მტერთან ახლოს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტერთან ახლოს
ჟანრი დრამა
რეჟისორი სტივენ პოლიაკოფი
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი ედრიენ ჯონსტონი
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
სეზონი 1
ეპიზოდი 7
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ჰელენ ფლინტი
ხანგრძლივობა 58 წუთი
კომპანია
  • Little Island Productions
  • All3Media International
  • Endor Productions
დისტრიბუტორი All3Media International
ეთერი
ჩვენების ფორმატი 16:9 1080i
აუდიო ფორმატი Stereo
ეთერში 10 ნოემბერი, 2016 (2016-11-10) — 22 დეკემბერი, 2016 (2016-12-22)
საიტი


მტერთან ახლოს (ინგლ. Close to the Enemy) — ბრიტანული დრამატული მინისერიალი, რომელშიც მოქმედება 1940-იანი წლების ლონდონში ხდება. სცენარის ავტორი და რეჟისორია სტივენ პოლიაკოფი, მონაწილეობენ ჯიმ სტარჯესი, ფრედი ჰაიმორი, შარლოტა რაილი, ფობი ფოქსი, ალფრედ მოლინა, კიარა ჩარტერისი, ლინდსი დუნკანი, აუგუსტ დილი, ალფი ალენი, ანჯელა ბასეტი, ანტე ტრაუე, ლუსი უორდი, სებასტიან არმესტო, ჯულიან ბლიჩი, ჩარიტი უეიკფილდი, ალექსანდრ იოვანოვიჩი და რობერტ გლენისტერი. სერიალის პრემიერა შედგა BBC Two-ზე 2016 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ დიტერ კოელერი, გერმანელი ინჟინერი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავების სპეციალისტია, მის ქალიშვილთან, ლოტესთან ერთად T-Force-მა აიყვანა. ისინი დიდ ბრიტანეთში წაიყვანეს, სადაც კაპიტან კალუმ ფერგიუსონს დაავალეს კოელერის გადმობირება, რათა მან ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობა დაიწყოს. ფერგიუსონი დავალების სწრაფად შესრულებისთვის წნეხის ქვეშაა, ხოლო კოელერი მის მცდელობებს წინააღმდეგობას უწევს, რადგან უკმაყოფილოა მას და ლოტეს როგორ ეპყრობიან. სხვა პერსონაჟები, რომლებსაც საეჭვო და გაურკვეველი მოტივები ამოძრავებთ, აქტიურად ერევიან კაპიტნის საქმიანობაში, მაგრამ რა მიზნით?

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯიმ სტარჯესი — კაპიტანი კალუმ ფერგუსონი
  • ფრედი ჰაიმორი — ვიქტორ ფერგუსონი
  • შარლოტა რაილი — რეიჩელ ლომბარდი
  • ფობი ფოქსი — ქეითი გრიფიტსი
  • ალფრედ მოლინა — ჰაროლდ ლინდსი-ჯონსი
  • კიარა ჩარტერისი — ლუსი ლინდსი-ჯონსი
  • ლინდსი დუნკანი — ფრაუ ბელინგჰაუზენი
  • ალფი ალენი — რინგვუდი
  • ანჯელა ბასეტი — ევა
  • რობერტ გლენისტერი — ბრიგადირი ვაინვრაითი
  • აუგუსტ დილი — დიტერ კოელერი
  • ანტე ტრაუე — ბერგიტ მენცი
  • ლუსი უორდი — ლოტე კოელერი
  • სებასტიან არმესტო — ალექს ლომბარდი
  • ჯულიან ბლიჩი — ჯეფრი სლეიტერი
  • ჩარიტი უეიკფილდი — ჯულია
  • ალექსანდრ იოვანოვიჩი — ჰორსტ კლაინოვი
  • ენდრიუ პრაისი — სასტუმროს მენეჯერი

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიUK მაყურებელი
(მილიონი) [1]
1„პირველი ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი10 ნოემბერი, 2016 (2016-11-10)3.22
2„მეორე ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი17 ნოემბერი, 2016 (2016-11-17)2.40
3„მესამე ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი24 ნოემბერი, 2016 (2016-11-24)2.25
4„მეოთხე ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი1 დეკემბერი, 2016 (2016-12-01)2.11
5„მეხუთე ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი8 დეკემბერი, 2016 (2016-12-08)2.28
6„მეექვსე ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი15 დეკემბერი, 2016 (2016-12-15)2.12
7„მეშვიდე ეპიზოდი“სტივენ პოლიაკოფისტივენ პოლიაკოფი22 დეკემბერი, 2016 (2016-12-22)2.14

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ პოლიაკოფის მიერ შექმნილი შვიდ-ნაწილიანი სერიალისა და მასში მონაწილე მსახიობების (ჯიმ სტარჯესი, ფრედი ჰაიმორი, შარლოტა რაილი, ფობი ფოქსი, ალფრედ მოლინა, ლინდსი დუნკანი, რობერტ გლენისტერი, აუგუსტ დილი, ანტე ტრაუე, ანჯელა ბასეტი და ალფი ალენი) შესახებ BBC Two-მ 2015 წლის მარტში განაცხადა.[2] სერიალი შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია Starz-მა 2015 წლის სექტემბერში შეიძინა. [3]

სერიალის ძირითადი გადაღებები დაიწყო ლივერპულში, 2015 წლის მარტში, რისთვისაც ყველაზე ხშირად გამოიყენეს Martins Bank Building, Croxteth Hall და Adelphi Hotel.[4][5] გადაღებები ასევე შედგა Wiley Court-ის ნანგრევებზე, ვუსტერშირში, სალფორდის უნივერსიტეტში, სალფორდის მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში, მანჩესტერის მუნიციპალიტეტის შენობაში, Capesthorne Hall-ში, ლონდონსა [6] და კენტის საგრაფოში.[7]

2016 წლის 1-ელ დეკემბერს ტელევიზიაში აჩვენეს ავტორის ინტერვიუ სახელწოდებით: Know Your Enemy - Stephen Poliakoff in Conversation.[8]

მიღებული შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი
2016 სატელიტის ჯილდო საუკეთესო მინისერიალი/ფილმი ტელევიზიაში „მტერთან ახლოს“ ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]