მურად III: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 37: | ხაზი 37: | ||
მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას [[ჰარემი|ჰარემში]] გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანმა და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა. |
მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას [[ჰარემი|ჰარემში]] გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანმა და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა. |
||
ჰყავდა 25 შვილი (21 [[შეჰზადე]] და 4 გოგო). გარდაიცვალა [[ |
ჰყავდა 25 შვილი (21 [[შეჰზადე]] და 4 გოგო). გარდაიცვალა [[1595]] წელს [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]] ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი [[მეჰმედ III]]. |
||
== რესურსები ინტერნეტში == |
== რესურსები ინტერნეტში == |
15:04, 30 ივნისი 2015-ის ვერსია
მურად III | |
---|---|
ოსმალეთის მე-12 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1574 |
მმართ. დასასრული: | 1595 |
წინამორბედი: | სელიმ II |
მემკვიდრე: | მეჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ივლისი, 1546 |
დაბ. ადგილი: | მანისა |
გარდ. თარიღი: | 15 იანვარი, 1595 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი |
მეუღლე: |
საფიე სულთანი შემშირუჰსარ ხათუნი შაჰიჰუბან ხათუნი ნაზფერვერ ხათუნი მიჰრიბან ხათუნი |
შვილები: | მეჰმედ III, მაჰმუდი, აიშე, ფატმა, მიჰრიმაჰი, ამრიე |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | სელიმ II |
დედა: | ნურბანუ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
მურად III (ოსმ. مراد ثالث — Murâd-ı sâlis , თურქ. Üçüncü Murat; დ. 4 ივლისი, 1546 — გ. 15 იანვარი, 1595) — ოსმალეთის იმპერიის მეთორმეტე სულთანი. სელიმ II-სა და ნურბანუ სულთნის შვილი. ქვეყანას მართავდა 1574-1595 წლებში.
ტახტზე ასვლამდე
მურადი დაიბადა 1546 წელს, როდესაც მისი მამა, შეჰზადე სელიმი (მომავალში სელიმ II) საუფლისწულო სანჯაყის მანისას მმართველი იყო. როდესაც 1566 წელს, მისი ბაბუა სულეიმან I გარდაიცვალა და მისი მამა ავიდა ტახტზე, იგი მამის პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა და მამამისივით მანისას პროვინციაში გაემგზავრა. ის იქ 8 წლის განმავლობაში მსახურობდა და ნამდვილად არ ტოვებდა გონიერი და წარმატებული მმართველის შთაბეჭდილებას, რაც არც მისი სულთნობის პერიოდში შეცვლილა. როცა 1574 წელს მამამისი გარდაიცვალა, იგი დედაქალაქში იმპერიის მმართველობისათვის დაბრუნდა.
მმართველობის პერიოდი
მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას ჰარემში გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანმა და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა.
ჰყავდა 25 შვილი (21 შეჰზადე და 4 გოგო). გარდაიცვალა 1595 წელს თოფქაფის სასახლის ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი მეჰმედ III.