ართური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მეფე ართური“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მეფე ართური (მრავალმნიშვნელოვანი).
მეფე ართურის ძეგლი

მეფე ართური (King Arthur) — ლეგენდარული ბრიტანელი წინამძღვარი, რომელიც შუა საუკუნეების ისტორიების მიხედვით, უძღვებოდა ბრიტანეთის დაცვას საქსონელი დამპყრობლებისგან, ადრეულ მეექვსე საუკუნეში. ართურის ისტორიების ძირითადი ნაწილი ფოლკლორის და ლიტერატურის შექმნილია, ხოლო მისი არსებობის რეალობა დღესაც დავის საგანია ისტორიკოსებისათვის. სხვადასხვა ისტორიული წყარობიდან მხოლოდ მწირი მასალის მოძიებაა შესაძლებელი.

ლეგენდები ართურის შესახებ სხვადასხვანაირადაა აღწერილი სხვადასხვა ტექსტებში. არ არსებობს ერთიანი კანონიკური ვარიანტი. თუმცა უმეტესი ფაქტები აღებულია ისტორიის გოლფრიდისეული ვარიანტიდან. გოლფრიდი აღწერს ართურს, როგორც ბრიტანეთის მეფეს, რომელმაც დაამარცხა საქსონი დამპყრობლები და შექმნა იმპერია, რომელიც მოიცავდა ბრიტანეთს, ირლანდიას, ისლანდიას, ნორვეგიას და გალებს. ასევე ცნობებს ართურის მამის პერგამონის, ჯადოქარ მერლინის, ხმალი ექსკალიბურის, ართურის დაბადების შესახებ ტინტაგელში, მისი გადამწყვეტი ბრძოლის მორდერერთან კამლანში და მის დასასრულს ავალონში. მეთორმეტე საუკუნის ფრანგმა მწერალმა კრეტიენ დე ტრუამ, დაამატა ლანსელოტისა და გრაალის თასის ისტორია. ამ ფრანგულ ისტორიაში ხშირად მთავარ მოქმედ პირად არა მეფე ართური, არამედ მრგვალი მაგიდის რაინდები იქცევიან. ართურის ლეგენდები იქმნებოდა შუა საუკუნეებში, თუმცა აღორძინება განიცადა მეცხრამეტე საუკუნეში, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში უამრავი რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: