შინაარსზე გადასვლა

სანტი...

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანტი... (ინგლ. centi- < ლათ. centum — „ასი“; აღნიშვნა: , c) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 10−2 (1/100, ერთი მეასედი) ამოსავალ ერთეულს.

წარმოშობილია ლათინურიდან — centum (ასი).

ოფიციალურად მიღებულია 1795 წელს[1], მაგრამ ადრეც გამოიყენებოდა.

  • 1 სანტიმეტრი = 10−2 მეტრი = 0.01 მეტრი.