 2018
  46. Pizarro, Sal. (November 3, 2017) How San Jose in 'The Good Doctor' compares to the real thing. ციტირების თარიღი: February 5, 2018
  47. Schwartz, Ryan. (July 18, 2019) Good Doctor: Jasika Nicole Promoted to Series Regular Ahead of Season 3. ციტირების თარიღი: September 4, 2019
  48. Takeuchi, Craig. (March 20, 2017) Filming in Vancouver: Liam Neeson, Jeremy Piven, Sandra Oh, Freddie Highmore, and more. Inside Vancouver. ციტირების თარიღი: June 3, 2017
  49. Andreeva, Nellie. (March 7, 2017) Pilot Locations 2017: NY, Vancouver & Atlanta Tick Up; LA, Toronto, Chicago Slip. ციტირების თარიღი: May 11, 2017
  50. „DGC BC Production List“ (PDF). Directors Guild of Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — October 14, 2017. ციტირების თარიღი: October 14, 2017.
  51. „DGC BC Production List“ (PDF). Directors Guild of Canada. June 22, 2018. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — June 22, 2018. ციტირების თარიღი: June 22, 2018.
  52. „DGC BC Production List“ (PDF). Directors Guild of Canada. May 17, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 19, 2019. ციტირების თარიღი: May 19, 2019.
  53. „DGC BC Production List“ (PDF). Directors Guild of Canada. June 26, 2020. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — June 26, 2020. ციტირების თარიღი: June 29, 2020.
  54. „DGC BC Production List“ (PDF). Directors Guild of Canada. August 21, 2020. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — August 21, 2020. ციტირების თარიღი: August 21, 2020.
  55. Romer, Dan [Dan_romer]. (September 25, 2017) I scored @GoodDoctorABC and it's premiering tonight at 10. ციტირების თარიღი: September 26, 2017
  56. „Dan Romer on Twitter“. Twitter (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 29, 2018.
  57. „2018 ASCAP Screen Music Awards“. www.ascap.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 29, 2018.
  58. (2018) ASCAP 2018 Screen Awards Program Book. ASCAP, გვ. 2, 5, 24. 
  59. Andreeva, Nellie. (July 24, 2017) ABC Sets Fall 2017 Premiere Dates For TGIT, 'Black-ish', 'The Good Doctor' & 'The Gospel Of Kevin', Which Gets New Title. ციტირების თარიღი: July 24, 2017
  60. „CTV and CTV Two Fall 2017 Premiere Dates Announced ### CTV is Home of Television's Most-Anticipated Debuts of the Year“ (პრეს-რელიზი). Bell Media. August 24, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 2, 2017. ციტირების თარიღი: September 2, 2017.
  61. „New US drama The Good Doctor coming exclusively to Sky Living in the UK and Ireland“ (პრეს-რელიზი). Sky plc. August 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 7, 2017. ციტირების თარიღი: September 7, 2017.
  62. Tadros, Patrick. (October 13, 2017) 'The Good Doctor' is Giving Australia All Sorts of Feels Right Now. Yahoo7. ციტირების თარიღი: October 29, 2017
  63. Schilling, Mark. (December 15, 2017) Wowow acquires 'The Good Doctor' for Japan. ციტირების თარიღი: December 15, 2017
  64. Wereldwijde hitserie 'The Good Doctor' bij RTL 4 en Videoland. ციტირების თარიღი: January 25, 2018
  65. კარგი ექიმი (U) - 1TV. საქართველოს პირველი არხი (10-04-2020). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
  66. Colors Infinity to premiere latest international shows within 24 hours of its international telecast (October 2, 2017).
  67. Ascolti TV. Martedì 17 luglio 2018. Boom clamoroso di The Good Doctor (27.8%). ციტირების თარიღი: July 21, 2018
  68. 68.0 68.1 » Ieri e oggi in TV Estate 18/07/2018 — Ascolti italiani di martedì 17 luglio 2018: debutto-record per la serie The Good Doctor su Rai 1 (5,2 milioni medi – 27,8%) Antonio Genna Blog.
  69. » Top 10 Telefilm stranieri (al 14 novembre 2007) Antonio Genna Blog.
  70. GloboPlay vai exibir The Good Doctor, primeira série internacional (e que não pertence à Globo) do serviço. ციტირების თარიღი: October 1, 2018
  71. The Good Doctor: a primeira série internacional do GloboPlay. ციტირების თარიღი: October 1, 2018
  72. Fuentes, Diego. Del creador de "Doctor House": TVN apuesta por la serie "The Good Doctor" es (March 24, 2020). ციტირების თარიღი: March 24, 2020.
