გიგა...
გიგა... (ქართული აღნიშვნა გ; საერთაშორისო G) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 109 (1 000 000 000, მილიარდი) ამოსავალ ერთეულს.
მიღებულია 1947 წელს. წარმოშობილია ბერძნულიდან — γίγας (გიგანტი).