გზა მაღალი საზოგადოებისაკენ (1959 წლის ფილმი)
„გზა მაღალი საზოგადოებისკენ“ | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | დრამატული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | ჯეკ კლეიტონი |
პროდიუსერი | ჯონ ვულფი, ჯეიმზ ვულფი |
სცენარის ავტორი | ნილ პეტერსონი |
ნაწარმოები |
„გზა მაღალი საზოგადოებისაკენ“ — ჯონ ბრეინი |
ტექსტს კითხულობს | ფინლი კერი |
როლებში | ლორენს ჰარვი, სიმონ სინიორე |
მუსიკა | მარიო ნაშიმბენე |
ოპერატორი | ფრედი ფრანსისი |
მონტაჟი | რალფ კემპლენი |
სტუდია | Romulus Films |
დისტრიბუტორი | British Lion Films, Continental Distributing |
გამოსვლის თარიღი | 22 იანვარი, 1959 |
ხანგრძლივობა | 115 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | £280 000 |
გზა მაღალი საზოგადოებისკენ (ინგლ. Room at the Top) — 1959 წლის ინგლისური დრამატული ისტორიული ფილმი. ფილმი დაფუძნებულია ჯონ ბრეინის ამავე სახელწოდების რომანზე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში. ფილმის გმირი 25 წლის დემობილიზებული სერჟანტი ჯო ლემპტონი, რომელმაც ბავშვობა გაატარა პროვინციულ ქალაქ დამფტონში, მუშაობას იწყებს ქალაქ უორლის მუნიციპალიტეტში. უორლი ჯოს სიმდიდრისა და მდგომარეობის მოპოვების ასპარეზად ესახება. ის მზადაა ყველაფრისთვის, რათა გამდიდრდეს და მიაღწიოს ელიტას. ამისთვის ის მოხიბლავს მეწარმე ბრაუნის ქალიშვილ სიუზენს და აცდუნებს მას. უორლიში ჯო გაიცნობს 33 წლის გათხოვილ ელის ეისგილს, რომელიც შეუყვარდება და რომელთანაც ფარულ რომანს გააბამს. ჯოს მზადაა დაივიწყოს კარიერა და ელისზე დაქორწინდეს, მაგრამ ელისს ქმარი განქორწინების საშუალებას არ აძლევს, სიუზენის მამა კი აიძულებს ჯოს სიუზენზე დაქორწინებას, რადგან ქალი ორსულადაა. ჯოს მოუწევს მიატოვოს ელისი, რომელიც ავარიაში იღუპება.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორენს ჰარვი — ჯო ლემპტონი
- სიმონ სინიორე — ელის ეისგილი
- ჰიზერ სირსი — სუზან ბრაუნი
- დონალდ ვულფიტი — მისის ბრაუნი
- დონალდ ჰიუსტონი — ჩარლი სოუმსი
- ჰერმიონ ბედელი — ელზბეთი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BAFTA საუკეთესო ფილმისთვის
- BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში: სიმონ სინიორე
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: სიმონ სინიორე
- ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის: ნილ პეტერსენი
- კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: სიმონ სინიორე