ჰექტო...
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჰექტო... (ქართული აღნიშვნა ჰ; საერთაშორისო h) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 102 (100, ასი) ამოსავალ ერთეულს.
ოფიციალურად მიღებულია 1795 წელს, მაგრამ გამოიყენება ძალიან იშვიათად. წარმოშობილია ბერძნულიდან — ἑκατόν (ასი).
მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1 ჰექტარი = 102 არი = 100 არი.
- 1 ჰექტოლიტრი = 102 ლიტრი = 100 ლიტრი.
- 1 ჰექტოპასკალი = 102 პასკალი = 100 პასკალი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 10, გვ. 442, თბ., 1978