ტერა...
იერსახე
ტერა... (ინგლ. tera- < ბერძ. τέρας — „ურჩხული“; აღნიშვნა: ტ, T) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 1012 (1 000 000 000 000, ტრილიონი) ამოსავალ ერთეულს.
წარმოშობილია ბერძნულიდან — τέρας (ურჩხული).
1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული ჯერადი ერთეულის თავსართად[1].
მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 ტომ (ტერაომი) = 1012 ომი = 1 000 000 000 000 ომი.
- 1 ტბ (ტერაბაიტი) = 1012 ბაიტი= 1 000 000 000 000 ბაიტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 695.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|