  73. Anderton, Ethan. (May 17, 2017) Watch Trailers for ABC's New 2017-2018 Shows: 'Roseanne' Returns, Zach Braff Forms 'Alex, Inc.' & More. /Film. ციტირების თარიღი: June 17, 2017
  74. Fienberg, Daniel. (May 16, 2017) ABC's New Show Trailers: A Critic's Ranking. ციტირების თარიღი: June 17, 2017
  75. Travers, Ben; Greene, Steve. (May 16, 2017) 'The Good Doctor,' 'The Gospel of Kevin,' 'Alex, Inc.': ABC Fall TV Trailers, Ranked and Reviewed. IndieWire. ციტირების თარიღი: June 17, 2017
  76. Petski, Denise. (May 25, 2017) 'Roseanne' Revival Trailer: 33 Million Views And Counting. ციტირების თარიღი: June 17, 2017
  77. Pfeiffer, Jeff. (July 18, 2017) PaleyFest Fall TV Previews 2017 Lineup Announced. ციტირების თარიღი: July 20, 2017
  78. Ramos, Dino-Ray. (February 8, 2018) PaleyFest LA Sets Talent From 'Handmaid's Tale', 'Queen Sugar', 'Riverdale' For TV Event. ციტირების თარიღი: February 8, 2018
  79. Andreeva, Nellie. 'The Good Doctor': Hulu Lands Streaming Rights To ABC Drama In Sony TV Deal (May 2, 2018).
  80. The Good Doctor: America's latest appointment viewing hits NZ.
  81. https://www.nowtolove.co.nz/celebrity/tv/the-good-doctor-freddie-highmore-new-show-on-lightbox-36203
  82. September's must see TV.
  83. https://www.amazon.com/Good-Doctor-Season-1/dp/B07C8ZPWKQ/ref=sr_1_1?dchild=1&keywords=the+good+doctor+dvd&qid=1591584155&sr=8-1
  84. https://www.amazon.com/Good-Doctor-Season-Freddie-Highmore/dp/B07QN8NTS1/ref=sr_1_4?dchild=1&keywords=the+good+doctor+dvd&qid=1591584155&sr=8-4
  85. https://www.amazon.com/Good-Doctor-Season-Freddie-Highmore/dp/B086C339PP/ref=sr_1_1?dchild=1&keywords=the+good+doctor+dvd&qid=1599251594&sr=1-1
  86. https://www.amazon.co.uk/Good-Doctor-Season-DVD/dp/B07F89MB2C
  87. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2020-07-07.
  88. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-15. ციტირების თარიღი: 2020-07-07.
  89. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-15. ციტირების თარიღი: 2020-07-07.
  90. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 2020-07-07.
  91. Porter, Rick. (September 26, 2017) 'Big Bang' and 'Young Sheldon' adjust up, 'Good Doctor,' 'DWTS,' 'The Brave,' 'Me, Myself & I' down: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 27, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020. ციტირების თარიღი: September 26, 2017
  92. Porter, Rick. (March 27, 2018) 'American Idol' and 'The Good Doctor' adjust up, 'Good Girls' adjusts down: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2018. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020. ციტირების თარიღი: March 27, 2018
  93. Welch, Alex. (September 25, 2018) 'The Big Bang Theory' adjusts up, 'The Good Doctor' adjusts down: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2018. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020. ციტირების თარიღი: September 25, 2018
  94. Rejent, Joseph. (March 12, 2019) 'Man with a Plan' adjusts up, 'The Good Doctor' adjusts down: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2019. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020. ციტირების თარიღი: March 12, 2019
  95. Rejent, Joseph. (September 24, 2019) '9-1-1' and 'Bob Hearts Abishola' adjust up: Monday final ratings. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2019. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020. ციტირების თარიღი: September 24, 2019
  96. Metcalf, Mitch. (March 31, 2020) Updated: ShowBuzzDaily's Top 150 Monday Cable Originals & Network Finals: 3.30.2020. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2020. ციტირების თარიღი: March 31, 2020.
  97. Metcalf, Mitch. (November 3, 2020) Updated: ShowBuzzDaily's Top 150 Monday Cable Originals & Network Finals: 11.2.2020. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 3, 2020. ციტირების თარიღი: November 3, 2020.
