ამაღლება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: id:Kenaikan Yesus Kristus
ბოტის დამატება: lt:Šeštinės
ხაზი 34: ხაზი 34:
[[la:Ascensionis Domini]]
[[la:Ascensionis Domini]]
[[li:Hemelvaart]]
[[li:Hemelvaart]]
[[lt:Šeštinės]]
[[nl:Hemelvaartsdag]]
[[nl:Hemelvaartsdag]]
[[no:Kristi himmelfartsdag]]
[[no:Kristi himmelfartsdag]]

21:09, 20 აგვისტო 2010-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლება.
ამაღლების ხატი

ამაღლება, ქრისტიანული დღესასწაული აღდგომის მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ღმერთების ზეცად ამაღლების მითი მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში "სულიწმიდის მოფენამდე". აღდგომის მეორემოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თავლწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელტაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.).


საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობასა და სხვა.