The American Broadcasting Company

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

The American Broadcasting Company (ინგლ. , „ემერიკან ბროდკასტინგ კომპანი“ — ამერიკის სამაუწყებლო კომპანია), შემოკლებით: ABC („ეი-ბი-სი“) — ერთ-ერთი უდიდესი რადიო და სატელევიზიო სამაუწყებლო ქსელი ამერიკის შეერთებული შტატებში, The Walt Disney Company-ის („უოლტ-დისნეი კომპანი“) საკუთრება.

„ეი-ბი-სის“ დაარსება დაკავშირებულია 1928 წელს გაფართოების პროცესში მყოფი National Broadcasting Company-ის („ენ-ბი-სი“) რადიო ქსელის დაყოფასთან. 1941 წელს „ენ-ბი-სიმ“ თავისი ე.წ. ლურჯი საქსელო მაუწყებლობა მიჰყიდა ედვარდ ჯ. ნობელს, რომელმაც კომპანიას ამჟამინდელი სახელი მიანიჭა. 1953 წელს United Paramount Theaters-ის („იუნაითედ პარამაუნტ თეატერზ“) მიერთების შემდეგ, „ეი-ბი-სი“ ამერიკის სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიად იქცა. მისი განსაკუთრებული სფერო სპორტული მაუწყებლობა იყო. 1961 წელს დაამკვიდრა რეპორტაჟების მსვლელობისას საინტერესო მომენტების განმეორებითი ჩვენება (ინგლ. instant replay). 1985 წელს კომპანია შეიძინა Capital Cities Communications-მა („კაპიტალ სიტიზ კომუნიქეიშენზ“), ხოლო 1995 წელს — კომპანია „უოლტ-დისნეიმ“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]