  98. Andreeva, Nellie. (September 26, 2017) 'Young Sheldon' & 'Good Doctor' Debut To Strong Ratings As New TV Season Starts. ციტირების თარიღი: September 28, 2017
  99. Porter, Rick. (October 6, 2017) 'The Good Doctor' premiere got the largest DVR bounce on record. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 7, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 7, 2020. ციტირების თარიღი: October 7, 2017
  100. Rudolph, Ileane (November 2017). „Off the Charts“. TV Guide. November 13–26: 24–25.
  101. The Good Doctor: Season 1 (2017). ციტირების თარიღი: September 2, 2019
  102. The Good Doctor: Season 1. ციტირების თარიღი: September 2, 2019
  103. Mitovich, Matt Webb. (June 2, 2017) ABC's The Good Doctor: Our Fall TV First Impression. TVLine. ციტირების თარიღი: September 12, 2017
  104. Poniewozik, James (November 12, 2017). „On 'The Good Doctor,' the Anti-Antihero Is In“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2017. ციტირების თარიღი: November 13, 2017.
  105. Bradley, Laura. (December 11, 2017) How The Good Doctor finally won Freddie Highmore a Golden Globe Nom. ციტირების თარიღი: December 12, 2017
  106. Why 'The Good Doctor' Is Bad Medicine for Autism (Guest Column) en. ციტირების თარიღი: 2020-08-10
  107. Draaisma, Douwe (2009). „Stereotypes of Autism“. Philosophical Transactions: Biological Sciences. 364 (1522): 1475–1480. ISSN 0962-8436.
  108. Bradley, Laura. (December 11, 2017) How The Good Doctor Finally Won Freddie Highmore a Golden Globe Nom. Variety. ციტირების თარიღი: March 13, 2018
  109. Golden Globes Winners: Complete List (January 7, 2018). ციტირების თარიღი: January 8, 2018
  110. Pedersen, Erik. (February 16, 2018) Humanitas Prize Winners Include 'Mudbound', 'The Post' & 'Lady Bird'. ციტირების თარიღი: February 17, 2018
  111. Burlingame, Jon. (May 24, 2018) 'Solo: A Star Wars Story,' 'Coco' Composers Honored at ASCAP Screen Music Awards. ციტირების თარიღი: June 6, 2018
  112. Rockie Awards – 2018 Winners. Banff World Media Festival. ციტირების თარიღი: June 13, 2018
  113. Cohen, Jess. (June 13, 2018) Teen Choice Awards 2018: Avengers: Infinity War, Black Panther and Riverdale Among Top Nominees.
  114. Sebastian Lee [SLfrom]. (August 7, 2018) Congratulations to all! #TheGoodDoctor #굿닥터 is nominated for three major categories at Seoul International Drama Award including Best Drama, Best Screenwriter(David Shore), and Best Actor(Freddie Highmore). @GoodDoctorABC @gooddrwriters. ციტირების თარიღი: August 7, 2018
  115. Nominees of Seoul International Drama Awards 2018. Seoul International Drama Awards (August 6, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2018. ციტირების თარიღი: November 6, 2018
  116. Nordyke, Kimberly. (November 11, 2018) People's Choice Awards: Complete List of Winners. ციტირების თარიღი: March 27, 2019
  117. Hammond, Pete. (December 10, 2018) Critics' Choice Awards Nominations: 'The Favourite' Tops With 14, 'Black Panther' A Marvel, 'First Man' Rebounds; 'The Americans' Leads TV Series. ციტირების თარიღი: December 10, 2018
  118. Hipes, Patrick. (November 27, 2018) Humanitas Prize: 'Black Panther', 'This Is Us' Among Nominations. ციტირების თარიღი: November 27, 2018
  119. Ramos, Dino-Ray. (January 25, 2019) GLAAD Media Awards Nominations: 'Love, Simon', 'Crazy Rich Asians', And 'Pose' Recognized For LGBTQ Inclusion. ციტირების თარიღი: January 26, 2019
  120. 2019 Leo Awards, Nominees & Winners by Name. Leo Awards. ციტირების თარიღი: August 19, 2019
  121. Golden Nymph Awards Nominees.
  122. Petski, Denise. 'Escape At Dannemora', 'On The Spectrum', 'The Good Doctor' & 'My Brilliant Friend' Among Monte-Carlo Fest Winners (June 18, 2019).
  123. Seoul International Drama Awards 2019 Winners. Seoul International Drama Awards (August 29, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 29, 2019. ციტირების თარიღი: August 29, 2019
  124. Hammond, Pete. (December 8, 2019) 'The Irishman','Once Upon A Time In Hollywood' Lead Critics Choice Nominations; Netflix Dominates With 61 Nods In Movies And TV. ციტირების თარიღი: December 8, 2019
  125. 2020 Nominees & Winners by Name (May 19, 2020). ციტირების თარიღი: May 19, 2020